საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87608

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ელენა ჯანოვა ეგზემით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობდა მალამოთი „ეფემინი“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ელენა ჯანოვა იყო მკურნალი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ელენა ჯანოვა იღებდა ეგზემით დაავადებულ პაციენტებს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ალექსანდრე დიასამიძე იყო ექიმი და მან განაახლა პაციენტების მიღება თბილისში, ოლგას ქ. N15-ში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ვენეროლოგი გევორქ ახვერდოვი პაციენტებს იღებდა დილის 10-დან 12 საათამდე და საღამოს 5-დან 7 საათამდე.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 1-ელი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გევორქ ახვერდოვი ცხოვრობდა თბილისში, სემიონოვსკაიას ქუჩა N16-ში.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გ. ა. ახვერდოვს საექიმო კაბინეტი ჰქონდა გახსნილი სემიონოვსკაიას ქუჩა N18-ში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ელი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, რომ გევორქ ახვერდოვი იყო პეტერბურგის ვენეროლოგიური კლინიკის ორდინატორი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ე. მ. მძინაროვი იყო ექიმი.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ე. მ. მძინაროვსა და ლ. მ. ნაზარეტიანს საექიმო კაბინეტი ჰქონდათ გახსნილი მიხეილის გამზირისა და კიროჩნის კუთხეში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ალექსანდრე დავითის ძე კეკელია მკურნალობდა ერლიჰის პრეპარატებით.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ალექსანდრე დავითის ძე კეკელიას საექიმო კაბინეტი ჰქონდა გახსნილი მიხეილის გამზირის 116-ში.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს სტეფანე ფეიქრიშვილმა სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს 2 მანეთი შესწირა, პავლე ჩხაიძემ და დათიკო ტყეშელაშვილმა თითო მანეთი გაიღეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 7 ნოემბერს შაქარა ალავერდიშვილმა თივის დაწვის თაობაზე გორის პოლიციის განყოფილებაში საჩივარი შეიტანა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, გაზეთის რედაქციას ფრონტის ფონდისთვის თანხა გამოუგზავნეს სოფიო ს...სვამ, მ.ჯანგველაძისამ და ვერა კალანდაძისამ 2000-2000 ლარი, ანა თანდილაშვილმა - თანხა უცნობია.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 თებერვლის „ერთობის“ ცნობით, გაზეთის რედაქციას ფრონტის ფონდისთვის თანხა გამოუგზავნეს: თინათინ თარალაშვილმა და ვარა თაბუაშვილმა 1500-1500 მანეთი, აგრაფინა ბაბუნაშვილისამ, სონა ჯანაშვილისამ, ვარა ნონიევისამ, ნინო ვახტანგოვისამ და ლიზა მელიქიშვილისამ 2000-2000 მანეთი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 თებერვლის „ერთობის“ ცნობით, გაზეთის რედაქციას ფრონტის ფონდისთვის თანხა გამოუგზავნეს: დავით იაგორის ძე კალანდაძემ და სილოვან ბაბუნაშვილმა 500-500 მანეთი, იოსებ თარალაშვილმა, აქვსენტი ჯანგველაძემ, იოსებ მელიქიშვილმა და დათიკო ვახტანგოვმა - 3000-3000 მანეთი, ხოლო თაბუაშვილმა - 2000 მანეთი.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის მაისში ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი და საექიმო უწყების უფროსი იოსებ გორალევიჩი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის მაისში გურიის თავადაზნაურობამ და გლეხობამ თხოვნით მიმართა ქუთაისის სამხედრო გუბერნატორსა და საექიმო უწყების უფროსს იოსებ გორალევიჩს, რომ გურიაში ექიმად დაენიშნათ დიმიტრი ერისთავი.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 28 აპრილს მოსკოვში გარდაიცვალა სომეხი ქველმოქმედი იოანე ონანოვი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა აპოლონ გორდეძიშვილის მიერ ჩაწერილი ხალხური ლექსი „ნადირობა სოლომონ ბრძენისა“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 9 მაისს ეპისკოპოსი ალექსანდრე წირვას აღავლენდა შიომღვიმის მონასტერში.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „თეატრის“ რედაქტორ ალექსანდრე ნებიერიძის განცხადებით, გაზეთი 1888 წლის 8 მაისს გამოვიდოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების კანცელარიის წიგნთსაწყობში იყიდებოდა მოსე ჯანაშვილის მიერ შედგენილი წიგნები: საქართველოს საეკლესიო ისტორია (ფასი 45კ.) და საქართველოს მოკლე ისტორია (ფასი 3 აბაზი).

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ აღნიაშვილს სურდა „ყარამანიანი“ გადაეკეთებინათ ქართულ სცენაზე წარმოსადგენად.