საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87608

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი აუწყებს ნინო ნარიმანოვისას, რომ მისი წერილები კისელოვს გადასცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობის რწმუნებულ იასონ ლორთქიფანიძეს დავალებული ჰქონდა საზღვარგარეთიდან საქონლის შეძენა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 16 ნოემბერს რაჟდენ კანდელაკი, იასონ ნიკოლაიშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე, ალექსანდრე გარსევანიშვილი, ბენედიქტე მამფორია, იასონ ბაქრაძე და იაკობ ფანცხავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებაში გამართულ დამფუძნებელ კრებას დაესწრნენ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 16 ნოემბერს სიმონ ოცხელი, კონსტანტინე ბაქრაძე, გიორგი თუთბერიძე, რაჟდენ დათეშიძე, ისიდორე კვიცარიძე, სამსონ ყიფიანი და ნიკოლოზ მესხი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებაში გამართულ დამფუძნებელ კრებას დაესწრნენ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 16 ნოემბერს იოსებ ოცხელი, სერგო რობაქიძე, თომა მთავრიშვილი, პეტრე ყიფიანი, სილოვან ხუნდაძე, ივლიანე აბესაძე, გერასიმე ცაგარეიშვილი და ბართლომე მოსეშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებაში გამართულ დამფუძნებელ კრებას დაეწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ მარიამ ქაიხოსროს ასული ამირაჯიბისა იუწყებოდა, რომ მისი შვილის, გენერალ-მაიორ გიორგი სარდიონის ძე ამირაჯიბის წლის თავზე 25 იანვარს, სოფ. საღოლაშენში გაიმართებოდა წირვა და პანაშვიდი. 

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მოსე ჯანაშვილის წერილი „ბიბლიოგრაფია“, რომელშიც ავტორი განიხილავს ინჟინერ ვ. კაკაბაძის ახალ გამოცემულ წიგნს „მრეწველობის განვითარების საკითხი ჩვენში“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძემ დასვა საკითხი ტრამვაის ტარიფის მომატების შესახებ. საკითხი ხმათა უმრავლესობით დადებითად გადაწყდა. დადგენილება ძალაში შევიდოდა 6 თებერვლიდან.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ბათუმის პოლიციის ბოქაულ ჩხიკვაძესა და ქუთაისის პოლიციის ბოქაულ კახიძეს „ნადვორნი სოვეტნიკის“ წოდება მიენიჭათ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ლაზარევი წმ. ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ლაზარევი მე-4 კავკასიის რეზერვის (საკადრო) ბატალიონის კაპიტანი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოტია რატიანი წმ. ანნას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს თეოდოსია აბესაძისამ სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს 1904 წლის „ცნობის ფურცლისა“ და 1909 წლის გაზეთ „ფონის“ კომპლექტები შესწირა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოტია რატიანი დარუბანდის პოლკის კაპიტანი იყო.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 2 მაისს მტკვარში დაიხრჩო 12 წლის ბავშვი სარდიონ პეტრიაშვილი.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის მაისში ხაშურსა და გომს შუა მდებარე სადგურზე მატარებელი დაეჯახა მუშა ქრისტეფორე სანიკიძეს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 მაისს ქალაქის საბჭოს კრებაზე ნ. ზ. თუმანიშვილმა განაცხადა, რომ მოსამზადებელი კლასების დახურვის ერთ-ერთი მიზეზი ბავშვების ნაადრევად, პატარა ასაკშივე სასწავლებლად მიბარება იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 მაისს ქალაქის საბჭოს კრებაზე მელიქ-კარაკოზოვმა განაცხადა, რომ მთავრობამ კავკავის გინმაზიის თხოვნა მოსამზადებელი კლასების გახსნის შესახებ არ დააკმაყოფილა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 მაისს ქალაქის საბჭოს სხდომაზე არტემ იოანისიანმა განაცხადა, რომ სახალხო განათლების სამინისტრომ დახურა მოსამზადებელი კლასები.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 მაისს ქალაქის საბჭოს კრებაზე მ. ი. თამამშევმა განაცხადა, რომ სანამ დადასტურებით არ გაიგებდნენ, მთავრობა იხდიდა თუ არა პარალელური კლასების შენახვის თანხას, მანამდე არანაირი სახის განცხადება არ გაეკეთებინათ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 მაისს ქალაქის საბჭოს კრებაზე მელიქ-კარაკოზოვმა განაცხადა, რომ პარალელური კლასების შენახვის ვალდებულება მთავრობამ იკისრა. ხაზინამ თბილისში არსებული პარალელური კლასების შესანახად 500 თუმნამდე გადაიხადა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 მაისს ქალაქის საბჭოს კრებაზე გიორგი ევანგულოვმა განაცხადა, რომ აუცილებელი იყო მოსამზადებელი და პარალელური კლასების გახსნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 იანვარს გამართულ სომეხთა ნაციონალური საბჭოს საქველმოქმედო სხდომას დაესწრო 21 დეპუტატი, მათ შორის კათალიკოსისა და ნახიჭევანელი სომხების წარმომადგენლები. საბჭოს თავმჯდომარე იყო ს. ტიგრანიანი, მისი ამხანაგი – მინას ბერბერიანი და მდივანი – ს. ტერ-გევორქიანი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს რაჟდენ ბუაძე, ეკატერინე ბუდაკოვისა, ბაგრატ ბუიღლიშვილი, მალხაზ ბურჯანაძე, მარიამ ბუტულაშვილი, სოფიო ბუტულაშვილი, გრიგოლ გაბუნია, პეტრე გასნევსკი და ალექსანდრე გარსევანიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ. მათ საწევრო, 3-3 მანეთი, გადახდილი ჰქონდათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 22 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძის გუბერნატორობისას სოფლების პურის მაღაზიები კარგ პირობებში იყო. ადრე ქართლში სოფლის მაღაზიებისთვის პური გროვდებოდა, თუმცა მთავრობა ყურადღებას არ აქცევდა და შეგროვებული პური ისე იკარგებოდა, სოფელს არაფერი რჩებოდა. გიორგი შარვაშიძემ პურის ამბარდნებს ზედამხედველები დაუნიშნა, რის შედეგადაც სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა.