საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93583

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის ორმოქმედებიანი ვოდევილის „დრამატიულ გამგეობის წევრი“ მე-3 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლიდია დიმიტრის ასულ მგალობლიშვილის ლექსი „უიმედო“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლევან თედოს ძე მეტრეველის ნოველა „სული ყვავილად ქცეული“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის ეტიუდი „საღამო იყო“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის სტატია „ოსკარ უაილდი და ხელოვნება“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „დემონი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის „შთაბეჭდილებანი (ნ. ი. აბრამოვიჩის ლექციების გამო)“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის წერილი „ვარსკვლავთ-მრიცხველობა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი სტეფანეს ძე მანთაშოვის ლექსი „ახალგაზრდა პოეტების როს მომესმა ჩანგის ჟღერა...“.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 22 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ნამეტი, ლიდია, ნინუცა, ანიჩკა, ანტონ, აკაკი, იასე და გრიშა ამაღლობლები, ანეტა და საჩინო მაჭავარიანები იუწყებიან პავლე იასონის ძე ამაღლობლის გარდაცვალებას. დაკრძალვა სოფ. დაფნარში (საჯავახო).

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 28 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქართულ თეატრში მ. საფაროვა-აბაშიძისას, ნ. მ. გაბუნიას, კ. დ. ყიფიანის, ა. ს. იმედაშვილის და ნ. გამყრელიძის მონაწილეობით გაიმართებოდა გ. მ. სუნდუკიანცის ოთხმოქმედებიანი კომედია „ხათაბალა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, კ. ა. გორბაჩევი სახალხო უნივერსიტეტში წაიკითხავდა ლექციას „ფუტკართა ოჯახური ცხოვრება“. დასაწყისი 11 საათზე.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 28 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ივანე კოვაჩევი ქალაქ თბილისის გამგეობის (ქალაქის საბჭოს) წევრი იყო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 26 მაისს ქალაქის დაწესებულებათა კონტროლის სხდომაზე გამგეობის წევრ ივანე კოვაჩევის მოხსენება მოისმინეს.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 25 მარტს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით გადასახლებული გ. ი. მახაშვილი და ა. გ. სოხიევი შეიპყრო.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 26 მარტს სენაკის მაზრის მცხოვრები ა. მ. ხოშტარია ოლღას ქუჩაზე N70 ვაგონიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა. დაშავებული მიხაილოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

1910

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1910 წლის 24 მარტს მომრიგებელი სასამართლოს მეოთხე განყოფილებამ იაგორ ხისოევისა და მისი სასიძოს, ა. კორეკოვის, დავა განიხილა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის გაზეთ „ახალი სხივიში“ ინჟინერ გ. ა. სარქისოვის ანგარიში დაიბეჭდა, რომლის მიხედვით, მანთაშევის სახელობის სკოლის შენობის აგება 150 000 მანეთი დაჯდებოდა.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 28 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მოკლულმა ა. მელიქ-აივაზოვმა ანდერძით სხვადასხვა საქველმოქმედო საზოგადოებას 150 000 მან. დაუტოვა, აქედან – 5000 მანეთი სომხურ დრამატულ საზოგადოებას.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 28 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ილარიონ წიქარიძის უდროოდ გარდაცვალების გამო კ. და ი. ჯანბერიძეების, გ. და ს. დოლიძეების, ნ. მამალაძისა და მ. მგალობლიშვილის სამგლოვიარო წერილი დაიბეჭდა.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 28 მარტის გაზეთი „ახალი სხივი“ გ. აფხაზავა-ბადეიშვილის გარდაცვალებას იუწყება.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 28 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანიშვილი ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში პოლიტიკურ ეკონომიაზე ლექციებს კითხულობდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 21 მარტს ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში ვასილ წერეთელმა წაიკითხა ლექცია „ჰიგიენიდან“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტს ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძემ წაიკითხა ლექცია „ადამ სმიტი და მისი მოძღვრება“.

1910

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1910 წლის 16 მარტს სოფელ ნიგოითში ს. ფირცხალაიშვილმა საყანე მიწისთვის დავის დროს ირ. ფირცხალაიშვილი სასიკვდილოდ დაჭრა.