საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87608

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გურიის სამღვდელოებამ ოზურგეთში ექვსკლასიანი სასულიერო სასწავლებლის დაარსება გადაწყვიტა. გამგედ სიმონ გრიგოლის ძე თოთიბაძე უნდა დაენიშნათ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 30 დეკემბერს სამეურნეო საზოგადოების მორიგ კრებაზე გადაწყვიტეს, რომ ჰაჯი ისმაილოვი ვერცხლის მედლით დაეჯილდოებინათ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ მარიამ ჯაჯანაშვილის ნათარგმნი საახალწლო მოთხრობა „საიდუმლო მოწოდება“ გამოქვეყნდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 11 ნოემბერს ქალაქის საბჭოს სხდომაზე გამგეობის მეოთხე წევრის არჩევნები ჩატარდა. კანდიდატებად დაასახელეს პ. მ. არღუთინსკი 18 ხმით, მღებროვი 7 ხმით, იაკიმოვი 6 ხმით, არსენ ბებუთოვი 2 ხმით, შახაზიზოვი, გრაბოვსკი და ა. ს. ბაბოვი თითო-თითო ხმით.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გ. ბურჭულაძის თხოვნით წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის სასარგებლოდ გამართული წარმოდგენის ანგარიში დაიბეჭდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ქ.თბილისის სანიტარიის ინსპექტორმა კაპიტონ მეუნარგიამ ვრცელი მოხსენება წარადგინა ქალაქის სანიტარული მდგომარეობის შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 3 აპრილს ბანკის თეატრში გაიმართებოდა 1-ლი სასიმფონიო კრება თბილისის სამუსიკო საზოგადოებისა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: ვარვარა ზარუდნაია, გორსკი და მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ირაკლი დიდიძე გაზეთ „საქართველოს“ კორესპონდენტი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი თავის ნოტაში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გეორგი ჩიჩერინს აცნობებდა, რომ საბჭოთა მთავრობა რუს და ქართველ ხალხს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას ხელოვნურად აბრკოლებდა. ის იმედოვნებდა, რომ რუსეთი მოძებნიდა საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისაღებ ენას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ბიქტორ თევზაიას გამოსვლას ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრმა სპირიდონ კედიამ უპასუხა, რომ არსებული მდგომარეობა მათი მთავრობის ეკონომიური პოლიტიკით იყო გამოწვეული.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ბიქტორ თევზაიამ დამფუძნებელი კრების სხდომაზე აღნიშნა მოსამსახურეთა მოთმინება, რომ ამდენ ხანს არ გაფიცულან ხელფასების მომატების მოთხოვნით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძის 1920 წლის 27 იანვრის ბრძანება სამხედრო საქმეთა უწყების მიმართ, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკის საზღვრებში იმ პირთ, რომლებიც არ იმყოფებოდნენ რესპუბლიკის არმიის საშტატო თანამდებობებზე, ეკრძალებოდათ სამხედრო ფორმის ტარება, ხოლო არმიაში მომსახურეებს ევალებოდათ დაწესებული ფორმის და მოწმობების ტარება.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვერა დავიდოვა იყო მომღერალი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელმა მიწის დეკრეტის განხილვისას მოითხოვა შესწორების შეტანა 1-ლ მუხლში, რათა კანონი უცხოელებზე არ გავრცელებულიყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რომის პაპის ლეგატმა ანტონ დელფიუშემ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მისწერა, რომ წმინდა მამა ბენედიქტე XV ყოველთვის სიმპათიით იყო განწყობილი საქართველოს მიმართ და ილოცებდა მისთვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 იანვარს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრ მამედ ჰასან გაჯინსკის თავმჯდომარეობით გაიმართა აზერბაიჯან-სპარსეთის კონფერენციის სხდომა, სადაც განიხილეს ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრის პროექტი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ ტრიფონ გიორგის ძე ინასარიძემ გამოაქვეყნა წერილი „ფ.-ტელ. მოხელეთა ყრილობის გამო“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 თებერვალს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის 10374.18 მანეთი ჰქონდა განსაზღვრული, სათადარიგოდ — 8855.95 მანეთი, წიგნებისთვის კი — 1555.18 მანეთი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 თებერვალს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელმოწერით დაადასტურა თბილისის მეორე სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა. სამკითხველოს შემოსავალი 4.60 მანეთი იყო, გასავალი კი — 32.7 მანეთი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ტრიფონ გიორგის ძე ინასარიძე ფოსტა-ტელეგრაფის მუშაკი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 6 ნოემბერში გამართული ფოსტა-ტელეგრაფის ყრილობის მესამე დღეს შალიკიანმა ავადმყოფობის გამო თავმჯდომარეობა მესხს დაუთმო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის შემოდგომაზე „ნადვორნი სოვეტნიკი“ ტერ-გრიქუროვი თელავის სახაზინო მმართველობის ხაზინადრად დაინიშნა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის შემოდგომაზე ტიტულოვანი მრჩეველი კარასევი ზუგდიდში მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწედ დაინიშნა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნოტარიუს ა. მამიკონოვს განოვის ქუჩაზე სანოტარო ბიურო ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წლის შემოდგომაზე მკერავმა ტერ-აკოფოვმა თავისი სამკერვალო განოვის ქუჩაზე, ნოტარიუს მამიკონოვის სანოტარო ბიუროს გვერდით გადაიტანა.