რეგისტრირებული ფაქტები93566
სორტირება თარიღი მზარდობით
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, დიმიტრი ახვლედიანი შინაგანი და ბავშვთა სნეულებების მქონე პაციენტებს ელისაბედის ქუჩის №92-ში იღებდა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ნინო რცხილაძე პაციენტებს ვერაზე, ოლგას ქუჩა N 25-ში იღებდა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ნ. ა. დემიდოვი ქუთაისში კბილის ექიმი იყო.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ოფთალმოლოგი ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი პაციენტებს კიროჩნის ქუჩის №9-ში 9-დან 11 საათამდე იღებდა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, შინაგან და ვენერიულ სნეულებათა ექიმი კონსტანტინე ტყეშელაშვილი პაციენტებს იღებდა ქუთაისში და თბილისში, ფირალოვის სახლში.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, შინაგან და ბავშვთა სნეულებების ექიმი ვასილ გიორგის ძე წერეთელი პაციენტებს ივანოვის ქუჩაზე, მოსე ქიქოძის სახლში იღებდა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, შინაგან სნეულებათა ექიმი ექვთიმე სვიმონის ძე ვაშაკიძე პაციენტებს ბელინსკის ქუჩა N 18-ში იღებდა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ტაია დავითის ძე ჩაჩიბაიამ დააფუძნა სავაჭრო ამხანაგობა „ჩაჩიბაია და ძმები“.
1910
ტიპი: მფლობელობა
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, „ჩაჩიბაია და ძმების“ ღვინო იყიდებოდა ვაგზლის ქუჩაზე მდებარე საწყობში (გამცემი ს. ჩაჩიბაია) და გასტრონომებში.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, გიორგი ილარიონის ძე გრძელიშვილი ეგზარქოსს მღვდელთმსახურების უფლების აღდგენას სთხოვს, ვინაიდან საოლქო სასამართლომ იგი არალეგალურ საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებაში უდანაშაულოდ სცნო.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, მესამე სათათბიროს დეპუტატები: ევ. გეგეჭკორი და კ. ჩხეიძე პეტერბურგიდან დაბრუნდნენ.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ალექსანდრე გიორგის ძე ჯაბადარი, რომელიც იმპერიისთვის მიუღებელი სტატიის დაბეჭდვის გამო იყო დაპატიმრებული, მეტეხის ციხიდან გაათავისუფლეს.
1910
ტიპი: მფლობელობა
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ქალაქის მეექვსე უბანში, აბანოების მახლობლად, ივანე მიხეილის ძე სუმბათაშვილის (სუმბათოვის) ნაკვეთში ახალი, ცხელი გოგირდის წყალი აღმოაჩინეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ქალაქის გამგეობის შენობაში ვლადიმერ ელიავას თავმჯდომარეობით შემნახველ-გამსესხებელი სალაროს წევრთა კრება გაიმართა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 6 ივნისს საბირჟო არტელის თანამდებობის პირთა არჩევნები გაიმართა. თავმჯდომარედ ვლადიმერ კალანთაროვი აირჩიეს, მოადგილედ — ტ. პ. ხოჯა-თუმანიანცი, საქმისმწარმოებლად — სოლომონ ედიგაროვი, ხოლო ბუღალტრად — კ. ი. ხაჩატურიანცი.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, საგარეჯოში პოლიციამ ალექსანდრე ედიგარის ძე ქურხული დააპატიმრა, რომელიც სამხედრო ბეგარას 1907 წლიდან ემალებოდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, პედაგოგ გ. ვ. ტაუბეს ხელმძღვანელობით ივნისში თბილისში ექსკურსიაზე რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტები ჩამოვიდოდნენ.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, მარტყოფის მცხოვრები ალექსი ბედიანიშვილი უკვალოდ დაიკარგა.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, აკიმ სუხანოვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

