საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87608

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ი. ორმოცაძემ, დ. ორმოცაძემ, ვ. გოგუაძემ, გ. ორმოცაძემ, თარხან ორმოცაძემ და რ. ცომაიამ ნიგოითის სამკითხველოს თითო აბაზი შესწირეს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, უნდა დაებეჭდათ იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი „ბუნების კარის“ მე-7 გამოცემა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 15 მაისს ქართული დრამატულ თეატრს უნდა წარმოედგინა ავქსენტი ცაგარლის ოთხმოქმედებიანი კომედია „ციმბირელი“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: მარიამ საფაროვ-აბაშიძისა, ნატალია გაბუნია-ცაგარლისა, ლეონიძისა, თამაროვისა, კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, ავქსენტი ცაგარელი, კავთელი, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის მოთხრობა „საცოდავნის“ დასასრული.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის მოთხრობა „საცოდავნის“ მე-4 და მე-5 თავი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის მოთხრობა „საცოდავნის“ მე-3 თავი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 3 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის მოთხრობა „საცოდავნის“ I და II თავები.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 მარტს ანასტასია წერეთლის თხოვნის საფუძველზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა თბილისის მეორე სამკითხველოს 11 მანეთის წიგნები გაუგზავნეს. გადაწყვეტილება ხელმოწერით დაადასტურეს: ივანე რატიშვილმა, იაკობ გოგებაშვილმა და ექვთიმე თაყაიშვილმა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რედაქციაში მიიღეს არისტოტელე ქუთათელაძის მიერ შედგენილი ახალი ქართული წიგნი „პირველ-დაწყებითი ქართული გრამატიკა“, რომელიც გრიგოლ ჩარკვიანის სტამბაში იყო დაბეჭდილი და 2 აბაზი ღირდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს ჩანაწერების რვეულში 96.91 მანეთი გადაუხადა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 აგვისტოს კოტე მესხის მონაწილეობით სურამში დივერტისმენტი გაიმართა. ღონისძიებას სვიმონ სვიმონიძე ხელმძღვანელობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს გიგო ზანაველმა „ცნობის ფურცლის“ რედაქციიდან სტატიის დაბეჭდვაზე უარი მიიღო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 ივლისს დაბა ნაგომარში წიგნსაცავის დასახმარებლად დადგეს სპექტაკლი „და-ძმა“. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ: გრ. გუგუნავა, დ. ჩხაიძე, პოლიევქტოს კალანდაძე და ატატო ბებურიშვილი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, დ. ჩხაიძე დაბა ნაგომარში გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენაში მონაწილეობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 4 აგვისტოს სურამში არშაკა ხუბეროვის საბძელს განზრახ მოუკიდეს ცეცხლი. ხანძრის შედეგად რამდენიმე ოჯახი დაზარალდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

ვასილ კოპტონაშვილის განცხადებით, 1888 წელს ბარალეთის სკოლას ადგილობრივი მოსახლეობა ინახავდა.

1884

ტიპი: გარდაცვალება

1884 წელს გარდაიცვალა ბარალეთის სკოლის პედაგოგი ტიმოთე ხმალაძე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 9 მაისს ქალაქის საბჭოს კრებაზე სიტყვით გამოვიდა ხმოსანი ნ. ზ. თუმანიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მოსამზადებელი კლასების არსებობის აუცილებლობის შესახებ ევანგულოვის მოსაზრებები არ იყო საკმარისი მთავრობისთვის, ამიტომ მისი აზრით, უკეთესი იქნებოდა სამოსწავლო კომიტეტისთვის დაევალებინათ საჭირო და აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება.

1888

ტიპი: მფლობელობა

1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ გიორგის ასულ ავალოვის ქონებას შეადგენდა 1580 ოთხკუთხი საჟენი მიწა და ხეხილის ბაღი, რომელიც გურჯაანში მდებარეობდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მარიამ გიორგის ასულ ავალოვს დაგირავებული ჰქონდა გურჯაანში მდებარე ხეხილის ბაღი და 1580 ოთხკუთხი საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: მფლობელობა

1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ემელიანის ძე წერეთლის ქონებას შეადგენდა 110 ოთხკუთხი საჟენი მიწა, ერთსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფით და ფლიგელი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მიხეილ ემელიანის ძე წერეთელს დაგირავებული ჰქონდა ერთსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფით, ერთსართულიანი ფლიგელი და 110 ოთხკუთხი საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: მფლობელობა

1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სპირიდონ იაკობის ძე ცურიევის ქონებას შეადგენდა სოფელ ფხვენისში მდებარე სახნავ-სათესი 1100 ოთხკუთხი საჟენი მიწა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში სპირიდონ იაკობის ძე ცურიევს დაგირავებული ჰქონდა 1100 ოთხკუთხი საჟენი სახნავი მიწა სოფელ ფხვენისში, რომელსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: მფლობელობა

1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით იაკობის ძე ყარაევის ქონებას შეადგენდა ორსართულიანი ქვითკირის სახლი, ორსართულიანი ფლიგელი სარდაფით, მიშენებული საჯინიბო, სარაია, ფურნე და 250 საჟენი დუქანი.