რეგისტრირებული ფაქტები81928
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელმა მიწის დეკრეტის განხილვის დროს აღნიშნა, რომ ამ კანონით ისარგებლებდნენ საქართველოში დამკვიდრებული უცხოელები, რომელთაც სურდათ მოქალაქეობის მიღება, ისინი ეცდებოდნენ მიწების დასაკუთრებას და დიდი ნაწილი მათ ხელში გადავიდოდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილავდნენ მიწის დეკრეტს, სოციალ-ფედერალისტმა თევდორე ღლონტმა აღნიშნა, რომ რევოლუციის ერთ-ერთი მიზანი იყო კერძო საკუთრების მოსპობით გლეხებისთვის ეკონომიკური უფლებების მოპოვება, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და ახლა ამას დაემატა მიწების თავისუფლად გაყიდვაც, რაც რევოლუციის დასამარება იყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 თებერვალს ბიქტორ თევზაიამ დამფუძნებელი კრების სხდომაზე მუშა-მოსამსახურეთა უმწეო მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სატარიფო პალატის მიერ დადგენილი ხელფასების 60-პროცენტიანი ზრდა ვერ გაათანასწორებდა მოსამსახურეთა მდგომარეობას და ეს არც იყო საჭირო, რადგან არ ემხრობოდნენ თანასწორობისა და ერთნაირი მდგომარეობის იდეას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე თავმჯდომარე პავლე დავითის ძე საყვარელიძის წინადადებით მომხსენებელმა ბიქტორ თევზაიამ მუხლობრივად წაიკითხა კანონპროექტი, რომლის ძალითაც სახელმწიფო მოხელეებს 1-ლი თებერვლიდან ემატებოდათ 30-60 პროცენტი ხელფასის ოდენობის მიხედვით (60 % – ვინც იღებდა 1 500 მან., 55 % – 1 800 მან., 50 % – 2 000 მან., 40 % – 2 400 მან., 35 % – 3 000 მან., და 30 % – 3000 მანეთზე მეტს). კანონი ვრცელდებოდა მინისტრებსა და დამფუძნებელი კრების წევრებზეც. სამოქალაქო და საზოგადო მოსამსახურეებს იგივე წესით ემატებოდათ 1-ლი იანვრიდან, რაც გამოიწვევდა დამატებით ხარჯს – 21 847 094 მანეთს. იგივე წესი გავრცელდებოდა გზათა უწყების მუშა-მოსამსახურეებზე, დამატებითი ხარჯი – 80 731 570 მან.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზენინგი იყო ფოსტა-ტელეგრაფის ამბულატორიის აფთიაქის გამგე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ტერ-ისრაელიანცი იყო ექიმი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაბუჩია იყო ბებია-ფერშალი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ლი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ელიავასი იყო ბებია-ფერშალი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბოროზდინი იყო ბებია-ფერშალი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფინანსთა სამინისტრო განიხილავდა კრუნისლავ გერუცის მოხსენებას საზღვარგარეთ სესხის აღების შესახებ სამეურნეო იარაღების შესაძენად.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დუშეთში დაკავებულ ყაჩაღებს, ჩოხელსა და ხარიჭაშვილს, სხვადასხვა მკვლელობა ბრალდებოდათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დუშეთიდან შეატყობინეს, რომ დაიჭირეს და გამომძიებელს გადასცეს ცნობილი ყაჩაღები ჩოხელი და ხარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23-27 ნოემბერს გამართულ საქართველოს მევენახეთა და მეღვინეთა პირველ კონგრესზე მოხსენებები წაიკითხეს: ა. ა. ეგოროვმა, გიორგი ალექსანდრეს ძე წინამძღვრიშვილმა, ე. კაკულიამ და ვასილ ილიას ძე რცხილაძემ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძემ გადასახადთა მომატების განხილვის საკითხის საფინანსო კომისიისთვის გადაცემა მოითხოვა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ მოსე ჯანაშვილი წერდა, რომ მისმა მეგობარმა, მეცნიერმა რობერტ ბლეიკმა ქუთაისის სიძველეთა საცავიდან ჩამოუტანა მეათე საუკუნის ხელნაწერის, „მაკარის ცხოვრების“ პალეოგრაფიული ხელით გადმოხატული ორი წარწერა, რომლებიც რთულად იკითხებოდა, მაგრამ იყო მეტად საყურადღებო, რადგან ნუსხურიდან მხედრულზე გადასვლის პერიოდს წარმოადგენდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს აღათი მაჭუტაძემ, ბარბარე წულუკიძისამ, ევ. კიკიანმა, ვ. სურგულაძემ, ნ. სურგულაძემ, კ. ჭყონიამ და ა. გეგეჭკორმა ნიგოითის სამკითხველოს წიგნები შესწირეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პავლე ჩუდეცკი თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ახალციხესა და ახალქალაქში მოგროვებული 23. 36 მანეთი გადასცა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სინოდს მოეწონა არისტო ვასილის ძე ქუთათელაძის მიერ შედგენილი „ქართული გრამატიკა“ და სასულიერო სასწავლებლებსა და სემინარიებში ამ გრამატიკის სწავლება გადაწყვიტა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ალექსანდრე მერაბის ძე ლორთქიფანიძე, მიხეილ ლევანის ძე ლორთქიფანიძე, დავით ექვთიმეს ძე ლორთქიფანიძე, დიმიტრი დავითის ძე ლორთქიფანიძე, აბესალომ ლორთქიფანიძე, ტარასი დავითის ძე მამალაძე, ილია მანდარია და არიმონ მარჯანიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ. 1913 წლის საწევრო 3-3 მანეთი ყველას ჰქონდა გადახდილი.