რეგისტრირებული ფაქტები81928
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ელენე მახარაძე, ოლღა გრიგოლის ასული მგელაძე, ნინო მგელაძე, დავით მდივანი, ილია მესხი, ნესტორ ლევანის ძე მესხი, გიორგი მეიფარიანი, პროკლე ილიას ძე მილორავა და პავლე მეფისაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ. 1913 წლის საწევრო 3-3 მანეთი ყველას გადახდილი ჰქონდა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ვასილ ალექსანდრეს ძე მასხულია, მიხეილ მასხულია, ზაქარია კონსტანტინეს ძე მაჭავარიანი, თამარ გიორგის ასული მაჭავარიანი, ვლადიმერ მაჭარაშვილი, ანა მარჯანოვი, კორნელი ლუკას ძე მაღრაძე და ქეთევან მაჩაბელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ. 1913 წლის საწევრო 3-3 მანეთი ყველას ჰქონდა გადახდილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მე-12 სხდომას დაესწრნენ: ვალერიან ლორთქიფანიძე, დავით კარიჭაშვილი, და გრიგოლ ყიფშიძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მე-12 სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი და სხვ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის მარტში ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ალექსანდრე კვერკველაძეს წიგნის დაბეჭდვაზე უარი უთხრა. მიზეზად უსახსრობა დასახელდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველიდან 20 მარტამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემოსავალი 3442.95 მანეთი იყო, ხარჯი კი — 2482.90 მანეთი. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 მარტს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. პირველიდან ოც მარტამდე საზოგადოებას ნაღდი ფულით — 4015.82, ქაღალდებით კი 11531.11 მანეთი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 მარტს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის 10374.18 მანეთი ჰქონდა განსაზღვრული, სათადარიგოდ — 8855.95, წიგნებისთვის კი — 1181.58 მანეთი .
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტამბოლიდან დაბრუნდა დიმიტრი ბაქრაძე, რომელმაც ბათუმის მაზრის საადგილმამულო საბუთები ჩამოიტანა.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წლის 5 აგვისტოს ქუთაისის ოლქის სასამართლოს დარბაზში უნდა გაეყიდათ ეკატერინე სიმონის ასული ერისთავის მამული, რომელიც სოფელ ჩოხატაურში მდებარეობდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 მაისს ექვთიმე ხელაძემ ალექსანდრე ოქროპირიძეს შიომღვიმის მონასტრიდან მიმართა და საეკლესიო მოღვაწეობის 35 წლისთავი მიულოცა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შავი ქვის წარმოება პირველად აკაკი წერეთელმა დაიწყო.
1896
ტიპი: ორგანიზაცია
1896 წელს დიონისე თავდიშვილი, მიხეილ ჟოჟიკაიშვილი, კონსტანტინე კალანდარიშვილი, გიგო ხალვაში, რაფიელ მგელაძე, გიგო მშვიდობაძე და გერასიმე ჟოჟიკაიშვილი ნიგოითის სამკითხველოს წევრები იყვნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ა. ორმოცაძემ, ი. ქორიძემ, მ. ორმოცაძემ, კ. ართმელაძემ, ი. ნიკოლაიშვილმა, დ. ნარსიამ, კონსტანტინე ჩითანის ძე თავართქილაძემ და ა. მიქელაიშვილმა ნიგოითის სამკითხველოს წიგნები შესწირეს.
1896
ტიპი: ორგანიზაცია
1896 წელს მასიკო აროშიძე, დიმიტრი კალანდარიშვილი, თარხან ორმოცაძე, ექვთიმე ჟოჟიკაიშვილი, პავლე სამსონია და გაბრიელ სამსონია ნიგოითის სამკითხველოს წევრები იყვნენ.
1896
ტიპი: ორგანიზაცია
1896 წელს მოსე ფირცხალაიშვილი, ბესარიონ თავდიშვილი, მათე გორგილაძე, ირაკლი ართმელაძე, კონსტანტინე ნარსია და სოფრომ თავდიშვილი ნიგოითის სამკითხველოს წევრები იყვნენ.
1896
ტიპი: ორგანიზაცია
1896 წელს პროკოფი ფირცხალაიშვილი, ბესარიონ ასკურავა, ლევან გოგუაძე, ერმალაოზ ორმოცაძე, ესტატე მშვიდობაძე და მოსე წულაძე ნიგოითის სამკითხველოს წევრები იყვნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 14 ნოემბრის „ცნობის ფურცელში“ ნიგოითის სამკითხველოს დამაარსებელმა დიმიტრი მაჭუტაძემ სამკითხველოსთვის წიგნებისა და ფულის შემწირველებს მადლობა გადაუხადა. კ. კიკიანის, დიმიტრი კალანდარიშვილის, მ. ორმოცაძისა და გერასიმე ჟოჟიკაიშვილის მიმართ მაჭუტაძემ განსაკუთრებული მადლიერება გამოთქვა.