რეგისტრირებული ფაქტები87608
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ ივანეს ძე ლეონიძემ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას სურათები შესწირა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს სტეფანე ივანეს ძე ბეთანოვი ახალციხეში ქვითკირის ორსართულიან და ერთსართულიან სახლებს ფლობდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო სტეფანე ივანეს ძე ბეთანოვის აპირებდა ახალციხეში მდებარე უძრავი ქონების, ორსართულიანი და ერთსართულიანი სახლების ავეჯიანად საჯაროდ გაყიდვას.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს პეტრე ნაკაშიძე ქუთაისის თავადაზნაურობამ გუბერნიის მარშლად აირჩია, მაგრამ მთავრობამ თანამდებობაზე არ დაამტკიცა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ალექსანდრე ზაქარიას ძე გაბაევს თბილისში, მალაკნების ქუჩაზე (№4), ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 20 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო სპიროვისას მოპარული ფულის შენახვა ედებოდა ბრალად.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 26 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკავის სომხურ ეკლესიაში მიხეილ ტარიელის ძე ლორის მელიქოვის პარაკლისი გადაიხადეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძემ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას 10 მანეთი შესწირა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 24 აპრილს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-16 სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე თავმჯდომარეობდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუხაძემ სოფელ ღანირის მოსახლეობას სკოლისთვის თავისი შენობა დაუთმო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-19 სასწავლო წელს გერასიმე გაგაევი სამცხე-ჯავახეთის მხარის სოფელ რუსთავის ახალგახსნილი სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-19 სასწავლო წელს ვასილ ხაბურზანია სამცხე-ჯავახეთის მხარის სოფ. კორტანეთის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-19 სასწავლო წელს სამცხე-ჯავახეთის მხარის სოფელ ნეძვის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა ვასილ ხარშილავა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-19 სასწავლო წელს სამცხე-ჯავახეთის მხარის სოფელ ყვიბისის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა ვასილ ბაჯელიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-19 სასწავლო წელს სამცხე-ჯავახეთის მხარის სოფელ ჭობისხევის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა ივანე გედევანიძე, გორის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ ფხვენისის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა ანა სიმონიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ სვენეთის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა ლუარსაბ შატბერაშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ სასირეთის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა ლავრენტი ბარნაბიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 სასწავლო წელს აშხენ ჯანიბახჩიევა გორის მაზრის სოფელ აბისის ახალგახსნილი სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.

