საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87608

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, გიორგი სხირტლაძის მიერ მოწყობილ ბანკის საზაფხულო ბაღში ხშირად იმართებოდა თავშესაქცევი და კულტურული ღონისძიებები.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, დაბა ყვირილაში ილია მაღლაკელიძე სურათებიან ფოსტის ქაღალდს შეღავათიან ფასად ყიდდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მიხეილ გაჩეჩილაძე სურათებიან ფოსტის ქაღალდს ბათუმში შეღავათიან ფასად ყიდდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო აპირებდა იოსებ დავითის ძე გაბაევის თბილისში, ოლგას ქუჩაზე, მდებარე ქვითკირის ორსართულიანი სახლის, ორსართულიანი ფლიგელის, სარდაფითა და მიწის ნაკვეთის საჯაროდ გაყიდვას.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნინო ალექსანდრეს ასულ ერისთავისას ნიკოლოზის ქუჩაზე ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ნ. კ. მაკარაშვილი სოფელ კონდოლის სანერგის გამგე იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ქვემო სურების კერძო სკოლის წიგნსაცავს გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანმა 17 ქართული წიგნი შესწირა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ქუთაისში იაგორ ბატურინი ფერშლად მუშაობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 23 იანვარს ქუთაისში მარიამ სიმონის ასულ ღოღობერიძეს 603 მანეთის ღირებულების ვერცხლისა და ოქროს ნივთები მოჰპარეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 22 იანვარს ქუთაისის დრამატულ დასში წარმოადგინეს ნიკოლოზ ზაალის ძე ბადრიძის მიერ ფრანგულიდან გადმოთარგმნილი პიესა „უკანონო შობილი“.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 14 იანვარს ავალიშვილი თელავის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებლის ფანჯრიდან გადმოვარდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ზელნიცკი თელავის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებელში ექიმად მუშაობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს სტეფანე სილიავინი ჯარისკაცი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში გადასახადის გადაუხდელობის გამო თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი ბესარიონ გაბრიელის ძე თავდგირიძის გორში მდებარე ქვითკირის ორი ერთსართულიანი სახლის, ფურნის, ბაღისა და მიწის ნაკვეთის საჯაროდ გაყიდვას აპირებდა.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წელს ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის მმართველობის წევრი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს იოანე ალექსეევი კავკასიის ერთ-ერთი სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი იყო.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წლის 26 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, უწმინდესმა სინოდმა კავკასიის სასულიერო სასწავლებლების წესდების შესაცვლელად კომისია დააარსა, რომლის წევრადაც იოანე ალექსეევი მიიწვია.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში გადასახადის გადაუხდელობის გამო თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი პეტრე ალექსის ძე ოპოჩინინის სოლოლაკში მდებარე ქვითკირის სამსართულიანი სახლის ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით საჯაროდ გაყიდვას აპირებდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ალექსანდრე ივანეს ძე ნაზაროვს თბილისში, ვორონცოვის ქუჩაზე, ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ამბარცუმ და არუთინ ადამის ძე მარქაროვებს ერევანში, თაფაბაშინის უბანში, ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდათ ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში გადასახადის გადაუხდელობის გამო თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გრიგოლ ივანეს ძე ბერიძის არსენალის აღმართზე (№13) მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს ფლიგელით, ფურნითა და მიწის ნაკვეთით საჯაროდ ყიდდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ერევანში, თაფაბაშინის უბანში, მდებარე იამბარცუმ და არუთინ ადამის ძე მარქაროვების ქვითკირის ორსართულიან სახლს ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გრიგოლ და თომა სტეფანეს ძე ტერ-დავიდიანცების ერევანში, დემირბულაღის უბანში, მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს სარდაფით, დუქნითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა თებრონია გიორგის ასულ ანდრონიკოვის სიღნაღში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მიხეილ ემილიანის ძე წერეთლის თბილისში, ლუარსაბის ქუჩაზე, მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.