საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87608

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ივნისს ზუგდიდის მაზრის უფროსმა ლავროვმა ზუგიდიდის ბიბლიოთეკის გამგეს ლევან ივანეს ძე ჩიჩუას შეატყობინა, რომ მან, ვერ მიიღო რა პასუხი ბიბლიოთეკის არაკანონიერი გზით არჩეული კომიტეტის თაობაზე, პირადად გამოიძია ეს საკითხი. ლავროვი დარწმუნებულა იმაში, რომ კომიტეტის არჩეული პირები, პატარაია, კედია და გეგელია, არავის დაუმტკიცებია ამ თანამდებობაზე. შედეგად, ლავროვს გაუცია განკარგულება ადგილობრივი მმართველობის სახელზე, კომიტეტის გაუქმებასთან დაკავშირებით, ხოლო ბიბლიოთეკის საქმიანობის წარმართვა ჩიჩუასთან ერთად უნდა ეთავა ქუთაისის გუბერნატორის მიერ დამტკიცებულ სამშენებლო კომიტეტს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ივნისს ზუგდიდის მაზრის უფროსმა ლავროვმა ზუგიდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუას გაუგზავნა წერილი. დოკუმენტის თანახმად, ლავროვისთვის ცნობილი გამხდარა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის მოღვაწეობას ხელმძღვანელობდა არაკანონიერი გზით არჩეული კომიტეტი, რომელიც არავის დაუმტკიცებია. ლავროვმა სთხოვა ჩიჩუას ეცნობებინა მისთვის შემდეგი: ვინ აირჩია კომიტეტი, ჩატარდა თუ არა არჩევნები საზოგადოების წესდების გათვალისწინებით, ვინ დაამტკიცა კომიტეტის კანონიერება და ვინ მისცა კომიტეტს უფლება შესდგომოდა საქმიანობას ქუთაისის გუბერნატორის მიერ დამტკიცებული სამშენებლო კომიტეტის ნებართვის გარეშე.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 25 ივნისს სოფ. იანეთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი სპირიდონ ბესარიონის ძე კოხრეიძე გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუამ შეატყობინა, რომ კრებამ აირჩია ბიბლიოთეკის გამგეობის წევრები: ანა პატარაია, ნინა გეგელია, ეკატერინე კედია, იასონ მუჯირი და ნიკოლოზ ბერიძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას სოხუმის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ გუდაუთის განყოფილების წევრ-კანდიდატთა ნამდვილ წევრებად მიღება დაგვიანდა, იმ მიზეზით, რომ 24 ივნისამდე ვერ მოხერხდა საზოგადო კრების ჩატარება. დოკუმენტს ხელს აწერენ სოხუმის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ ნიკოლოზის ასული ანჩაბაძისა და მდივანი ნიკო ჯანაშია.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას სოხუმის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ დაბა გუდაუთაში საზოგადოების განყოფილების გახსნის „პროტოკოლზე“ ხელი მოაწერა საზოგადოების წევრმა ნიკოლოზ გულივერდაშვილმა. დოკუმენტს ხელს აწერენ სოხუმის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ ნიკოლოზის ასული ანჩაბაძისა და მდივანი ნიკო ჯანაშია.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას სოხუმის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ დაბა გუდაუთაში საზოგადოების განყოფილების გახსნის „პროტოკოლზე“ ხელისმომწერთაგან ორნი, ელენე და დიმიტრი ნადარეიშვილები სოხუმის განყოფილების წევრები იყვნენ. დოკუმენტს ხელს აწერენ სოხუმის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ ნიკოლოზის ასული ანჩაბაძისა და მდივანი ნიკო ჯანაშია.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სოხუმის განყოფილების გამგეობამ სთხოვა, დაეჩქარებინა დაბა გუდაუთაში განყოფილების გახსნის ნებართვის აღება. ეს საშუალებას მისცემდა გუდაუთელ ქართველებს, იმ წლის სექტემბერშივე გაეხსნათ გუდაუთაში სკოლა. დოკუმენტს ხელს აწერენ სოხუმის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ ნიკოლოზის ასული ანჩაბაძისა და მდივანი ნიკო ჯანაშია.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას სოხუმის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა გუდაუთელ ქართველთა თხოვნა-პროტოკოლი სოხუმის ოლქის დაბა გუდაუთაში საზოგადოების განყოფილების გახსნის შესახებ. დოკუმენტს ხელს აწერენ სოხუმის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ ნიკოლოზის ასული ანჩაბაძისა და მდივანი ნიკო ჯანაშია.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუამ გაუგზავნა ორი შვიდკაპიკიანი მარკა საპასუხო წერილისთვის.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუამ გაუგზავნა ზუგდიდის ადმინისტრაციის მოთხოვნების ასლები. ეს მოთხოვნები ეხებოდა დაბა ზუგდიდში ბიბლიოთეკა-სამკითხველოს მოღვაწეობას.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუამ სთხოვა ზუგდიდის ბიბლიოთეკის გახსნასთან დაკავშირებით ჩატარებული კრების ოქმის დამტკიცება და ამის შესახებ ზუგდიდელებისთვის ცნობის მიწოდება. ეს აუცილებელი იყო, რადგან ბიბლიოთეკის საქმეებში ადგილობრივი ადმინისტრაცია ჩარეულა და მისი მოღვაწეობა შეუფერხებია.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუამ შეატყობინა, რომ შედგა სია წევრებისა, ვინც შეიტანა თითო მანეთი საწევროს სახით.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუამ მოახსენა, რომ იმ წლის 6 მაისს აკურთხეს ზუგდიდის ბიბლიოთეკა-სამკითხველო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ ალექსანდრე მდივნის დავალებით, ლუარსაბ ბოცვაძემ და გრიგოლ ბურჭულაძემ გადაამოწმეს ქართული რვეულების მოწოდების პირობები და დიტიატკოვსკის ამხანაგობას დაავალეს რვეულების დამზადება.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ფხვენისის სამრევლო სკოლის მზრუნველმა ვასილ ზედგინიძემ, რომ ესაჭიროებოდათ წიგნები სკოლის ბიბლიოთეკისათვის. გამგეობამ მათ ერთი თუმნის წიგნები გაუგზავნა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 ივლისის ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მოხსენების მიხედვით, 2 ივლისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობამ მას შემწეობის სახით 5000 მანეთი გადასცა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე და გრიგოლ რცხილაძე; სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ უნდა შეეძინათ 40 ცალი „ისტორია კათალიკოსობისა“ და 20 „პასუხად სომეხ მწერლებს“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ირაკლი თაზიშვილმა, რომ მეტეხის ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნათ საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნები. გამგეობამ მეტეხის ბიბლიოთეკას 1 თუმნის წიგნები გაუგზავნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 ივლისს ვლადიმერ ორჯონიკიძემ, აკაკი ფაღავამ და იოსებ გოგოლაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას ერთი წლით სტიპენდიის გაგრძელების თხოვნით მიმართეს. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს. სხდომაზე ასევე წარადგინეს ცნობა, რომ გამგეობის 1912 წლის 14 თებერვლის დადგენილებით ამ პირებს სტიპენდია პირველ ივლისამდე გაუგრძელდებოდათ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დამამთავრებელი კურსის სტუდენტმა და საზოგადოების სტიპენდიატმა თამარ ხარაბაძემ გამგეობას სთხოვა გაეგზავნათ მისთვის საგზაოდ 15 მანეთი, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განუცხადა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა მეტეხის ბიბლიოთეკის გამგე ირაკლი თაზიშვილმა, რომ მეტეხის ბიბლიოთეკისთვის ეწოდებინათ: „ბიბლიოთეკა-სამკითხველო მიხეილ გიორგის ძე თუხარლიშვილისა“, რომლის მემკვიდრეები მზად იყვნენ ბიბლიოთეკისთვის შემოეწირათ 300 მანეთი და ასევე რუსული და ქართული წიგნები. გამგეობამ შემოწირულობისთვის თუხარლიშვილის მემკვიდრეებს მადლობა გამოუცხადა, ბიბლიოთეკისთვის სახელის შეცვლაზე კი უარი განუცხადა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განაცხადეს, რომ აღალო თუთაევის შვილმა, დავითმა დიდუბის ბიბლიოთეკას შესწირა მამის ლიტერატურული ნაწარმოებები და თავის სახლში 5 წლით უფასოდ დაუთმო ადგილი დიდუბის ბიბლიოთეკას, ასევე გამგეობას შესთავაზა, ეს ბიბლიოთეკა გამხდარიყო აღალო თუთაევის სახელობისა, რაზეც გამგეობამ უარი უთხრა, ხოლო შემოწირულობისთვის მადლობა წერილობით გაუგზავნა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ მღვდელ მელიტონ კელენჯერიძეს შეკრებილი ჰქონდა სახალხო ზეპირსიტყვიერების დიდძალი მასალა, რომელსაც დასაბეჭდად გადასცემდა გამგეობას შემდეგი პირობით, თუ მას მოიხსენიებდნენ როგორც რედაქტორსა და შემკრებ-დამამუშავებელ პიროვნებას და ასევე მთელი მასალა ერთად უნდა შეეძინა გამგეობას 400-500 მანეთად. გამგეობამ განაცხადა, რომ მზად იყვნენ შეეძინათ არსებული მასალა, მაგრამ სურდათ ჯერ შეემოწმებინათ და შემდეგ მოლაპარაკებოდნენ მ. კელენჯერიძეს შეძენის პირობებზე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა იასონ კერესელიძემ, რომ გადაეცათ მისთვის წიგნები მაჰმადიან ქართველებისთვის დასარიგებლად, რაზედაც გამგეობამ უარი განაცხადა.