რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1912
ტიპი: მფლობელობა
1912 წლის 23 მარტს ა. იორდანოვის სახელზე გამოწერილი ქვითრის თანახმად, ვასილ სერგის ძე ეგიაზაროვის მაღაზიაში სამშენებლო იარაღებისა და დეტალების – ამერიკული ბურღები, ლითონის კბილაკები, ყრუ ჭანჭიკები, მავთულები – შეძენა 104 მანეთი და 02 კაპიკი დაჯდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
თბილისის სახაზინო პალატის ოფიციალური შეტყობინების თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 1912 წლის 29 მარტს ხაზინაში შეუტანია 72 მანეთი – იაკობ გოგებაშვილის ანდერძის სამემკვიდრეო ბაჟი (ხელმომწერი – სტოლონაჩალნიკი კირაკოზოვი).
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ბორჯომის განყოფილების 29 იანვრის არჩევნები წესდების დარღვევის გამო გააუქმა. ახალი არჩევნები 15 აპრილს დაინიშნა.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 30 მარტს ხრეითის წმ. გიორგის (ზეციხის უბნის) ეკლესიის მღვდელი მიხეილ ასლანის ძე ჯაფარიძე გარდაიცვალა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 31 მარტს ვასილ ეგიაზაროვს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის მშენებლობისთვის საჭირო მასალაში 80 მანეთი გადაუხადეს, გადასახდელი დარჩათ 24. 02 მანეთი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის აპრილში მწერალმა და ჟურნალისტმა აკაკი პაპავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებაში საჯარო ლექცია წაიკითხა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის აპრილში ორიენტალისტმა იოსებ ალექსის ძე ყიფშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებაში წაიკითხა ლექცია „მეგრული ენა და მისი შესწავლის ისტორია“.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის აპრილში ექიმმა სლოვკინმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებაში ციების შესახებ ლექცია წაიკითხა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა არ შედგა. ოქმს ხელს აწერენ: ალექსანდრე მდივანი, შიო დედაბრიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, სერგი გორგაძე და ლუარსაბ ბოცვაძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 2 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გომარეთის სკოლის მასწავლებლის კოტე სეხნიაშვილის მოხსენება მეორე მასწავლებლის მოწვევის შესახებ. საკითხს თან ერთვის ცნობა იმის შესახებ, რომ იმ დროისთვის სკოლაში ერთი განყოფილება ფუნქციონირებდა, სადაც სულ 42 მოსწავლე სწავლობდა, ასევე სკოლაზე გამგეობა წელიწადში ხარჯავდა 470 მანეთს, ხოლო სოფლელები სკოლას შეშითა და მოსამსახურის დახმარებით უზრუნველყოფდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა არტურ ლაისტმა, რომ დახმარება დაენიშნათ ახალგაზრდა პოეტ ალექსანდრე შანშიაშვილისთვის, რომელიც ცხოვრობდა ბერნში და სწავლობდა გერმანულ ენას. მისივე გადმოცემით შანშიაშვილს სურდა გერმანულ ენაზე დაწერილი პოეზიის თარგმნა ქართულად. გამგეობას ლაისტის თხოვნა არ განუხილავს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, შიო დედაბრიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, სერგი გორგაძე და ლუარსაბ ბოცვაძე წარმოადგინეს 19, 20 და 21 მარტის საერთო კრების ოქმები, რომლებიც გამგეობას არ განუხილავს.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 2 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძემ განაცხადა, რომ სურვილი ჰქონდა მიეღოთ საზოგადოების მუდმივ წევრად და რადგანაც არ ჰქონდა ნაღდი ფული, წევრობის საფასურად გამგეობას 6 თუმნის წიგნები შესთავაზა. გამგეობას ი. მერკვილაძის თხოვნა არ განუხილავს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, შიო დედაბრიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, სერგი გორგაძე და ლუარსაბ ბოცვაძე; გამგეობას თბილისის სახალხო სკოლების დირექტორმა შეატყობინა, რომ ის საჭიროდ არ თვლიდა სოფელ შრომაში გაეხსნათ საზოგადოების სკოლა, რადგან ამ სოფლის ყრილობის დადგენილების თანახმად იქ უნდა გახსნილიყო სამინისტრო სასწავლებელი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ გამგეობამ გამოსცა ალექსანდრე ხახანაშვილის თხზულების „ქართული სიტყვიერების ისტორია მე-XIX საუკუნის“ პირველი ტომი, რომლის დაბეჭდვის დროს ავტორმა გამგეობას სთხოვა გრიგოლ ყიფშიძისთვის მიენდოთ თხზულების გადამოწმება, ხოლო 20 დეკემბრის დადგენილების თანახმად ის შესამოწმებლად გადაეცა იპოლიტე ვართაგავას.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა და დავით კარიჭაშვილი წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ლი იანვრიდან 5 აპრილამდე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეჩვიდმეტე სხდომა ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა და დავით კარიჭაშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა და დავით კარიჭაშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს 19, 20 და 21 მარტის განყოფილებათა წარმომადგენლების დასწრებით შემდგარი კრების ოქმები, რომელთა განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ჩხარის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გამგე ნინო გოგოლაშვილმა, რომ დახმარებოდნენ წიგნებით. გამგეობამ ყვარლის განყოფილებას სთხოვა გაეგზავნათ წიგნები ჩხარის ბიბლიოთეკისთვის, ხოლო თუ ვერ შეძლებდნენ წიგნების გაგზავნას, საზოგადოებისთვის უნდა გაეგზავნათ ცნობები ჩხარის ბიბლიოთეკის შესახებ.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძემ განაცხადა, რომ სურვილი ჰქონდა მიეღოთ საზოგადოების მუდმივ წევრად და რადგანაც არ ჰქონდა ნაღდი ფული, წევრობის საფასურად გამგეობას 6 თუმნის წიგნები შესთავაზა. გამგეობამ ი. მერკვილაძის შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ მადლობა გამოუცხადა პეტრე ფრიდონოვს 250 მანეთის შემოწირულობისთვის, რომლითაც ილიას ფონდიდან აღებული ვალის დაფარვა შეძლეს.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა საგურამოს მამულის 1911 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში და ასევე 1912 წლის მოსალოდნელი შემოსავალ-გასავლის ანგარიშიც. გამგეობამ ა. ყიფშიძის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის გადამოწმება შიო დედაბრიშვილს დაავალა.

