საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87608

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 28 აგვისტოს სიღნაღის რაიონის სოფელ მელაანის მღვდელი პეტრე ნიკოლოზის ძე დარბაისელი-დავითაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ადგილობრივი მემამულეების მიერ ბაკურციხის ტერიტორიის რუსებზე მიყიდვის შესახებ ატყობინებს და ქართული სკოლის გახსნის მოთხოვნით 200 ხელმოწერას აგზავნის.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 31 აგვისტოდან ვლადიმერ გაჩეჩილაძე დაინიშნა ახალციხის ვაჟთა პროგიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად.

1912

ტიპი: თანამდებობა

ბარბარე გიორგის ასული ამბრიევა იყო თბილისის II კომერციული სასწავლებლის ბუნების ისტორიისა და საქონელმცოდნეობის მასწავლებელი 1912 წლის 1-ლი სექტემბრიდან. მისი ხელფასი შედგენდა 3 148 მანეთს.

1912

ტიპი: თანამდებობა

პარმენ ალექსანდრეს ძე გოთუა 1912 წლის 1-ელი სექტემბრიდან თბილისის II კომერციული სასწავლებლის ისტორიის პედაგოგი იყო და მისი ხელფასი შედგენდა 220 მანეთს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 1-ელი სექტემბრიდან ლეონიდ ალექსანდრეს ძე კოზლოვსკი თბილისის II კომერციული სასწავლებლის ფიზიკის მასწავლებელი იყო. მისი ხელფასი 660 მანეთს შეადგენდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

პიღასი ივანეს ასული აბდუშელიშვილის ნამსახურეობის სიაში წერია, რომ პიღასი აბდუშელიშვილი ქუთაისის სახალხო ინსპექტორის განკარგულებით დანიშნული იყო სადმელის სასწავლებლის პედაგოგად 1912 წლის 1-ელი სექტემბრიდან. ნამსახურეობის პირის დედანთან სისწორეს ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით ამოწმებენ გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე და საქმისმწარმოებელი ვლადიმერ აბაშიძე.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 1-ლ სექტემბერს თამარ ბებურიშვილმა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა პეტრაშევის კომერციულ სასწავლებელში.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 1-ელ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 8 აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 1-ლ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გომარეთის სკოლის მასწავლებლის მოხსენება, რომ სკოლა ცუდ მდგომარეობაში იყო და 20 თუმნით დახმარება სჭირდებოდა. გამგეობამ გომარეთის სკოლის საკითხის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 1-ელ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გერგეთის სკოლის მასწავლებლის თხოვნა, რომ სკოლისთვის ესაჭიროებოდათ 82 მანეთის სახელმძღვანელოები. თხოვნას თან ერთვის ცნობა, რომ სახელმძღვანელოებისა და ხელსაწყო ნივთებისთვის გამგეობას გადადებული ჰქონდა 50 მანეთი, თუმცა მათი თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადეს. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 1-ელ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ 1912 წლის მარტში გამგეობისთვის მიუმართავს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორს ხელთუბანში სკოლის შენობის გადაცემის თაობაზე, რაზედაც გამგეობას განუცხადებია, რომ მხოლოდ საზოგადო კრების თანახმად იყო შესაძლებელი ქონების გაცემა. საზოგადო კრების ჩატარების შემდეგ თავად მისულა კანცელარიაში და უკითხავს თავისი თხოვნის პასუხი, რაზედაც უთქვამთ, რომ ქონების გაცემის უფლება საზოგადოებას არ ჰქონდა. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 1-ელ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების მესამე რაიონის ინსპექტორის წერილი, რომ შემოდგომაზე აპირებდა სკოლის გახსნას სოფელ ხელთუბანში და გამგეობას სთხოვდა 3-4 წლით დაეთმო მათთვის ყოფილი ქართული სკოლის შენობა, სანამ ახალ შენობას ააგებდა. გამგეობამ საკითხის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 1-ელ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ ატენის სკოლაში მუშაობის სურვილი გამოთქვა ორმა ქალბატონმა, რაზედაც გამგეობამ განაცხადა, რომ სანამ გიორგიწმინდის სკოლის საქმეს არ გადაწყვეტდნენ, მანამდე გადაედოთ ატენის სკოლის საქმე. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 1-ელ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ ყალამშის სკოლაში მუშაობის სურვილი გამოთქვა გრიგოლ მაჭავარიანმა, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განუცხადა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 1-ელ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ საბურთალოს სკოლაში მუშაობის სურვილი გამოთქვა 8 ქალმა. გამგეობამ დაადგინა, რომ სკოლისთვის საჭირო თანხის უქონლობის გამო გადაედოთ მაწავლებელთა არჩევა. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 1-ელ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა მ. გაჩეჩილაძემ, რომ განეახლებინათ მისთვის 250 მანეთის კრედიტი. გამგეობამ მ. გაჩეჩილაძის თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 1-ლ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს მოსკოვის მეცნიერებისა და ხელოვნების ქართველთა საზოგადოების თხოვნა, რომ გამგეობას 150 მანეთის წიგნები გაეგზავნა. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ლ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ლუარსაბ ბოცვაძემ მოხსენებაში აღნიშნა, რომ გამგეობა სენაკის სკოლის გამგეს, დომენტი ოყროშიძეს ფულით უნდა დახმარებოდა. გამგეობამ მისი შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ელ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა სენაკის მაზრის მცხოვრებმა მოვაჭრე იოსებ ივანეს ძე კომახიძემ, რომ ნისიად გაეგზავნათ მისთვის 10 თუმნის წიგნები. გამგეობამ ლუარსაბ ბოცვაძეს დაავალა გაერკვია იყო თუ არა ი. კომახიძე სანდო პიროვნება და შემდეგ გაეგზავნათ მისთვის მოთხოვნილი წიგნები.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ელ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, რომ ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის სტიპენდია დაენიშნათ დავით ჩიქოვანისთვის თუ, ის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში მოეწყობოდა და ასევე სტიპენდიის გაცემა განისაზღვრებოდა იმ გარემოებით, სწავლის რამდენი კურსი იქნებოდა დ. ჩოქოვანის მიერ არჩეული.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ელ სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთვრამეტე სხდომა ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, შალვა მიქელაძე, გრიგოლ რცხილაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, იპოლიტე ვართაგავა და ფილიპე მგელაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ბურჭულაძემ „რუსკოე სლოვოს“ დაბეჭდვის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, წიგნი დაესტამბათ შეთანხმებული პირობების თანახმად, ხოლო გამოცემისთვის თვალ-ყური ედევნებინა ლუარსაბ ბოცვაძეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 1-ლ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ მ. გაჩეჩილაძისთვის კრედიტის გახსნის საკითხი გამგეობამ განიხილა 16 აგვისტოს და დაადგინა, რომ მ. გაჩეჩილაძეს განემარტა თუ რისთვის სჭირდებოდა 250 მანეთის წიგნები, პასუხად მას განუცხადებია, რომ სავაჭრო მაღაზია არ ჰქოდნა და ისე სურდა წიგნების გაყიდვა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ წიგნების ანგარიშში გრიგოლ ყიფშიძეს 25 მანეთი გადასცა, ვლადიმერ ნემსაძეს – 200, გადაიხადეს საზოგადოების სხვადასხვა ხარჯიც, რამაც ჯამში 521. 44 მანეთი შეადგინა.

1912

ტიპი: ავტორობა

კიევის კომერციული ინსტიტუტის II კურსის სტუდენტმა იოსებ გიორგის ძე ირემაშვილმა 1912 წლის 1-ელ სექტემბერს თხოვნით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობასა და იაკობ გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებელთ, რომ თუ სტიპენდიას ვერ დაუნიშნავდნენ, იქნებ განსვენებულის უკანასკნელი სურვილის აღსრულება მაინც მოხერხებულიყო და იაკობ გოგებაშვილის მიერ სიტყვიერად ნაანდერძევი 300 მანეთით დახმარებოდნენ – მოანდერძის წიგნების მოგებიდან ერთიანად თუ არა, ნაწილ-ნაწილ მაინც გადაერიცხათ.