საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87608

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გრიგოლ სარიბეგის ძე ქალანთაროვს შუშაში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორსართულიანი ფლიგელით, თავლითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში გადასახადის გადაუხდელობის გამო თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი საჯაროდ ყიდდა გრიგოლ სკანდარის ძე თანდოევისა და სალომე შერმაზანის ასულ თანდოევის ნავთლუღში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს ფლიგელით, ბაღითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გრიგოლ სარიბეგის ძე ქალანთაროვის შუშაში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს ორსართულიანი ფლიგელით, თავლითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბოღდანოვი ბათუმის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მირზა-მაჰმედ-ალი-ჰაჯი-ჯაფარ-ოღლი სპარსეთის ქვეშევრდომი იყო.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კირაკოზოვს თელავში დუქანი ჰქონდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საზოგადოების კომიტეტის ღარიბ ბავშვთა შემწეობის წლიური ანგარიში, რომელსაც ხელს აწერენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, დიმიტრი ფავლენიშვილი, ივანე მაჩაბელი და ლევან ვაჩნაძე.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 31 მაისს გარდაიცვალა თბილისის ფოსტის მმართველი სტეფანე დავითის ძე ბეზირგანოვი.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის ივნისში ალექსი ჭიჭინაძე თბილისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ თბილისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა ალექსი ჭიჭინაძემ მადლობა გადაუხადა გიორგი ქართველიშვილს, რომელმაც სკოლას თავისი გამოცემული სურათებიანი „ვეფხისტყაოსანი“ შესწირა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე საყვარელიძე თბილისის პოლიციის მეოთხე ნაწილის მოხელე იყო.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის 14 აგვისტოს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ იუწყებოდა, რომ თბილისის პოლიციის მეოთხე ნაწილის მოხელე ივანე საყვარელიძე ბუხარის ემირმა ოქროს მედლით დააჯილდოვა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ ცნობით, კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი 13 აგვისტოს კოჯორში დაბრუნდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის მაისში სოფელ საღოლაშენში, სარდიონ ამირაჯიბის ოჯახში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ წარმოადგინეს ცაგარლის „ბაიყუში“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: ზაალ მაჩაბელმა, ლევან ციციშვილმა, აბელ და კოტე კალატოზიშვილებმა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 29 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრებაზე დააკმაყოფილეს ნატალია და პელაგია დედანაშვილების თხოვნა, ციმბირიდან დაებრუნებინათ მათი უსამართლოდ გადასახლებული მეუღლეები.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 29 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. ნადიოჟინისა ავლაბარში მდებარე თავშესაფარის ზედამხედველი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 29 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1-ელი ივნისიდან ავლაბარში ციმბირში გაგზავნილთა შვილებისთვის თავშესაფარი დაარსდებოდა, რომლის ზედამხედველი მ. ნადიოჟინისა იქნებოდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა პროფესორ იანჟულის სტატია „ლოთობა და იმის მავნებელი ზემოქმედება“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ალექსანდრე მამუჩაშვილს შეგირდის აყვანაზე უარი უთხრეს, შემწეობის სახით კი 20 მანეთი მისცეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის პირველ მაისს ალექსანდრე მამუჩაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ მისი ძმისწულის დაკრძალვისთვის საჭირო თანხა შემწეობის სახით მიეცათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის პირველ მაისს ალექსანდრე მამუჩაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ მისთვის შეგირდის აყვანის უფლება მიეცათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს ალექსანდრე მამუჩაშვილის მოხსენება სამეურნეო გამოფენაში მონაწილეობის შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით დავით, ივანე და ალექსანდრე სტეფანეს ძე ბეზირგანოვები, სოფიო სტეფანეს ასული ბეზირგანოვისა და პეტრე დავითის ძე ბეზირგანოვი ატყობინებენ ნათესავებსა და ნაცნობებს, რომ გარდაიცვალა სტეფანე დავითის ძე ბეზირგანოვი, რომელსაც 4 ივნისს დაკრძალავდნენ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელენე შიოს ასულ ჭედლიძის გორში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ელენე შიოს ასულ ჭედლიძეს გორში ჰქონდა ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ერთსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.