რეგისტრირებული ფაქტები87608
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელენე მიხეილის ასულ ტერიევის თბილისში, ოლგას ქუჩაზე, მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ელენე მიხეილის ასულ ტერიევისას თბილისში, ოლგას ქუჩაზე, ჰქონდა ქვითკირის ორსართულიანი სახლი სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში გადასახადის გადაუხდელობის გამო თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი საჯაროდ ყიდდა სვიმონ ივანეს ძე ყარაბეგოვის სოლოლაკში მდებარე ქვითკირის ორ ერთსართულიან სახლს სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში გადასახადის გადაუხდელობის გამო თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი საჯაროდ ყიდდა მიხეილ ივანეს ძე მაისურაძის თბილისში, ვარდის მოედანზე, მდებარე ქვითკირის ერთ ერთსართულიან და ერთ ორსართულიან სახლს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გაიოზ ბესარიონის ძე ძიმისტაროვის კუკიაზე მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს ერთსართულიანი ფლიგელით, სამი ერთსართულიანი მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში გადასახადის გადაუხდელობის გამო თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი საჯაროდ ყიდდა კარაპეტ გეურქას ძე მარკაროვის ბაქოში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს ორი ერთსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თელავში ს. ყულიჯანოვის დუქნიდან ნივთები მოიპარეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს ნინო თარხან-მოურავის თაოსნობით სოფ. ახალქალაქის სკოლის სასარგებლოდ წარმოდგენა გაიმართა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 28 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოჰანეზოვი დუქნების დარაჯად მუშაობდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 26 იანვარს გრიგოლ კარაპეტოვი და შაქარ ავაქოვი სოსიკო ახალკაციშვილის გაძარცვას აპირებდნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მარტიროს ყაზარის ძე ალხაზოვის თელავში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ აღმოსავლეთ კავკასიის ნავთ-მრეწველთა და ვაჭრების აქციონერთა საზოგადოების წარმომადგენელი ა. ლ. ბახტაძე გამგეობის სახელით ნავთის მყიდველთა საყურადღებოდ იუწყებოდა, საქართველო-სომხეთისთვის ნავთი, მაზუთი, ბენზინი და სხვადასხვა ზეთი იყიდებოდა საზოგადოების თბილისის კანტორაში, რუსთაველის პროსპექტი N30, ბინა 3, ასევე საწყობში, ბათუმის შესახვევი N3 .
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მირ-სეიდ-აბდულ-ახად-ხანი თბილისში იმყოფებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ გრიგოლის ძე სოლოღოვის განცხადება, რომ გორიდან მეჯვრისხევში ყოველდღე გადაადგილდებოდა მგზავრების გადასაყვანი ეტლი, რომელიც გორში იაკობ ეგნატაშვილის დუქანთან დაელოდებოდა მგზავრებს, ხოლო მეჯვრისხევში თიწალა მეჩითოვის დუქანთან.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე დავითის ძე ბეზირგანოვი სტეფანე ბეზირგანოვის ძმა იყო.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფია ბეზირგანოვი დავით, ივანე და ალექსანდრე ბეზირგანოვების და იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ა. ლ. ბახტაძე აღმოსავლეთ კავკასიის ნავთ-მრეწველთა და ვაჭრების აქციონერთა საზოგადოების წარმომადგენელი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 იანვარს, 21 საათზე, ქართულ კლუბში, საოჯახო საღამოზე, რუსული დრამის თეატრი „ტარტო“ წარმოადგენდა ორმოქმედებიან კომედიას „საბრალო ფედია“ და დიდ კონცერტს, რომელშიც მონაწილეობდნენ ალეშკო, ზელიონაია, იანსი, პოლიაევი და როგაჩევსკი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაში არსებობდა ნიკოლოზ ერისთავისა და ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის პრემიები.
1921
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 იანვარს ფოთის ნავსადგურის უფროსმა, ინჟინერმა გიორგი ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილმა დეპეშით აცნობა გზათა დეპარტამენტის დირექტორს, რომ გატაცებულ გემ „ჭოროხის“ ჩასაბარებლად გზავნიდა მის კომანდირ ცქიტიშვილს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ცქიტიშვილი იყო გემ „ჭოროხის“ კომანდირი.

