რეგისტრირებული ფაქტები87608
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების მეორე დღეს გამგეობის თავმჯდომარედ ილია ჭავჭავაძე აირჩიეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 29 მაისს ალექსანდრე ჭყონია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების თავმჯდომარე იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის ივნისში ქართული დრამატული საზოგადოება წარმოადგენდა ალექსანდრე მოჩხუბარიძის ხუთმოქმედებიან დრამას „ცოლი-მეუღლე“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: მარიამ საფაროვი, ნატალია გაბუნია-ცაგარლისა, ვასო აბაშიძე, კ. მ. მაქსიმიძე, კავთელი და სხვანი.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 22 იანვარს თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის კრებაზე ილია ზარაფიშვილმა გამგეობის წევრებს ამხანაგობის წესდების ქართულად დაბეჭდვა შესთავაზა. მისი სურვილი დააკმაყოფილეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ შენგელია, იოანე ქავჟარაძე და ბესარიონ გაბისონია სამურზაყანოს სამრევლო სკოლების გამგებლები იყვნენ.
1889
ტიპი: მფლობელობა
1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რასულ ბეგ საშაკოვს თბილისში დუქანი ჰქონდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან ვალერიან გუნიას შედგენილი „საქართველოს კალენდარი“ 9 შაურად იყიდებოდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ივანე მიხეილის ძე ფედოტოვის თბილისში მდებარე ქვითკირის ორ ორსართულიან და ერთ სამსართულიან სახლს სარდაფებითა და მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ იოსების ძე ხელაშვილი ბლაღოჩინი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ზაალის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს ორი წიგნი შესწირა.
1889
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1889 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტერბურგში მყოფი დავით იესეს ძე ჩუბინაშვილი ავად იყო.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ემანუელ იოჰანის ძე შვარცს თბილისში, მიხეილის ქუჩაზე, ქვითკირის სამი ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა პავლე ლუკას ძე მჭედლოვის ბათუმში მდებარე ორ ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს პავლე ლუკას ძე მჭედლოვს ბათუმში ორი ერთსართულიანი სახლი ჰქონდა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ემანუელ იოჰანის ძე შვარცის თბილისში, მიხეილის ქუჩაზე, მდებარე ქვითკირის სამ ერთსართულიან სახლს ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ლუკა გიორგის ძე მოდებაძის ბათუმში მდებარე ერთსართულიან სახლს სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ლუკა გიორგის ძე მოდებაძეს ბათუმში ერთსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეფემია კონსტანტინეს ასულ ჰასან-ჯალალოვის ბათუმში მდებარე ხის ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთიანად.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ეფემია კონსტანტინეს ასულ ჰასან-ჯალალოვისას ბათუმში ხის ერთსართულიანი სახლი ჰქონდა პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მიხეილ პავლეს ძე გენებაშვილს ჩუღურეთში ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდა პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა კონსტანტინე იაგორის ძე არუთინოვის სიღნაღში მდებარე ქვითკირის ორ ორსართულიან სახლს ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

