საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93566

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 15 ნოემბერს კავკავის ქართული სკოლის გამგე ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი ფილიალის გამგეობას წარუდგინა ვრცელი მოხსენება, რომელიც შეეხებოდა გამგეობისავე დავალებით მის მიერ ჩატარებულ სასკოლო ინვენტარიზაციას; დაწვრილებით აღწერა საქმის წარმოების გაცნობისას აღმოჩენილი უამრავი დარღვევა და აღნიშნა, რომ სვანეთის არცერთი მიყრუებული სოფლის სამმართველოში არ იქნებოდა კავკავის სკოლის მსგავსი სავალალო, აწეწილ-დაწეწილი მდგომარეობა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი ფილიალის გამგეობის კრებამ მოისმინა კავკავის ქართული სკოლის გამგე ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება სასკოლო საქმის წარმოებაში მის მიერ აღმოჩენილი მძიმე მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ მწუხარება გამოთქვა, რომ 1905-დან 1911 წლამდე ასეთი მძიმე მდგომარეობა იყო.

1911

ტიპი: განათლება

1905-1911 წწ-ში კავკავის ქართულ სკოლაში საქმის წარმოების გაცნობის შედეგების შესახებ მოხსენებაში ვარლამ ბურჯანაძე ერთ-ერთ დარღვევად ასახელებს ფურცლების ამოხევის ფაქტს ნიკო ცხვედაძის მიერ შემოწმებული კატალოგის წიგნიდან.

1911

ტიპი: განათლება

1911 წლის 15 ნოემბერს ფილიალის გამგეობისთვის წარდგენილ მოხსენებაში ვარლამ ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ინვენტარიზაციის დროს კავკავის ქართული სკოლის დარაჯმა – რომან პანასოვმა – ბევრი სასკოლო ნივთი (ხატები, სამზარეულოს მოწყობილობა, სამეურნეო იარაღები, მცენარეები და სხვა) თავის საკუთრებად გამოაცხადა, ხოლო მისი მეუღლე, ქ-ნი გაშა, სასწავლებლის შტემპელით სარგებლობდა და მეგობრებს კონტრამარკებს აძლევდა თეატრში საღამოებსა და წარმოდგენებზე დასასწრებად.

1911

ტიპი: გარდაცვალება

1911 წლის 18 ნოემბერს ქუთაისის ციხის „ჩორნი დვორში“ ჩამოახრჩვეს პორფილე პაიჭაძე და მისი რაზმის წევრები – ტრიფონ არაბიძე, კოლია ლორთქიფანიძე, ალექსანდრე სვანიძე, ისმაილ და სერაპიონ ჭუმბურიძეები.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოისმინა გიორგი ყაზბეგის მოხსენება, რომ 21 ნოემბრის სხდომაზე გიმნაზიის კომიტეტმა დაადგინა, წერა-კითხვის საზოგადოებასა და საისტორიო საზოგადოებას მუზეუმისა და ბიბლიოთეკის მოსათავსებლად დროებით გადასცემოდა ქართული გიმნაზიის ზედა სართულის ნახევარი და ქვედა სართულის ორი ოთახი. აღნიშნული ადგილის მოვლა წერა-კითხვის საზოგადოების გამგეობას და საისტორიო საზოგადოების საბჭოს დაევალა.

1911

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1911 წლის 25 ნოემბერს კიევის კომერციული ინსტიტუტის კავკასიური სათვისტომოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, სტუდენტი იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი სათვისტომოს მატერიალურად ყველაზე შეჭირვებული წევრი იყო: წვრილშვილის პატრონს არავინ ჰყავდა ხელის მომმართავი (ბეჭდითა და ხელმოწერებით ადასტურებენ სათვისტომოს თავმჯდომარე შალვა გოგებაშვილი და მდივანი გედეონ მეფარიშვილი).

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წელს გედეონ მეფარიშვილი კიევის კომერციული ინსტიტუტის კავკასიური სათვისტომოს მდივანი იყო.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წელს შალვა გოგებაშვილი კიევის კომერციული ინსტიტუტის კავკასიელთა სათვისტომოს თავმჯდომარე იყო, ცხოვრობდა მისამართზე: ტურგენევის ქ., სახლი №1, ბინა 19.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 2 დეკემბერს ქსენია ბეჟანიშვილი ქუთაისის დაწყებით სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. მას სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვალა ყველა ნამსახური წელი, გარდა საბავშვო ბაღში სამსახურისა.

1911

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმადაც გასულ წელს ბათუმის განყოფილებას ორჯერ უთხოვია გამგეობისთვის გადაეცათ ის 952 მანეთი, რომელიც საზოგადოებას დავით ეპისკოპოსმა შესწირა ბათუმში მაჰმადიანთათვის სკოლის დასაარსებლად. საკითხი გამგეობამ 1911 წლის 6 დეკემბერს განიხილა და იპოლიტე ვართაგავას დაავალა, რომ ეპისკოპისი დავითისთვის ეცნობებინა მათი დადებითი პასუხი სკოლის გახსნის თაობაზე.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 6 დეკემბერს ზაქარია ყიფშიძე 1-ელი კავკასიური მსროლელი ბრიგადის საინტენდანტო სამსახურის უფროსად დაინიშნა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 7 დეკემბერს ქართველთა სორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილებას აცნობა, რომ თელავის ქართულ სკოლას უნდა ეხელმძღვანელა საზოგადოების სანიმუშო პროგრამით, რომელიც უკვე მიღებული ჰქონდათ. დოკუმენტს ხელს აწერდნენ: საზოგადოების მთავარი გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი და საქმისმწარმოებელი გაბრიელ ბურჭულაძე.

1911

ტიპი: ავტორობა

ინჟინერ პეტრე მამრაძის განცხადებაში ნათქვამია, რომ ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის გახსნა 1912 წლის გაზაფხულისთვისაა დანიშნული, საიმდროოდ აუცილებლად უნდა დაყენდეს 10,5 კვ.მ. ფართობის ხის მოაჯირი, რისთვისაც 70 მანეთია საჭირო.

1911

ტიპი: გარდაცვალება

1911 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე გარდაიცვალა.

1911

ტიპი: მფლობელობა

სატიტულო ფურცლის მონაცემებით, ლ. ო. დე ბლასის ფილების ფაბრიკა მხატვრულ-დეკორატიულად ამუშავებდა მოზაიკურ, ხელოვნურ მარმარილოს, გრანიტს, ქვასა და სხვა მასალას. მისამართი: თბილისი, მიხეილის გამზ., №127.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 28 დეკემბრის განცხადებაში ლუჩიანო დე ბლასი ქ. შ. წ. კ. გ საზოგადოებას სთხოვს ერთიანად გადაუხადონ კუთვნილი თანხის დარჩენილი ნაწილი (2000 მან.), რათა უფრო გააქტიუროს საქმიანობა. ამასთან, დასძენს, რომ მას უკვე კარგა ხნის გამზადებული აქვს ყველაფერი, მაგრამ ადგილზე არ ადგმევინებენ, რის გამოც დროც ეკარგება და მატერიალურადაც ზარალდება.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 29 დეკემბერს პეტრე მამრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აცნობა, რომ მენარდე ლუჩიანო დე ბლასი ითხოვდა ანაზღაურების დარჩენილ ნაწილს – 2000 მანეთს. პეტრე მამრაძის აზრით, ჯობდა მისთვის 1 000 მანეთი მაშინვე და 1 000-იც სამუშაოს ჩაბარების შემდეგ გადაეხადათ. მისი ეს წინადადება გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგმა მოიწონა.

1911

ტიპი: ორგანიზაცია

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 5635 მანეთს, ხოლო გასავალი – 5535 მანეთსა და 98 კაპიკს.

1911

ტიპი: ორგანიზაცია

1911 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების სამკითხველოდან წიგნები 1764-ჯერ გაიტანეს წასაკითხად. მკითხველები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ ლიტერატურული ნაწარმოებების, საყმაწვილო და საისტორიო წიგნების მიმართ.

1912

ტიპი: განათლება

გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძე 1912-1923 წლებში სკოლაში სწავლობდა, ოთხწლედი დაასრულა და სემინარიის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს გრიგოლ აბაკელია მთარგმნელად მუშაობდა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წელს ს. კაპანაძე თბილისის საგუბერნიო ციხის ტუსაღი იყო