რეგისტრირებული ფაქტები82201
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ანა იაგორის ასულ მაკაშევის ერევანში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს სარდაფით, ორი ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ მიქელაძე სიღნაღის წმინდა ნინოს მონასტრის იერომონახი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 7 თებერვალს თბილისის ქართულ თეატრში ნატალია ცაგარლის ბენეფისზე „ბედნიერი დღე“, „ხანუმა“ და „დივერტისმენტი“ უნდა წარმოედგინათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მარიამ ოჰანეზის ასულ ოსიფოვის ერევანში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს სარდაფით, ერთსართულიანი მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიღნაღში ი. შავლიაშვილს 7-მანეთიანი ფარდაგი მოჰპარეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 22 იანვარს ნოდარ ჯორჯაძის თავმჯდომარეობით გამართულ თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის კრებაზე გადაწყდა, სახელმწიფო ბანკიდან 4 000 მანეთი ესესხათ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ამბარცუმ რომანოზის ძე დოლუხანოვს, ალექსანდრე და ნიკოლოზ ამბარცუმის ძე დოლუხანოვებს, სოფიო ამბარცუმის ასულ ხანდამიროვისას და ანა ამბარცუმის ასულ დოლუხანოვს თბილისში, ფრანგების ქუჩაზე, ჰქონდათ ქვითკირის ორი ორსართულიანი სახლი სარდაფით, ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გიორგი დავითის ძე ქართველოვის თბილისში მდებარე ქვითკირის ორ ორსართულიან სახლს მეზონინით, ორი სამსართულიანი ფლიგელით, საწყობით, ამბარითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ეკატერინე თეოდოსის ასულ სტრახოვს, ანა და ბარბარე ივანეს ასულ სტრახოვებს, გიორგი და ივანე ივანეს ძე სტრახოვებს, ელენე ივანეს ასულ ლუნდეკვისტისას და ნინა ივანეს ასულ შულგინისას თბილისში, მიხეილის, ელისაბედის და გერმანელების ქუჩებზე, 3 სახლი ჰქონდათ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ბაქოს სამხარეო სასამართლოს მოსამართლეობის უფროსი კანდიდატი ალექსი ილიას ძე არსენიშვილი მისივე თხოვნით თბილისის სამხარეო სასამართლოში გადაიყვანეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლიდან თიანეთის მაზრის უფროსი ლევან გიორგის ძე ჯანდიერი თბილისში გადაიყვანეს სამუშაოდ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იაკობ მიხეილის ძე პოლსკის ბათუმში მდებარე ქვითკირის ორ ერთსართულიან სახლს მეზონინით, ერთი ორსართულიანი და სამი ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს რაფიელ გაბრიელის ძე მელქუმოვს თბილისში, კათოლიკების ქუჩაზე, ქვითკირის ერთი ორსართულიანი და ერთი ერთსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მართა გიორგის ასულ სარაჯევისა და მელანია კიკოს ასულ ჩიკვაიძის თელავში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მართა გიორგის ასულ სარაჯევისას და მელანია კიკოს ასულ ჩიკვაიძისას თელავში ჰქონდათ ქვითკირის ორსართულიანი სახლი სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალბერტ ვასილის ძე ლოტერის ბაქოში მდებარე საწყობსა და მიწის ნაკვეთს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გიგო პავლეს ძე მაისურაძის გორში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს ორსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს გიგო პავლეს ძე მაისურაძეს გორში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ანდრია გიორგის ძე ტუროვს გორში ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდა პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ანდრია გიორგის ძე ტუროვის გორში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ივანე იოსების ძე კოცებოვს თბილისში, ნაგორნის ქუჩაზე, ქვითკირის სამსართულიანი, ორსართულიანი და ერთსართულიანი სახლები და პატარა მიწის ნაკვეთი ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა პ. სვიმონის ძე გეგენოვისა და ანდრია სვიმონის ძე მითაიშვილის ბათუმში მდებარე ერთ ორსართულიან და ერთ ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.