რეგისტრირებული ფაქტები87608
სორტირება თარიღი მზარდობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მსხვილ მემამულეთა არჩევნებზე დეპუტატების ამომრჩევლად ივანე მიქელაძე დაასახელეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გედევან აბულაძემ და სარდიონ ბერძულმა სოფ. ძევრის სკოლას ორსართულიანი ქვის შენობა ორი წლით უფასოდ დაუთმეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 ოქტომბერს სასამართლოს დადგენილებით შალვა იოსელიანი საგუბერნიო სატუსაღოში გადაიყვანეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 ოქტომბერს ვ. სალაძემ და ფ. საბაშვილმა ი. ბიბიაშვილს ჯიბიდან 28 მანეთი ამოაცალეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ფოთის სავაჟო გიმნაზია, რომლის მასწავლებელიც იყო გიორგი მინას ძე აბაშიძე, 20 000 მანეთად ჰქონდათ დაგირავებული.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებამ მადლობა გადაუხადა შეგირდთა მატარებლის კონდუქტორ რაჟდენ ხვედელიძეს, რომელიც წიგნების კიოსკს ზედმეტ ხარჯებს თავიდან აცილებდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ფარნა გეგელიას პრინც მიურატის მამულში აგრარული მოძრაობის მეთაურობას აბრალებდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის პირველ საარჩევნო უბანზე დეპუტატების ამომრჩევლებად კარლო ჩხეიძის მომხრეები ს. ჩხეიძე და ა. ს. ბაბოვი დაასახელეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის მეორე საარჩევნო უბანზე დეპუტატების ამომრჩევლებად გავიდნენ კარლო ჩხეიძის მომხრეები: ა. გ. ბებურიშვილი, გ. დ. გაგლოევი და ა. დ. არუთინიანცი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის საქალაქო არჩევნებზე კარლო სიმონის ძე ჩხეიძის მომხრეებმა გაიმარჯვეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის მაზრის მსხვილ მემამულეთა კრებაზე დეპუტატების ამომრჩევლებად ალექსანდრე ივანეს ძე ხატისოვი და ივანე სპირიდონის ძე ჯაბადარი აირჩიაეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი ილია ჭავჭავაძის თხზულებების გამოცემას აპირებდა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 6 ოქტომბერს ივანე ირაკლის ძე პურადაშვილი ქუთაისის დრამატული თეატრის გამგეობის წევრი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატა ფარნა გეგელიას საქმის ხელმეორედ გარჩევას აპირებდა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 6 ოქტომბერს კონსტანტინე კაჭახიძე ქუთაისის დრამატული თეატრის გამგეობის წევრი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, „დროების“ ყოფილ რედაქტორს, ილია აგლაძეს, კავკასიის მეფისნაცვალმა ერთი თვით თბილისში ცხოვრების უფლება მისცა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, 7 ოქტომბერს თეატრ „რადიუმში“ გრიგოლ დავითის ძე ნასარიძეს ლექციები უნდა წაეკითხა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბათუმში დეპუტატების ამომრჩევლად რუსებმა პროგრესისტი ექიმი სოლოვკინი დაასახელეს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ი. ო. იოსელიანი საფილოქსერო დასების მთავარი ინსტრუქტორი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ინსტრუქტორ ნ. კ. მაკარაშვილის დასმა თელავის მაზრაში იმუშავა და რამდენიმე ვენახში ფილოქსერა აღმოაჩინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვასილ მასხულია ქუთაისის ქუჩებისთვის იაკობ გოგებაშვილის, დავით სარაჯიშვილისა და მამია გურიელის სახელების დარქმევის წინადადებას ემხრობოდა.

