საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90410

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 20 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მის განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე განიხილეს, როგორ უნდა შეცვლილიყო ურთიერთდამოკიდებულება მთავარი გამგეობის წიგნის მაღაზიასა და განყოფილებათა წიგნის მაღაზიებს შორის. ასევე წარმოადგინეს ცნობა წიგნებით ვაჭრობის საკითხთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, წიგნებით ვაჭრობა ნელი ტემპით ვითარდებოდა და მხოლოდ რამდენიმე ქალაქის განყოფილებას ჰქონდა საკუთარი წიგნის მაღაზია. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაბზეგი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მათი განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე განიხილეს საკითხი კერძო სკოლების გახსნის წესებისა და კანონების შესახებ. მოხსენების გაკეთება დაევალა კომისიას: ალექსანდრე მდივნის, ლუარსაბ ბოცვაძის, დავით კარიჭაშვილის, სერგი გორგაძისა და გრიგოლ ბურჭულაძის შემადგენლობით.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მათი განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე განიხილეს საკითხი საზოგადოების სკოლებში მეურნეობისა და ხელოსნობის გაკვეთილების ჩატარების შესახებ. საკითხის გარკვევა, შეფასება და შემდეგ მოხსენების გაკეთება დაევალა კომისიას: ალექსანდრე მდივნის, ლუარსაბ ბოცვაძის, დავით კარიჭაშვილის, სერგი გორგაძისა და გრიგოლ ბურჭულაძის შემადგენლობით.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მათ განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე განიხილეს საკითხი, თუ რა ნაკლოვანება ჰქონდა სკოლის პროგრამას და როგორ შეევსოთ იგი. საკითხის გარკვევა, შეფასება და შემდეგ მოხსენების გაკეთება დაევალა კომისიას შემდეგი პირების შემადგენლობით: ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი, სერგი გორგაძე და გრიგოლ ბურჭულაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მათი განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი, წარმოადგინეს საკითხი, რომ ყველა განყოფილებისთვის საქმის წარმოების ერთნაირი წესი შეემუშავებინათ. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და განყოფილებების წარმომადგენელთა საერთო სხდომაზე განსახილველად წარმოადგინეს შემდეგი საკითხი: განყოფილების წევრი ითვლებოდა თუ არა მთავარი საზოგადოების წევრად და შეეძლო თუ არა ესარგებლა ხმის მიცემის უფლებით და პირიქით მთავარი საზოგადოების წევრი ითვლებოდა თუ არა განყოფილების წევრად ხმის უფლებით. ეს საკითხი სხდომაზე არ განუხილავთ. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ესწრებოდნენ: სერგი გორგაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, გრიგოლ რცხილაძე და შალვა მიქელაძე. სხდომას ასევე ესწრებოდნენ გამგეობის განყოფილებების წარმომადგენლები: კიტა აბაშიძე, გიორგი ვაშაკიძე, ვასილ კახიძე, იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, ვ. ბურჯანაძე, იასონ ალექსიშვილი, მ. ნასიძე, მათე ბახტაძე, პოლიკარპე ლორთქიფანიძე, ივლიანე გოგოლაშვილი და გიორგი სიხარულიძე.

პირები
გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი სერგი რომანოზის ძე გორგაძე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე (ფრონელი) დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი (დედაბრიშვილი) გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე შალვა ანტონის ძე მიქელაძე კიტა (ივანე) გიორგის ძე აბაშიძე გიორგი სიმონის ძე ვაშაკიძე ვასილ ბესარიონის ძე კახიძე იასონ (იაზონ) თომას ძე ბაქრაძე სამსონ გიორგის ძე ყიფიანი (მეგობარი, საფამსიფონი) იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილი მათე ვასილის ძე ბახტაძე პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილი გიორგი მახარებლის (მახარობელის) ძე სიხარულიძე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძე
წყარო

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მათ განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საზოგადოების წესდების ზოგიერთი მუხლი შეეცვალათ, მაგალითად: მუხლი 2 – საღამოს კურსების დაარსება; მუხლი 5 – რათა საზოგადოებას უფლება ჰქონდეს შეიძინოს და გასცეს უძრავი ქონება; მუხლი 19 – რათა საზოგადოებისა და მისი განყოფილების გამგეობის წევრები შეეცვალათ ნაწილ-ნაწილ და არა ერთბაშად. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე გადაწყვიტეს, რომ გამგეობას ჟურნალ „განათლების“ პერიოდულ გამოცემაში უნდა დაებეჭდა ნებისმიერი ინფორმაცია საზოგადოების შესახებ. ასევე გამგეობამ ლუარსაბ ბოცვაძეს დაავალა დაეანგარიშებინა, თუ რა თანხა დასჭირდებოდა 16-გვერდიან დამატებას ჟურნალ „განათლებაში“. ლ. ბოცვაძის ცნობით, ასეთი დამატება წელიწადში გამგეობას დაუჯდებოდა 201 მანეთი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 21 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მათი განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრება არ შედგა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 21 მარტს ღების მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი მიხეილ თედორეს ძე გავაშელიშვილი გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 22 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ჟურნალზე საქმისმწარმოებლის გრიგოლ ბურჭულაძის ჩანაწერია გაკეთებული, რომლითაც ვიგებთ, რომ წევრთა მცირე რაოდენობის გამო საზოგადოების სხდომა არ შედგა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 22 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრების მეთხუთმეტე სხდომა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ესწრებოდნენ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გომარეთის სკოლის მასწავლებელ კოტე სეხნიაშვილის მოხსენება მეორე მასწავლებლის მოწვევის შესახებ. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს 19, 20 და 21 მარტის კრების დადგენილებები, რომლებიც გამგეობას არ განუხილავს. ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ბესარაბიის მეღვინეობისა და მევენახეობის საშუალო სასწავლებლის დირექტორმა, რომ ნაცვლად იაკობ ორჯონიკიძისა, რომელმაც სასწავლებელი უკვე დაასრულა, სტიპენდია დაენიშნათ ზუგდიდის მოქალაქე თეოფილე კვარაცხელიასთვის. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ჩხარის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გამგე ნინო გოგოლაშვილმა გამგეობას წიგნების დახმარება სთხოვა. გამგეობას მისი თხოვნა არ განუხილავს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს თელავის განყოფილების გამგეობის მოხსენება ილიას ყვარლის მამულის ჩაბარების შესახებ, რომელიც გამგეობას არ განუხილავს. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ექვთიმე თაყაიშვილმა საზოგადოებას გააცნო ბესარიონ ნიჟარაძის წინადადება, რომ შეეძინათ მისგან ხელნაწერი სვანურ-ქართული ლექსიკონი, რომელიც დავით კარიჭაშვილს ჰქონია შემოწმებული.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა არტურ ლაისტმა, რომ დახმარება დაენიშნათ ახალგაზრდა პოეტ ალექსანდრე შანშიაშვილისთვის. გამგეობას მისი თხოვნა არ განუხილავს.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წლის 23 მარტს შევსებული ანგარიშსწორების ფურცლის სატიტულო მონაცემებით, 1-ლი გილდიის ვაჭარს – ვასილ სერგის ძე ეგიაზაროვს – ეკუთვნოდა 1802 წელს დაარსებული ფირმა (სორტული ფურცლოვანი რკინა, ფოლადისა და ბრინჯაოს ნაკეთობა, წყალსადენი მილები, მავთულის წკირები, კავეული, ელექტროხელსაწყოები, ინგლისური, ფრანგული, ამერიკული საქონელი, პორტლენდის ცემენტი, მშრალი საღებავები), რომელსაც თბილისში ჰქონდა: მთავარი მაღაზია (სალდათის ბაზარი, ტელ.: N 311), ფილიალი (მაიდანი, ტელ.: N 814) და საწყობი (ჩერქეზიშვილის ქ., ტელ.: N 189).

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წლის 23 მარტს ა. იორდანოვის სახელზე გამოწერილი ქვითრის თანახმად, ვასილ სერგის ძე ეგიაზაროვის მაღაზიაში სამშენებლო იარაღებისა და დეტალების – ამერიკული ბურღები, ლითონის კბილაკები, ყრუ ჭანჭიკები, მავთულები – შეძენა 104 მანეთი და 02 კაპიკი დაჯდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 23 მარტის უწყისის თანახმად, ილია ჭავჭავაძის საფლავის მოაჯირის მშენებლობის მონაწილე სტეფანე ტოროსოვმა 5 სამუშაო დღეში 11 მანეთი მიიღო, ივანე მეგრელიშვილმა – 5. 50. უწყისს ხელს აწერენ თ. ლებედა და ა. იორდანოვი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 23 მარტს მეტეხის ციხეში იოსებ იმედაშვილმა დაწერა თხზულება „მეზღვაური“, რომელიც ჭოლა ლომთათიძეს მიუძღვნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

თბილისის სახაზინო პალატის ოფიციალური შეტყობინების თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 1912 წლის 29 მარტს ხაზინაში შეუტანია 72 მანეთი – იაკობ გოგებაშვილის ანდერძის სამემკვიდრეო ბაჟი (ხელმომწერი – სტოლონაჩალნიკი კირაკოზოვი).