რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 სექტემბერს ქუთაისში იაკობ გოგებაშვილის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ სალიტერატურო დილაზე დომენტი თომას ძე თომაშვილსა და ტრიფონ შუბლაძეს ლექსები უნდა წაეკითხათ.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კიტა (ივანე) გიორგის ძე აბაშიძე ჭიათურის ბანკის გამგე იყო.
1912
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1912 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლუარსაბ ანდრონიკაშვილმა ქართული არ იცოდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გრიგოლ ივანეს ძე გველესიანი იურისტი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წვრილ და მსხვილ მემამულეთა არჩევნებზე ვლადიმერ მიქელაძის კანდიდატურა მოიხსნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვლადიმერ მიქელაძემ კიტა აბაშიძეს ბანკის ფულის გაფლანგვა დააბრალა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 სექტემბერს სასამართლოში ვლადიმერ მიქელაძის ძმამ, ს. მიქელაძემ საარჩევნო ყუთები გადააბრუნა, რის გამოც თავმჯდომარემ კრება დახურა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნოტარიუსი თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძე ოჩამჩირეში საურთიერთო კრედიტის საზოგადოების დაარსებას აპირებდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 სექტემბერს სახალხო უნივერსიტეტის გამგეობა ქუთაისში იაკობ გოგებაშვილის ხსოვნის პატივსაცემად სალიტერატურო დილას მართავდა. ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანიშვილსა და ტრიფონ მიხეილის ძე ჯაფარიძეს გოგებაშვილის შესახებ უნდა წაეკითხათ ლექციები.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლიხაურის მცხოვრებმა ნოე თოიძემ სოფლის სკოლის, ეკლესიისა და ხიდის მშენებლობისთვის თანხა გასცა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 სექტემბერს ქუთაისში რუს ამომრჩეველთა კრებაზე ალექსანდრე ანტონის ძე კრასოვსკისა და ნ. ს. სერგეენკოს დაუდგეს ყუთები. ხმათა უმრავლესობით სათათბიროს ამომრჩევლად კრასოვსკი დაასახელეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 სექტემბერს ქალაქის მოურავის, ილია მანუჩარის ძე ჩიქოვანის თავმჯდომარეობით ქუთაისში რუს ამომრჩეველთა კრება გაიმართა. კრებაზე 423 ამომრჩევლიდან 51 გამოცხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძე ოჩამჩირის მოსახლეობას თეატრის აშენებაში დახმარებას შეჰპირდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ანდრი კვირკველია ვაჭარი იყო.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 30 სექტემბერს გ. ბარაბაძე, მ. კვარაცხელია და მ. მანუკოვი ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან ხარკოვის საკატორღო ციხეში გადაიყვანეს.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 30 სექტემბერს პოლიტიკური ტუსაღი ფარქოსაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან ირკუტსკის საპატიმროში გაგზავნეს. მას თბილისის სამოსამართლო პალატის მიერ სამუდამო გადასახლება ჰქონდა მისჯილი.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 30 სექტემბერს ბ. გამსახურდია, სილიბისტრო ბოჭორიშვილი და ი. გაჩეჩილაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან ხარკოვის საკატორღო ციხეში გადაიყვანეს.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 30 სექტემბერს კ. კიკნაძე, ე. ნაცვლიშვილი, ანჩაბაძე და ისაკაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან ხარკოვის საკატორღო ციხეში გადაიყვანეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე გიორგი მახარებლის ძე სიხარულიძე გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 30 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე გიორგი სტეფანეს ძე შენგელია გამგეობის წევრობის კანდიდატად აირჩიეს.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 30 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე გიორგი ესტატეს ძე მუმლაძე და ვლადიმერ გიტას ძე ნაცვალაძე გამგეობის წევრებად აირჩიეს.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 30 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე ივანე თევდორეს ძე სტურუა გამგეობის წევრად აირჩიეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 სექტემბერს ივანე სირაძემ ანასტასია გამრეკლიძე მოიტაცა და ჭიათურაში წაიყვანა.

