საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1912

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის პირველ ოქტომბერს ბარბარე ეგნატეს ასული კასრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების მიერ გახსნილ სოფ. ნაბადის ერთკლასიან სასწავლებელში პედაგოგად დაინიშნა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის ოქტომბერში ი. ჩიქვილაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის ოქტომბერში ვლადიმერ გიტას ძე ნაცვალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების მდივანი იყო.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის ოქტომბერში ეფროსინე ანდრიას ასული ჯანელიძისა გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ოქტომბერში თბილისის გუბერნიის უფროსმა ქალაქის გამგეობას პოლიტიკური არაკეთილსაიმედოობის გამო ნაფიცი ვექილის, კოწია ჯაფარიძის სამსახურიდან გათავისუფლება შესთავაზა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის ოქტომბრამდე ლექვინაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოს სკოლის მასწავლებელი და სამკითხველოს გამგე იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის ოქტომბერში პეტრე ქუთათელაძე ფოთში მასწავლებლად მუშაობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ოქტომბერში მ. ტ. ბალანჩივაძისას ქუთაისში სამკურნალო მასაჟის კაბინეტი ჰქონდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ოქტომბერში ფოთში მასწავლებელ პეტრე ქუთათელაძის თაოსნობით აირჩიეს კომისია, რომელსაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლა უნდა დაეარსებინა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის ოქტომბერში მელიტონ გიორგის ძე გობეჩია ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის ოქტომბერში მღვდელი ზ. ჩიქვილაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის ოქტომბერში მ. არსენიძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ოქტომბერში რაჭაში პოლიციელებს ყაჩაღებთან შეტაკება მოუხდათ. ყაჩაღი ტურიშვილი მოკლეს, ყრუაშვილი კი დაჭრეს.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ალექსანდრე გიგინეიშვილმა ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დაასრულა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის ოქტომბერში ფოტინე ლორთქიფანიძე-ღოღობერიძისა გარდაიცვალა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის ოქტომბერში ვლადიმერ ბეჟანის ძე ბერიძე გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ოქტომბერში შალვა გიორგის ძე შარაშიძემ გუბერნატორის წინაშე აღძრა შუამდგომლობა ქუთაისში ყოველკვირეული ჟურნალის, „ჩვენი თეატრის“ გამოცემის უფლების მისაღებად.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის ოქტომბერში გიორგი ალმასხანის ძე კუჭუხიძე გარდაიცვალა. 

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის ოქტომბერში თბილისის სამოსამართლო პალატამ ისმაილ აგაევი უდანაშაულოდ ცნო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის ოქტომბერში სოფ. ბასილეთის მამასახლისად მოსე ბაგრატის ძე კოპლატაძე დაამტკიცეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ოქტომბერში სენატმა გრიგოლ ჯაფარიძის საქმე დაამტკიცა. სასამართლომ მას ღირსების ახდა და კატორღა მიუსაჯა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ოქტომბერში სენატმა ლადო იაშვილის საქმე დაამტკიცა. სასამართლომ მას ღირსების ახდა და კატორღა მიუსაჯა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის ოქტომბერში ივანე ჯავახიშვილი პეტერბურგის უნივერსიტეტთან არსებული სამეცნიერო წრის ხელმძღვანელი იყო.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის ოქტომბერში საშა რაჟდენის ძე გვარამაძე გარდაიცვალა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის ოქტომბერში ბელიაევი დროებით ფოთის სატუსაღოს უფროსად დანიშნეს.