რეგისტრირებული ფაქტები87606
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს გაზეთ „მშაკის“ მეშვეობით კავკასიის სომეხთა ქველმოქმედების საზოგადოებამ მადლობა გადაუხადა იოსებ ტერ-დავითიანცს 100 თუმის შემოწირულობისთვის.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვახტანგ ორბელიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს საჩუქრად ხელნაწერი „როსტომიანი“ გადასცა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მადლობა გადაუხადა ბათუმელებს, რომლებმაც მაკრინე ღლონტის თაოსნობით შეგროვებული 82 მანეთი ლატარეა-ალეგრის ღონისძიებისთვის გამოგზავნეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 14 თებერვალს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლას თენგიზ დადეშქელიანმა 25 მანეთი შესწირა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ კალისტოვი დეკანოზი იყო.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ლუკა გრიგოლის ძე ლეკვინაძეს ქუთაისში, ორპირის ქუჩაზე, ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიევქტოს კარბელაშვილი საეკლესიო და საარქეოლოგო განყოფილების საბჭოს წევრად აირჩიეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მართა ბეჟანის ასულ დემუროვის თბილისში მდებარე ორ ორსართულიან სახლს სამსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვი საეკლესიო და საარქეოლოგო განყოფილების საბჭოს წევრად დანიშნეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 16 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტელეგრაფისტი ვლადიმერ კეკელიძე სურამიდან ოჩამჩირეში გადაიყვანეს სამუშაოდ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ და დიმიტრი თევდორეს ძე დანელიების ბათუმში მდებარე ერთსართულიან სახლს პატარა მიწის ნაკვეთთან ერთად.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დავით კარაპეტის ძე ქალანთაროვის ქუთაისში მდებარე ორსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანს ქუთაისში ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მარიამ იაკობის ასულ მამინოვის გორში მდებარე ერთსართულიან სახლს სარდაფით, ერთსართულიანი მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მიხეილ არუთინის ძე დანიელოვს თელავში ერთსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ემილია იაკობის ასულ ნაცვალოვს თბილისში, ჩითახოვის ქუჩაზე, ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მარიამ იაკობის ასულ მამინოვს გორში ერთსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, ერთსართულიანი მიშენებითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 23 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჯინჭველაძის მიერ საინგილოში დაარსებულ სამრევლო სკოლაში 18 მოსწავლე სწავლობდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს დავით კარაპეტის ძე ქალანტაროვს ქუთაისში, ივანოვის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლი ჰქონდა მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს ჯაიანი თბილისში ტელეგრაფის სადგურის უფროსის თანამდებობის აღმასრულებლად მუშაობდა.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თევდორე დავითის ძე ჟორდანია საეკლესიო და საარქეოლოგო განყოფილების საბჭოს წევრად დანიშნეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 23 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჯინჭველაძის დახმარებით საინგილოში სამრევლო სკოლა დაარსდა.

