რეგისტრირებული ფაქტები87606
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
მართა ბეჟანის ასული დემუროვი ნათესავებსა და მეგობრებს ატყობინებდა, რომ მისი მეუღლის დავით პავლეს ძე დემუროვის პანაშვიდი ანჩისხატის სობორში 1888 წლის 18 ივნისს, საღამოს 7 საათზე გაიმართებოდა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით მართა ბეჟანის ასული დემუროვი ნათესავებსა და მეგობრებს მეუღლის - დავით პავლეს ძე დემუროვის გარდაცვალებას ატყობინებდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმში მ. რუბინის თხოვნა განიხილეს. მას სურდა, რომ ქუთაისის გამგეობას გამოფენისთვის ვიტრინა უსასყიდლოდ დაეთმო.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, მ. რუბინი ქუთაისის ქალთა უფასო სასწავლებლის უფროსი ქალი იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წელს ლეონარდ პეტრეს ძე ზაგურსკი კავკასიის საგეოგრაფიო საზოგადოების საქმეთა მმართველი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 ივნისს კავკასიის საგეოგრაფიო საზოგადოების კრებაზე ლეონარდ პეტრეს ძე ზაგურსკიმ საზოგადოების წლიური ანგარიში წაიკითხა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წელს სერგეი ალექსანდრეს ძე შერემეტიევი კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწე იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 ივნისს კავკასიის საგეოგრაფიო საზოგადოების კრებას სერგეი ალექსანდრეს ძე შერემეტიევი დაესწრო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის ივნისში კალისტრატე ცხაკაიამ სოფელ ხორგაში სკოლის გვერდით საყაჭე სახლი ააშენა და მოსწავლეებს აბრეშუმის გამოყვანას ასწავლიდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კალისტრატე ნესტორის ძე ცხაკაიამ სოფელ ხორგაში მდებარე ერთკლასიანი სასწავლებელი ორკლასიანად გადააკეთა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 25-ე სხდომას დაესწრნენ: ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს არუთინ ხეჩოს ძე ხალაპოვს ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, ორი ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ორი ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს დუტუ ქაიხოსროს ძე ნინუას ქუთაისში ორსართულიანი სახლი ჰქონდა სამსართულიანი მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. მთვარელიშვილი საეკლესიო და საარქეოლოგო განყოფილების საბჭოს წევრად დანიშნეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შაიშმელოვი გორში ვექილად მუშაობდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის თებერვალში ანა მუსხელიშვილმა ახალციხის ქალთა სკოლის სასარგებლოდ ორი წარმოდგენა გამართა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ევა, რიფსიმე და მარიამ სარქისას ასულ ბაღდასაროვებს თბილისში ორსართულიანი სახლი ჰქონდათ სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ევა, რიფსიმე და მარიამ სარქისას ასულ ბაღდასაროვების თბილისში მდებარე ორსართულიან სახლს სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დუტუ ქაიხოსროს ძე ნინუას ქუთაისში მდებარე ორსართულიან სახლს სამსართულიანი მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.

