რეგისტრირებული ფაქტები87600
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ანა გიორგის ასულ ელიავას თბილისში მდებარე ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინა იოსების ასულ მებურნუთოვისა და იოსებ დავითის ძე მებურნუთოვის თბილისში მდებარე ორ ერთსართულიან სახლს სარდაფით, ორი ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა პეტრე მარკოზის ძე მარკოზაშვილის თბილისში მდებარე ერთსართულიან სახლს ორი ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეკატერინე იაკობის ასულ ნიკოლაძის ქუთაისში მდებარე ერთსართულიან სახლს სარდაფით, ერთსართულიანი მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ბ. დევდარიანმა და ზაალ ივანეს ძე ჯანდიერმა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას 3-3 მანეთი შესწირეს, ა. ი. ბაქრაძემ და პ. ი. ქავთარაძემ ― 2-2 მანეთი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელისაბედ ონისიმეს ასულ წულუკიძის ქუთაისში მდებარე ორსართულიან სახლს ერთსართულიანი დამხმარე შენობითა და მიწის ნაკვეთით.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვალერიან გუნიას განცხადება, რომ ვისაც სურვილი ჰქონდა ნებისმიერი სახის განცხადება გამოექვეყნებინა 1889 წლის კალენდარში, უნდა მისულიყვნენ ქუთაისში მდებარე ვარლამ ჭილაძის სტამბაში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვალერიან გუნიას განცხადება, რომ ვისაც სურვილი ჰქონდა ნებისმიერი სახის განცხადება გამოექვეყნებინა 1889 წლის კალენდარში, უნდა მისულიყვნენ ფოთში მდებარე ბესარიონ კალანდაძის სტამბაში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვალერიან გუნიას განცხადება, რომ ვისაც სურვილი ჰქონდა განცხადება გამოექვეყნებინა 1889 წლის კალენდარში უნდა მისულიყვნენ თბილისში მდებარე ექვთიმე ხელაძის სტამბაში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვალერიან გუნიამ ექვთიმე ხელაძის სტამბაში 1889 წლის კალენდრი დაბეჭდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია წინამძღვრიშვილმა მთელი თავისი რესურსი და შესაძლებლობა გამოიყენა, რომ სამეურნეო სკოლა დაეარსებინა და ახალგაზრდებისთვის შესაბამისი განათლება მიეცა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია წინამძღვრიშვილის მიერ დაარსებულ სამეურნეო სკოლას ფუნქციონირების გასაგრძელებლად თითოეული ქართველისგან დახმარება ესაჭიროებოდა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 14 ივნისს სოფელ ჭაქვინჯში ოდესის უნივერსიტეტის სტუდენტი მაქსიმე ჭანტურია გარდაიცვალა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 ივნისს საქართველოს ეგზარხოსი პალადი იმყოფებოდა კახეთში, სადაც მოინახულა შუამთისა და ალავერდის მონასტრები.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობათა კრებული მალე დაიბეჭდებოდა და გასაყიდად მაღაზიებში დაარიგებდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აგრონიმიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის მეორე სექციამ ნოე მანუჩარის ძე ყიფიანის მოხსენებაზე შესაბამისი თეზისები მიიღო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 19 ივნისს ქუთაისის საკათედრო სობორში გაბრიელ ცაგარეიშვილმა წირვა აღავლინა.
1888
ტიპი: ორგანიზაცია
1888 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილი მოსკოვის ანთრპოლოგიის, ბუნებისმეტყველებისა და ეთნოგრაფიის საიმპერატორი საზოგადოების წევრი იყო.

