საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ირაკლი თოფურიძე სენაკის მაზრის საარჩევნო კრების თავმჯდომარე იყო.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პეტრე ემუხვარს გენერალ იგუმენოვის გაძარცვას აბრალებდნენ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ სერგო გერსამიამ გამოაქვეყნა სტატია „ქალთა წრე“.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ილარიონ ზაქარაიას თავისი სახლის დაწვის განზრახვა ედებოდა ბრალად. მას ნაფიცი ვექილი კ. ჩიკვაიძე იცავდა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვანო ღამაიას გენერალ იგუმენოვის გაძარცვას აბრალებდნენ.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სამსონ წივწივაძეს გენერალ იგუმენოვის გაძარცვას აბრალებდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ჩოხატაურის ბოქაულმა სოფ. ფარცხმის მოსახლეობას ყაჩაღ ფ. ბერძენიშვილის დაჭერაში დახმარება სთხოვა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 18 ოქტომბერს ზუგდიდის მაზრაში მცხოვრები ბიქტორ კედია საგუბერნიო სატუსაღოში მოათავსეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფ. ჩხარში პლატონ ლეჟავას მეთაურობით სამომხმარებლო საზოგადოების დაარსება გადაწყვიტეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 19 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვალერიან ინალიშვილს სატუსაღოდან გაქცევის განზრახვა ედებოდა ბრალად.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 19 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა ტიციან ტაბიძის „ღამის სიმღერა“.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 19 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, რადიონ კოხრეიძეს სასამართლოს წევრების შეურაცხყოფა ედებოდა ბრალად. 

1912

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1912 წლის 19 ოქტომბერს გრიგოლ ჭანკოტაძე და მისი მეგობრები თავს დაესხნენს პირიდონ კაპანაძეს. მათ კაპანაძის ქალიშვილის მოტაცება სურდათ, მაგრამ ვერ მოახერხეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 19 ოქტომბერს ქობულეთის მცხოვრები ხასან-მამინ ოღლი ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში ჩასვეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ სთხოვა აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავას, როგორც ზუგდიდის განყოფილების გამგეობის არჩეულ თავმჯდომარეს, ჩაეტარებინა შრომის გამანაწილებელი სხდომა, რითაც საფუძველი ჩაეყრებოდა განყოფილების ამოქმედებას.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავას შეატყობინა, რომ ზუგდიდის განყოფილების დამფუძნებელ კრებაზე მის თანაშემწედ აირჩიეს: ანდრია პეტრეს ძე პატარაია, ეკატერინე მალხაზის ასული კედია, ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე ბერიძე და სოკრატე ივანეს ძე კეშილავა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავას შეატყობინა, რომ ქუთაისის გუბერნატორი ინფორმირებული იყო ზუგდიდის განყოფილების გახსნის შესახებ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ოქტომბერს თბილისის ახალ კლუბში კონსტანტინე გიორგის ძე ფოცხვერაშვილს კონცერტი უნდა გაემართა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ოქტომბერს ქართულ თეატრში ალექსანდრე იმედაშვილის ნათარგმნი ორმოქმედებიანი პიესა „დრამა ტელეფონთან“ უნდა წარმოედგინათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ოქტომბერს ქართულ თეატრში მ. ქორელის ნათარგმნი „აღსარება“ და „სიმართლე“ უნდა წარმოედგინათ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ეპისკოპოსმა დავითმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ სრული მოხსენება დაბეჭდა რუსულ ენაზე.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვარლამ ლევანის ძე გელოვანი ნაფიცი ვექილი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მსახიობი დ. ჩარკვიანი ჭიათურაში რეჟისორად მიიწვიეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გრიგოლ რობაქიძემ ბაქოში წაიკითხა ლექცია შოთა რუსთაველის შესახებ.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მსახიობმა დ. ჩარკვიანმა ქუთაისის დასიდან წამოსვლა გადაწყვიტა.