საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ილია ჭავჭავაძის სახელობის ფონდის სასარგებლოდ ოდესაში საღამო უნდა გაემართათ. საღამოზე სიმონ ავალიანს რუსულად უნდა წაეკითხა ლექცია ილიას შესახებ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვასილ გიორგაძე სამხედრო სამსახურიდან იყო გამოქცეული.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არისტო ჭუმბაძის საქმე სასამართლო პალატამ გადადო, რადგან სასამართლოზე არ გამოცხადდა მღვდელი, რომელიც რედაქტორს ადანაშაულებდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დავით ფოცხვერაშვილი სადემეტრეოს სკოლის მასწავლებელი იყო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა ნიკო ლორთქიფანიძის „მარად და მარად“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ოდესაში ილია ჭავჭავაძის სახელობის ფონდის სასარგებლოდ გამართულ ლექციაზე მ. ცეცხლაძეს ილიას ნაწერები ქართულად უნდა განეხილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ოქტომბერს ეკატერინე გაბაშვილი მატარებლით ქუთაისში უნდა ჩასულიყო. იქ მწერალს ქუთაისის ქალთა წრის საზოგადოების წევრები დახვდებოდნენ.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დავით ფოცხვერაშვილს ადრე ამაღლებისა და ჭიათურის სკოლებში გალობის მასწავლებლად უმუშავია.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 25 ოქტომბერს საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოს განკარგულებით, სამი ათასი მანეთის საწინდრის წარდგენის შემდეგ შალვა იოსელიანი სატუსაღოდან გაათავისუფლეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 25 ოქტომბერს სასამართლოს გადაწყვეტილებით ეგნატე ნაცვალოვი ერთი თვით დააპატიმრეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში გამართულ წარმოდგენაზე ქუთაისის ბავშვთა მზრუნველი საზოგადოების სასარგებლოდ ს. ე. ტერტეროვმა 3 მანეთი შესწირა, ს. ე. მაჩაბლისამ – 2 მან.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში გამართულ წარმოდგენაზე ქუთაისის ბავშვთა მზრუნველი საზოგადოების სასარგებლოდ ვ. ი. აბრამოვიჩმა 5 მანეთი შესწირა, კორგანოვმა და დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძემ – 3-3 მან.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 25 ოქტომბერს ხარაგაულის უფასო სამკითხველოს წევრთა კრებაზე გამგეობის წევრად პლატონ ლეჟავას ნაცვლად სეფე ლეჟავა დაასახელეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ოქტომბერს ხარაგაულის უფასო სამკითხველოს წევრთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პლატონ ლეჟავა გამგეობის წევრობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ მთავრობის წინაშე პასუხისმგებელ პირად დატოვეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 ოქტომბერს სიმონ ალექსის ძე ქვარიანს ქალთა წრის მორიგ კრებაზე ქართულ ლიტერატურაზე უნდა ესაუბრა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, 1913 წელს ქუთაისში სიმონ მჭედლიძის რედაქტორობით ყოველთვიური ქართული ჟურნალი „განთიადი“ უნდა გამოსულიყო. 

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ისმაილ აგაევს ყალბი ვექსილის შედგენა ედებოდა ბრალად. 

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 ოქტომბერს ხონში დავით სიმონის ძე მესხის მიერ გადმოკეთებული სამმოქმედებიანი კომედია „სიკოია დენჩიკი“ უნდა წარმოედგინათ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 26 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ფურცლებზე გამოქვეყნდა ვ. ისაკაძის სტატია ქვემო იმერეთზე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 ოქტომბერს ეკატერინე გაბაშვილისა ქუთაისის გამგეობის დარბაზში ქალთა წრის საზოგადოების კრებას დაესწრო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 ოქტომბერს კიტა აბაშიძე შავი ქვის საბჭოს საქმეების გამო პეტერბურგში გაემგზავრა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 26 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ფურცლებზე გიორგი მეფარიშვილმა სტატია „მსოფლიო სტიქია და ადამიანი“ გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 26 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნებული ვ. ისაკაძის სტატიის მიხედვით, სოფ. ეწერის ორკლასიან სამინისტრო სასწავლებელში 230-მდე მოსწავლე სწავლობდა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კოტე და მიხა წულუკიძეებს კაცის მოკვლა ედებოდათ ბრალად და ოლქის სასამართლოსგან კატორღა ჰქონდათ მისჯილი.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გვეგვე ფაღავას ნოქალაქევის ბოქაულის, დავითაიას დაჭრა ედებოდა ბრალად.