რეგისტრირებული ფაქტები87599
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის ივლისში მსახიობი ვასილ აბაშიძე სოფელ მეჯვრისხევში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ წარმოდგენაზე მიიწვიეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ყიზლარში, ალექსანდრე ხახანაშვილის მიერ ჩაწერილი „ხალხური ლექსი“ დაიბეჭდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ ახალქალაქში საქალებო სასწავლებლის სასარგებლოდ ავქსენტი ცაგარლის კომედია „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“ ნატალია გაბუნია-ცაგარლის მონაწილეობით წარმოადგინეს.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 9 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მამა-შვილი ღერკენაშვილები ცხინვალში, მდინარე ლიახვში დაიხრჩვნენ.
1888
ტიპი: ორგანიზაცია
1888 წლის 9 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბონანი საფრანგეთის სამეურნეო და სამრეწველო საზოგადოების წევრი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის ივლისში გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, საქართველოში ფილოქსერასა და ვაზის სხვადასხვა დაავადებების გამოსაკვლევად საფრანგეთის სამეურნეო სამრეწველო საზოგადოების წევრი ბონანი ჩამოვიდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსკოვის საიმპერატორო თეატრის არტისტებმა ალექსანდრე სუმბათაშვილის საბენეფისოდ ნევეჟინის დრამა „მეორე სიჭაბუკე“ წარმოადგინეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ აბაშიძე და კონსტანტინე ყიფიანი სურამში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გმართულ წარმოდგენაში მიიღებდნენ მონაწილეობას.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ალექსანდრე აღაჯანის ძე სააკოვს განჯაში ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, რამდენიმე მიშენებით, ვენახითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე აღაჯანის ძე სააკოვის განჯაში მდებარე ორსართულიან სახლს სარდაფით, რამდენიმე მიშენებით, ვენახითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სარდიონ ლევანის ძე ქუთათელაძის, ივანე დავითის ძე კაკაბაძისა და სამუელ ოთარის ძე კლდიაშვილის ბათუმში მდებარე ერთსართულიან შენობას მიწის ნაკვეთით.
1892
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1892 წელს სოფიო ივანეს ასული დეკანოზიშვილისა იყო დიმიტრი ანდრიას ძე დეკანოზიშვილის მეუღლე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის სტამბაში რაჟდენ ჯაჯანაშვილის მიერ შედგენილი „კრებული არითმეტიკულის ამოცანებისა“ დაიბეჭდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ტატიშვილი ივანე მაჩაბელის მიერ თარგმნილი საყმაწვილო წიგნისთვის „საკვირველნი ცხოველნი“ სურათებს ამზადებდა.
1840
ტიპი: ღონისძიება
1840 წლის 30 ივლისს დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი ქართულ-რუსული ლექსიკონი გამოიცა.

