საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87599

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 12 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვასილ აკოფოვის წერილი ქუთაისის საბჭოს შესახებ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან ანტონ ფურცელაძის „სამის თავს გადასავალი“ 5 შაურად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს სოსიკო მაჭავარიანმა თელავის სატუსაღოს წიგნსაცავს წიგნები, დაფები და კარადები შესწირა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 23 მაისს თელავში ევგენია ჯორჯაძემ ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილის რევოლვერით მოკვლა სცადა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს ბრძანების თანახმად, ქარხნის უმცროსი კონტროლიორი ალექსანდრე ვაისერი თამბაქოს უფროს საშტატო კონტროლიორად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს ბრძანებით თბილისში სასმელის კონტროლიორებად ივანე პორიშკო, მატვეი გაიდუკოვი და დიმიტრი შვედოვი დაინიშნენ.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ელისაბედ და ელენე კონსტანტინეს ასულ ჩხეიძეებს ქუთაისში, რიონის მარცხენა სანაპიროზე, ერთსართულიანი სახლი ჰქონდათ მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ალექსი ნიკოლოზის ძე ნინუას ქუთაისში, ჰოსპიტლის ქუჩაზე, ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გაბრიელ იოსების ძე ზუბიევის გორში მდებარე ორსართულიან სახლს ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გაბრიელ იოსების ძე ზუბიევს გორში ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსი ნიკოლოზის ძე ნინუას ქუთაისში მდებარე ერთსართულიან სახლს ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წლის მარტში ალექსანდრე მიხეილის ძე მორთულაძე გარდაიცვალა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 1 მარტს თერგის ოლქში მცხოვრები ავდოტია კორსუნოვისა ყალბი მოწმობის გამოყენების გამო დააპატიმრეს.

1889

ტიპი: განათლება

1889 წელს ი. მესხი კიევის უნივერსიტეტის საექიმო განყოფილების სტუდენტი იყო.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 12 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა იასონ ნიკოლოზის ძე ნიკოლაიშვილის მოთხრობა „პეტრიას ოჯახი“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ მიხეილ ერასტის ძე დარახველიძემ განაცხადა, რომ მისი სახელი შეცდომით იყო ჩაწერილი სახელმწიფო სათათბიროს წევრთა ამომრჩევლების სიაში.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ნინო ანდრონიკაშვილის სტატიის მიხედვით, 15 თებერვალს სიღნაღში გამართული ქართულ-რუსული წარმოდგენის შემოსავალი 112 მანეთი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს დოლგოლენკო ვექილად მუშაობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ვიტოვიჩი თელავის მომრიგებელი მოსამართლე იყო.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სოფიო ივანეს ასულ პოზნიაკოვისას ვერაზე სართულნახევრიანი სახლი ჰქონდა პატარა მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 14 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ერისთავი რამდენიმე თვე საფრანგეთის სატუსაღოში იყო.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 14 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტერბურგში ცალკე წიგნად უნდა გამოსულიყო ივანე თხორჟევსკის მიერ რუსულად ნათარგმნი ქართული ლექსები.

1889

ტიპი: განათლება

1889 წლის მაისში მ. ბეზირგანიშვილს კიევის უნივერსიტეტის საექიმო განყოფილება უნდა დაესრულებინა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სოფიო ივანეს ასულ პოზნიაკოვის ვერაზე მდებარე სართულნახევრიან სახლს პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნატალია ნიკოლოზის ასულ თამამშევსა და ლევან ავეტის ძე ზურაბოვს თბილისში, მუხრანიანთ და პოლიციის ქუჩაზე, ერთი სამსართულიანი, ერთი ორსართულიანი და ერთი ერთსართულიანი სახლი ჰქონდათ ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.