რეგისტრირებული ფაქტები87565
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 ოქტომბრის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ვრასკ გალკინის მიერ შედგენილი პროექტი კავკასიაში ციხეებისა და საპყრობილეების მოწყობის შესახებ მინისტრთა კომიტეტმა დაამტკიცა. მოგვიანებით ჩრდილო და ამიერ კავკასიაში შეუდგებოდნენ საკატორღო ციხისა და ორი საპყრობილის მშენებლობას, რომლისთვისაც თანხა გამოყოფილი იყო. ასევე, გადაწყვეტილი იყო ზოგიერთი სამხედრო უწყება ციხეებად გადაეკეთებინათ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვრასკ გალკინმა კავკასიაში ციხეებისა და საპყრობილეების მოწყობის პროექტი შეიმუშავა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაი სახელმწიფო მდივანი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გაზეთი „კავკაზი“ იუწყებოდა, რომ ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაი 21 ოქტომბერს ბაქოში ნავთის წარმოების საქმის შესასწავლად გაემგზავრა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. ერმალოვმა ბაქოში ნავთის მწარმოებლებს განუცხადა, რომ მთავრობამ ბაჟი დააწესა ნავთზე, თუმცა ჯერ არ იყო გადაწყვეტილი, რა ფორმით გადაიხდიდნენ ახალ გადასახადს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 ოქტომბრის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ საინტერესო იქნებოდა გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის კომედიის „ხათაბალის“ წარმოდგენა, რადგან დავით მერაბის ძე გამყრელიძისა და ვასილ ალექსის ძე აბაშიძის მიერ ნათამაშევ ისაიას როლს ერთმანეთს შეადარებდნენ.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 29 ოქტომბერს გაბრიელ დემიდოვი სარდაფში ჩავარდა და გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 28 ოქტომბერს ედიშერ ჭიაურელის საწვრილმანო დუქანი გაძარცვეს და წაიღეს დახლი, ერთი თუმანი, სამი თუმნის ღირებულების ბარათები და თამასუქები.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 2 ნოემბერს მცხეთის სობოროში ნინო ლევანის ასულის ბაგრატიონის პანაშვიდი გაიმართებოდა. პანაშვიდისთვის თბილისიდან მცხეთამდე საგანგებო მატარებელი იყო დანიშნული.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ედიშერ ჭიაურელი თბილისში საწვრილმანო დუქანს ფლობდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილი მღვდელ-მისიონერი იყო.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო ლევანის ასული ბაგრატიონისა და ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონის შვილი კონსტანტინე ივანეს ძე მუხრანბატონი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული განცხადებით ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი და კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი ნათესავებსა და ნაცნობებს ნინო ლევანის ასული ბაგრატიონის გარდაცვალებას აუწყებდნენ.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო ლევანის ასული ბაგრატიონის მეუღლე ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი გენერალ-ლეიტენანტი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 ნოემბერს არწუნისეულ თეატრში გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის ოთხმოქმედებიან კომედიას „ხათაბალას“ წარმოადგენდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარელი, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, მ. ლეონიძისა, ტარიელოვისა, კოტე დიმიტრის ძე ყიფიანი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 4 სექტემბერს ახალქალაქში წყალობა დანდუროვი ცოფიანმა ძაღლმა დაკბინა და 9 ოქტომბერს ცოფით გარდაიცვალა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 1-ლ ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში ყორღანოვის, ტერ-მიკირტიჩიანისა და ტერ-შმოვანოვის საქმეს მეორედ განიხილავდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ელი ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძემ სოფ. ნინოწმინდასა და მთიულეთში აღმოჩენილი სპილენძის დანა, ფარი და ხმლის მსგავსი არქეოლოგიური ნივთები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმს გადასცა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მაისურაძემ ზაქათალის მაზრის სოფელ ალიბეგოში არყის საწარმო „ზავოდი“ დააარსა.

