რეგისტრირებული ფაქტები87564
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ლი ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ისტორიკოს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძეს სოფელ მლეთიდან გამოუგზავნეს ფარის და ხმლის ტარის მსგავსი არქეოლოგიური ნივთი, რომელიც მთიულეთის ერთ-ერთი ძველი ეკლესიის მახლობლად აღმოაჩინეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ლი ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ისტორიკოს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძეს სოფელ მლეთიდან გამოუგზავნეს არქეოლოგიური ნაშთი ხანჯლის მსგავსი დანა, რომელიც თბილისის მაზრის სოფელ ნინოწმინდის ე. წ. „დედაბრიაანთ ხევში“ აღმოაჩინეს.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 1-ელი ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, წყალობა დანდუროვი მდიდარი ვაჭარი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 ივლისს დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილმა მაჰმადიანი პოპიაშვილი ქრისტიანად მონათლა და სიმეონი დაარქვა. ნათლობას უამრავი ადამიანი დაესწრო, ნათლობის შემდეგ პოპიაშვილს ხალხი სიხარულისაგან გარს ეხვეოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ინჟინერი კონრადი ბელგიიდან თბილისში დაბრუნდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი სოფელ წინამძღვრიანთკარის სასოფლო მეურნეობის სკოლის მზრუნველი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის მმართველი იყო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ყოველკვირეული ლიტერატურული გაზეთ „თეატრის“ გამოწერის მსურველებს განცხადების შეტანა შეეძლოთ თბილისში, რედაქციის კანტორაში, არწუნისეული ქარვასლის N 10-ში. განცხადებას რედაქტორ-გამომცემლის ნაცვლად ხელი მოაწერა ვალერიან ლევანის ძე გუნიამ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძემ გამოაქვეყნა განცხადება, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებელში სწავლის მსურველებს 15 აგვისტოდან უნდა შეეტანათ საბუთები: სწავლის თხოვნა, ბანკის, ასაკისა და აზნაურობის მოწმობა. მოსწავლეების მიღება აგვისტოს ბოლომდე დასრულდებოდა.

