საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82671

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 დეკემბერს მუსტაფა იზმაილოვმა სპარსეთის ქვეშევრდომი მუგდუსა ოჰანეზოვი გაძარცვა, წაართვა ვერცხლის საათი და სამ ადგილას დაჭრა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხევიჩი პოლიციელი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მუსტაფა იზმაილოვი ცხენოსანი ჯარისკაცი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიმონოვი დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 5 აგვისტოს ივანე მელნიკოვი მტკვარში დაიხრჩო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბათუმში ალფონს ჯეიმს დე როტშილდმა ნავთობის მრეწველობის საქმე წამოიწყო. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 4 მილიონ მანეთს შეადგენდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ ბესარიონ ნიჟარაძის ფელეტონი „ოთხი დღე“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კოვალევსკის ნაშრომი სვანეთის შესახებ მალე დაიბეჭდებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 დეკემბერს არწუნისეულ თეატრში ხუთმოქმედებიან დრამას „ედმონდ კინის“ წარმოადგენდნენ: კოტე სიმონის ძე მესხი, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძისა, ნინა ივანეს ასული ლორის-მელიქოვისა, თამაროვისა, ეფემია სიმონის ასული მესხი, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბათუმში ალფონს ჯეიმს დე როტშილდის მიერ წამოწყებულ ნავთობის საქმეს ერისთავი და ორბელიანი უხელმძღვანელებდნენ. ეს ქართველებისთვის პირველი დიდი სავაჭრო საქმე იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კოვალევსკის გაზეთ „დროებისა“ და „ივერიის“ ის ნომრები, რომლებშიც სვანეთის შესახებ იყო ინფორმაცია ყველა საგულდაგულოდ უჯრაში ჰქონდა შენახული.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვის ფსევდონიმი ორანი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 დეკემბერს არწუნისეულ თეატრში ერთმოქმედებიან ვოდევილს „აყალ-მაყალი ცოლ-ქმარს შუას“ წარმოადგენდნენ: კოტე სიმონის ძე მესხი, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძისა, ნინა ივანეს ასული მელიქოვისა, თამაროვისა, ეფემია სიმონის ასული მესხი, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ არტემ მიხეილის (ემანუელის) ძის ახნაზაროვის ავტორობით მარკიზა კოლომბოს მოთხრობა „თეთრში გახვეული“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ექიმმა ვერმიშევმა პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ქალაქის სასტუმროების სამზარეულოები შეამოწმა და ყველა სუფთა და მოწესრიგებული აღმოჩნდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე მელნიკოვი კავკასიის რეზერვის ბატალიონის ჯარისკაცი იყო.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკო იოსელიანი ქუთაისის გიმნაზიის VIII კლასში სწავლობდა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლევან გოცირიძე ქუთაისის გიმნაზიის VIII კლასში სწავლობდა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ბარათაშვილი ქუთაისის გიმნაზიის VIII კლასში სწავლობდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის მმართველობის წევრი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუტკოვსკი ექიმი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი პეტრეს ძე ფურცელაძე ხელმწიფის სასახლიდან კახეთში არქეოლოგიური ნაშთების აღსაწერად გაგზავნეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის მმართველობის წევრი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარე იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ექიმმა რუტკოვსკიმ პოლიციასთან ერთად დუქნები შეამოწმა და გადაყარეს გაფუჭებული 6000-ზე მეტი საზამთრო, სამ ფუთამდე ლორი, ერთ ფუთამდე ძეხვი, ორ ფუთამდე დოში და ორი ფუთი თევზი.