საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87540

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორის საქალებო პროგიმნაზიამ მადლობა გადაუხადა ს. ნ. და დ. ა. ციციშვილებს 30 მანეთის შეწირვისათვის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი იყო ერობის სათათბიროს წევრი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი იყო ბელეტრისტი.

1918

ტიპი: სახელი

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ არსენ ანტონის ძე მამულაიშვილის ფსევდონიმი იყო ლალიონი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 18 სექტებერის ღამეს გარდაიცვალა ქართველი ბელეტრისტი არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი (ლალიონი).

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ პ. კახიანი იყო რესპუბლიკის მთავრობის რწმუნებული დუშეთის ოლქში განვითარებული მოვლენების გამოძიების საქმეში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, დუშეთში დატრიალებული ამბების გამოძიების საქმეში რესპუბლიკის მთავრობის რწმუნებულმა პ. კახიანმა მოქალაქეებს განუცხადა, რომ ივნის-ივლისში დუშეთის ოლქში განვითარებული მოვლენების გამოძიება დასასრულს უახლოვდებოდა. ამიტომ იგი თხოვდა მოქალაქეებს, მოეწოდებინათ საგამოძიებო კომისიისათვის ყველა სახის დოკუმენტი, რაც უკავშირდებოდა დუშეთის საქმეს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 18 სექტემბერს მერვე კომისარიატის რაიონში მდებარე რკინიგზის ტერიტორიაზე მოკლეს პრაპორშჩიკი ივანე კარჯელაძე.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ბონდარევი რძის დაწესებულზე ზედმეტ ფასში გაყიდვისთვის დააჯარიმეს.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 200 რუბლით დაჯარიმებულ იქნა ა. ვართანიანი, ხორცის დახლის ნებართვის გარეშე გახსნისათვის.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ე. პ. ხოჯევანოვა კერძო ქალთა პროგიმნაზიას ფლობდა ქალაქ ქუთაისში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ქუთაისის ე. პ. ხოჯევანოვას კერძო ქალთა პროგიმნაზიაში სწავლა იწყებოდა 20 სექტემბერს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ბაიაზეთის ოლქში ატეხილი არეულობის გამო იქაურები შუამდგომლობდნენ სომხეთის მთავრობის წინაშე, ს. ა. ყორღანოვის კომისრად დანიშვნის თაობაზე. მათი აზრით, ყორღანოვი შეძლებდა ოლქში წესრიგის დამყარებას.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ლიტვის სახელმწიფოს სრულუფლებიან წარმომადგენლად კავკასიის ქვეყნებში დაინიშნა ფ. ი. დაილიდი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მამედ იუსუფის ძე ჯაფაროვი იყო აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ აბდულ ქერიმ ფაშა იყო თურქეთის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 სექტემბერს ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე აზერბაიჯანის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა საქართველოში, მამედ იუსუფის ძე ჯაფაროვმა 1000 რუბლი გაიღო უპოვართათვის დასარიგებელი ცხვრის ხორცის საყიდლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 სექტემბერს ყურბან-ბაირამის დღესასწაილზე აზერბაიჯანის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა საქართველოში, მამედ იუსუფის ძე ჯაფაროვმა თბილისის მეჩეთს შესწირა 500 რუბლი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი დავით გიორგის ძე ჩიქოვანი სამეგრელოდან თბილისში დაბრუნებულა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორის საქალებო პროგიმნაზიამ ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავს 25 მანეთის შეწირვისთვის მადლობა გადაუხადა.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიციელი სარქისოვი რკინიგზით არაფხიზელ მდგომარეობაში მგზავრობდა და კონდუქტორმა ვაგონიდან გადასვლა სთხოვა, იგი გაბრაზდა და თავად კონდუქტორს დაუპირა გადაგდება. ხმაურზე სხვა პოლიციელები მივიდნენ და სარქისოვი დააკავეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სარქისოვი პოლიციელი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. ერმალოვი პეტერბურგიდან კავკასიაში ნავთისა და ჭაჭის არყის წარმოების საქმეების გასაცნობად გაემგზავრა.