რეგისტრირებული ფაქტები87540
სორტირება თარიღი მზარდობით
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის სექტემბერში ნ. კაპანაძის სახლში საბურთალოზე კულტურული დაწესებულების დაარსების მსურველთა მეორე კრება გაიმართა, რომელსაც 21 წევრი დაესწრო.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის სექტემბერში ნ. კაპანაძის სახლში სცენისმოყვარეთა წრის, „საბურთალოსთვის“ შეიმუშავეს წესდება და აირჩიეს ორი წევრი – გიორგი ალექსის ძე მაღრაძე და პავლე ხეთაგაშვილი. მათ წესდების დამტკიცებაზე ზრუნვა და სათეატრო საქმის მოწესრიგება დაევალათ.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 3 სექტემბრიდან აკაკი გვახარია სახალხო სკოლების დირექციის განკარგულებით დაინიშნა ოქროსქედის დაწყებით სკოლაში მასწავლებლად.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 4 სექტემბერს სათავადაზნაურო გიმნაზიის კომიტეტმა ანა გიორგის ასული ალშიბაია ქალთა გიმნაზიის უფროს კლასებში ფრანგული ენის მასწავლებლად მიიწვია.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 4 სექტემბრიდან 1918 წლის პირველ სექტემბრამდე ანა გიორგის ასული ალშიბაია თბილისის ყოფილ სათავადაზნაურო ქალთა გიმნაზიაში პედაგოგად მსახურობდა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის ფილიალის გამგეობა (დროებითი თავმჯდომარე – ტიტე კახიძე) მთავარ გამგეობას ატყობინებს ქართული სკოლის მძიმე ნივთიერ მდგომარეობას და სთხოვს მატერიალური შემწეობის აღმოჩენას, რათა დახურვისგან იხსნან ეს მეტად საჭირო სასწავლებელი.
1913
ტიპი: განათლება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის (დროებითი თავმჯდომარე – ტ. კახიძე) შეტყობინების თანახმად, 1913 წლის სექტემბერში 100 ბავშვზე მეტი იყო კავკავის ქართულ სკოლაში სწავლის მსურველი, მაგრამ უკიდურესად მძიმე ნივთიერ მდგომარეობაში ჩავარდნილმა სკოლამ მხოლოდ 64 მოსწავლის მიღება შეძლო.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ (თავმჯდომარე – გ. ყაზბეგი) თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორ ბელიაევის მიერ კავკავის ქართულ სკოლაში ჩატარებული რევიზიის დასკვნა გაუგზავნა საზოგადოების ადგილობრივი ფილიალის გამგეობას (დროებითი თავმჯდომარე – ტ. კახიძე) და სთხოვა, საკუთარი გამოძიება ჩაეტარებინათ სკოლის ვითარების შესასწავლად და შეძლებისდაგვარად სწრაფად ეცნობებინათ პასუხი.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 24 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ხელოსან ნიკ. ოკუჯავას ინიციატივით დიდუბეში საღამოს კურსები დაარსდა.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილება გაიხსნა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 13 ოქტომბერს კლემენტი კონსტანტინეს ძე თოფურიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების თავმჯდომარე გახდა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 13 ოქტომბერს გიორგი ქრისტეფორეს ძე კვიტაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების მდივანი გახდა.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილება გაიხსნა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 13 ოქტომბერს ლუკა გიორგის ძე ხარაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების ხაზინადარი გახდა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 13 ოქტომბერს იოსებ ფილორის ძე ცისკარიშვილი, გიორგი იორამის ძე ცხომელიძე და ნიკოლოზ ჩლაიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები გახდნენ.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 13 ოქტომბერს პარმენ არჩილის ძე ჯაფარიძე, ივანე დიმიტრის ძე ჩხიკვიშვილი, ტრიფონ რომანოზის ძე თაბუკაშვილი და ერმალოზ თეიმურაზის ძე ცხადაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების გამგეობის წევრები გახდნენ.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 20 ოქტომბერს ტიტე კახიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრთა საერთო კრებას ესწრებოდნენ: მოსე კალანდარიშვილი, იოსებ შვილევი, ზაალ მჭედლიშვილი, დიმიტრი ერქომაიშვილი, გრიგოლ ბურდული, ივანე ჩითაევი და 38 სხვა წევრი. კრების მდივნად ვარლამ ბურჯანაძე აირჩიეს.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საერთო კრებამ ფეხზე ადგომით პატივი მიაგო სოფიო კულიკოვსკაია-თურქესტანიშვილის ხსოვნას. მან 1000 მანეთი უანდერძა კავკავის ქართულ სკოლას, რომლის დაარსებაშიც თავად მონაწილეობდა.
1913
ტიპი: გარდაცვალება
1913 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საერთო კრების დაწყებამდე მონაწილეებმა ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს სახელოვანი პედაგოგის – იაკობ გოგებაშვილის, პროფესორ ალექსანდრე ხახანაშვილისა და არჩილ ჯორჯაძის ხსოვნას.
1913
ტიპი: სტატუსი
კავკავის ქართველ ქალთა წრე (თავმჯდომარე – სოფიო კალანდარაშვილისა) მადლობას უხდის ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილების ქალთა პროფესიული სკოლისთვის თბილისიდან მოწვეულ პედაგოგს – სოფიო გიორგის ასულ ჩიტაძეს, რომლის ჯამაგირი თავიდან თვეში 40 მანეთი იყო, მაგრამ სკოლის ნივთიერი გაჭირვება რომ ნახა, მასწავლებელი მეორე წლიდან 30 მანეთს დათანხმდა (მაშინ როცა, პირიქით – ანაზღაურების მომატებას იმსახურებდა). შესაბამისად, ს. ჩიტაძის ხელფასი 1911 წელს 480 მანეთი იყო, ხოლო 1912 წელს – 360 მანეთი.
1913
ტიპი: სტატუსი
ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის ფილიალის გამგეობის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, 1913 წლის 1-ლი იანვრიდან 20 ოქტომბრამდე გამგეობის დროებითი თავმჯდომარე იყო ტ. კახიძე, მდივანი – ვ. ბურჯანაძე, ხაზინადარი – ზ. კიკნაძე; გამგეობაში შედიოდნენ: ი. შვილიევი, ი. ფიცხელაური, მ. კალანდარიშვილი, ზ. მჭედლიშვილი, გრ. ბურდული, ი. ლორთქიფანიძე, დ. სხირტლაძე, დ. ერქომაიშვილი, ი. ჩითაშვილი (ხელს აწერს დროებითი მდივანი მიხ. ბურდული).
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის იანვრიდან 20 ოქტომბრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის გამართულ 16 სხდომიდან ტიტე კახიძე დაესწრო 16-ს, იოსებ შვილევი – 9-ს, ივანე ფიცხელაური – 6-ს, მოსე კალანდარიშვილი – 12-ს, ზაალ მჭედლიშვილი – 9-ს, ვარლამ ბურჯანაძე – 11-ს, გრიგოლ ბურდული – 6-ს, ზაქარია კიკნაძე – 3-სა და იასონ ლორთქიფანიძე – 9-ს.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის ფილიალის საზოგადო კრებამ აირჩია გამგეობის თავმჯდომარე და გამგეობისა და სარევიზიო კომისიის წევრები. შალვა ნუცუბიძის წინადადებით, კრებამ ძველ გამგეობას მადლობა გამოუცხადა 3 წლის განმავლობაში საზოგადო საქმის სამსახურისთვის.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საერთო კრებამ გამგეობის ახალ თავმჯდომარედ ღია კენჭისყრით ერთხმად აირჩია ალექსანდრე გიორგის ძე დუმბაძე.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საერთო კრებამ ფარული კენჭისყრით აირჩია სარევიზიო კომისიის სამი წევრი (ექიმი მ. ა. კალანდარიშვილი, ა. ნ. ჩხუბიანი, პავლე მეფურნოვი) და წევრობის ორი კანდიდატი – ვ. ნ. ზირაქიშვილი, დავით ვაშალომიძე (კრების თავმჯდომარე – ტ. კახიძე, მდივანი – ვ. ბურჯანაძე).

