საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87540

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 30 იანვარს გზათა სამინისტროს სალიკვიდაციო განყოფილების საქმეების რწმუნებულმა ირაკლი გოპაძემ (ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ლეონიდ ჯაფარიძე) საავტომობილო განყოფილების მატერიალური ნაწილის მმართველს სთხოვა, გაეცა განკარგულება სამხედრო რკინიგზების ლიკვიდაციის ყუთების სამინისტროს არქივში გადაზიდვის დასამთავრებლად 1 თებერვალს, 10 სთ-ზე, სამინისტროს შენობაში საბარგო მანქანა გაეგზავნათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

ოლქის უფროსის, ინჟინერ თუმანოვის 1918 წლის 8 ივნისის ბრძანებით, სახელმწიფო სამსახურში ჩარიცხეს საოლქო სამმართველოს თავისუფლად დაქირავებული თანამშრომლები: კლავდია ბაუერი, ნადეჟდა გოლდშადი და ოლგა სოკოლოვა. მათთვის ამავე სამმართველოს კანცელარიის თანამშრომლებს ანგარიშზე თანხა უნდა ჩაერიცხათ (ბაუერისთვის – 1906 წლის 6 ნოემბრიდან, გოლდშადისთვის – 9 ნოემბრიდან და სოკოლოვასთვის – 1 ნოემბრიდან) იმ პირობით, რომ სამოქალაქო სამსახურში ყოფნისას სახელმწიფოს საპენსიო კაპიტალში ყოველწლიურად 7. 20 მანეთს შეიტანდნენ.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელია საზოგადოების ქუთაისის განყოფილების 1914 წლის 1 იანვრის ანგარიშში დამატებულია წინა წლის წევრთა სიაში გამორჩენილი ორი პირი – სტეფანე ანტონის ძე კამპანიონი და ოლღა ტარიელის ასული შენგელია.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის 1 ნოემბერს საქართველოში ჩამოვიდა იტალიის სამხედრო ატაშე, გენერალური შტაბის პოლკოვნიკი ბერჯელი, რომელიც მიიღეს ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გუსეინოვმა და საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯუღელმა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 1 აგვისტოს, ღამის 11 საათზე, ყუბანის ქუჩაზე ბოროტმოქმედებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ალექსანდრე ხმალაძე მოკლეს.

1934

ტიპი: ღონისძიება

1934 წლის 1 იანვარს ვადა გაუვიდა საქართველოს მუზეუმის დირექციის ბრძანებას ქრისტინე შარაშიძისთვის ზედმეტ საათებში შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების შესახებ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დიდუბის მესამე სარაიონო კომიტეტთან დაარსებული კულტურულ-განმანათლებელი სექციის თხოვნა, აღმოუჩინოს დიდუბის ბიბლიოთეკას 2000 მან. დახმარება წლიურად. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1 მარტიდან მთავარმართებლის განკარგულებით რუსიევი თელავის მაზრის სამმართველოს რეგისტრატორად გადაიყვანეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 1 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან ვალერიან გუნიას შედგენილი „საქართველოს კალენდარი“ 9 შაურად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 1 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვაჟა-ფშაველას „ჩვენი სოფელი“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი იანვრიდან ვასილ გადილიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიაში დაიწყო მუშაობა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე დაამტკიცეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 1 ივნისიდან საზოგადოება ეფროსინე აგლაძეს თვეში — 1 000, ხოლო ოლღა ჭავჭავაძეს 5 000 მანეთით დაეხმარებოდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს მარიამ პრესნიაკოვისა თბილისში ამიერკავკასიის რკინიგზაზე მოსამსახურეთა შვილებისთვის დაარსებული ორკლასიანი სასწავლებლის მზრუნველი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს ს. კიკნაძე მოსამსახურედ მუშაობდა მიხეილ შიუკაშვილთან.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 14 მარტს ოსმალეთის კონსული ჰასიბ-ბეი ბათუმიდან თბილისში დაბრუნდა.

1889

ტიპი: განათლება

1889 წლის მაისში კ. ქუთათელაძეს კიევის უნივერსიტეტის საექიმო განყოფილება უნდა დაესრულებინა.

1889

ტიპი: განათლება

1889 წელს დ. აბაშიძე კიევის უნივერსიტეტის საექიმო განყოფილების სტუდენტი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 14 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფ. სვირში ალ. ნიჟარაძესა და დავ. აბაშიძეს კონფლიქტი ჰქონდათ.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს დათიკო კოჭლამაზაშვილი დავით ჯორჯაძესთან მოსამსახურედ მუშაობდა.

1889

ტიპი: განათლება

1889 წელს კალისტრატე მიხეილის ძე ცინცაძე კიევის სასულიერო აკადემიის სტუდენტი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს თელავში პეტრე პეტრიაშვილი ევგენია ჯორჯაძესთან მზარეულად მუშაობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 მარტს თბილისის ოლქის სასამართლოში ევგენია ჯორჯაძის საქმის გარჩევაზე სოსიკო ონიკაშვილი მოწმედ გამოვიდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 იანვრიდან ქართველ მწერალთა კლუბ “ქიმერიონში“ წარმოადგენდნენ განახლებულ პროგრამას, რომლის რეჟისორი იყო ლეო გალი, კონფერანსიე − ნეჩაევი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ (რუსთაველის გამზ. 21) ყოველდღე გაიმართებოდა სადილი და დაუკრავდა ანგელესკოს რუმინული ორკესტრი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვარს საღამოს 9-ის ნახევარზე ქართულ კლუბში გაიმართებოდა საოჯახო საღამო, რუსული დრამის თეატრი „ტარტო“ წარმოადგენდა კომედიას „საბრალო ფედია“. მონაწილეობდნენ: ალეშკო, ზელიონაია, იანსი, პოლიაევი, როგაჩევსკი.