რეგისტრირებული ფაქტები87540
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 დეკემბრიდან ძმების ნიკიტინების ცირკმა წარმოდგენების გამართვა დაიწყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე პოლიკარპეს ძე შიმკევიჩი არქიტექტორი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით მერაბის ძე გამყრელიძეს სცენაზე თამაშის დიდხნიანი გამოცდილება არ ჰქონდა, თუმცა მიუხედავად ამისა მისი შესრულებული როლები სასიამოვნო სანახავი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კ. მ. მაქსიმიძე გამოცდილი არტისტი იყო. მან ვოდევილში „სუსტ მხარეში“ თავისი როლი საკმაოდ კარგად შეასრულა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ოქტომბერში თბილისის პირველმა სამკითხველომ ხარჯების სახით 24 მანეთი და 29 კაპიკი გასცა. ფაქტი ხელმოწერით ილია ჭავჭავაძემ დაადასტურა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს: ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძე, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა, ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილი, პავლე თევდორეს ძე დადვაძე და შალვა ნიკოლოზის ძე დადიანი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 ივლისს ცხინვალში ერთ-ერთი სახლის მშენებლობის დროს კალატოზი ცერაძე დაშავდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 23 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე მაკაროვი თბილისში ვაჭარი იყო.
1889
ტიპი: გარდაცვალება
1889 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექს და გრიგოლ ასლამაზოვებმა ბაგრატ ტერ-მოსესოვი მოკლეს და მტკვარში გადააგდეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 19 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში ვალერიან გუნიას კალენდარი დიდი რაოდენობით იყიდებოდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 19 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე ხოჯაევი კავკასიის სამეურნეო საზოგადოებამ ვაზის ავადმყოფობასთან საბრძოლველად გამგზავნა ქუთაისში.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 19 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე მიხეილის ძე ალიხანოვი სამოქალაქო სამოსწავლო კომიტეტის სხდომის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ბესარიონ ისაიას ძე კუხიანიძეს ქუთაისში ერთსართულიანი სახლი ჰქონდა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ნატალია რაფაელის ასულ ქაჯაიას ქუთაისში ორი ერთსართულიანი სახლი ჰქონდა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ბესარიონ ისაიას ძე კუხიანიძის ქუთაისში მდებარე ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნატალია რაფაელის ასულ ქაჯაიას ქუთაისში მდებარე ორ ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ირაკლი გრიგოლის ძე მესხს ქუთაისში, ნიჟარაძის ქუჩაზე, ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ორი ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ირაკლი გრიგოლის ძე მესხის ქუთაისში მდებარე ერთსართულიან სახლს ორი ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1892
ტიპი: თანამდებობა
გაზეთ „ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომრის ცნობით, ლეჩხუმის მაზრაში მომრიგებელი შუამავალი იყო დიმიტრი ბაქრაძე.

