საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87540

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 25 ნოემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „Кавказ“-ის ცნობით მიხეილ იაკუბოვი და არტემ მოლდავანოვი 25 მანეთის გაყალბებისთვის ბათუმში დააკავეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 ნოემბერს ივ. არასხანიანცის მოხსენებას თემაზე „აღებ-მიცემობა და ვაჭრობა პურისა ამიერკავკასიაში“ კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე განიხლავდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 ნოემბერს მარიამ მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძეს თავის ბენეფისზე ვერცხლის ყავადანი აჩუქეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 ნოემბერს ქართულ თეატრში მარიამ მიხეილის ასულის საფაროვა-აბაშიძის ბენეფისზე წარმოადგინეს სამმოქმედებიანი კომედია „დავიდარაბა“ და ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ბარაქალა მასწავლებელო“.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალფონს ჯეიმს დე როტშილდს ესპანეთის ვენახები ჰქონდა შესყიდული და ღვინოს თითქმის ყველა ქვეყანაში ყიდდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალფონს ჯეიმს დე როტშილდი გეგმავდა კავკასიის ვენახები შეესყიდა და ადგილობრივი ღვინო საზღვარგარეთ გასაყიდად გაეტანა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 ოქტომბერს სტარიცკიმ განჯის გიმნაზიის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წაიკითხა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 ოქტომბერს სტარიცკიმ განაცხადა, რომ განჯის გიმნაზიაში რაოდენობრივად პირველ ადგილზე ქართველი მოსწავლეები იყვნენ, მეორეზე – რუსები, მესამეზე – თათრები და სომხები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 ოქტომბერს სტარიცკიმ განაცხადა, რომ განჯის გიმნაზიაში სულ 226 მოსწავლე სწავლობდა. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი სომხები იყვნენ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტარიცკი განჯის გიმნაზიის დირექტორი იყო.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ჟურული სასწავლებლად საფრანგეთში გაემგზავრა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. დგებუაძე საფრანგეთში სასწავლებლად გაემგზავრა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილ. ანჯაფარიძემ ოდესაში იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ხარაძემ ოდესაში იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გ. ჩაჩიბაიამ ოდესაში იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალ. ჭავჭავაძემ ოდესაში იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თ. ს. კაცი იყო დირიჟორი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ წილოსანი რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში მუშაობდა მომსახურე პერსონალად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ რკინიგზის საექიმო-სანიტარული ნაწილის კომისარ ნინუას უახლოეს თანაშემწედ და საექიმო-სანიტარული სამსახურის ფაქტიურ მმართველად დაუნიშნავს გიორგაძე, რომელიც არაერთგზის იყო მხილებული სხვადასხვა დანაშაულში და სამსახურებრივ გულგრილობაში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს გიორგაძე სადგურ ელიზავეტპოლიდან სხვა ადგილზე გადაიყვანეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის აპრილში სადგურის „Елизаветпол“ აღმასრულებელმა კომიტეტმა გიორგაძეს მექრთამეობაში დასდო ბრალი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ 1917 წელს სადგურზე „Елизаветпол“ გიორგაძეს მიუთვისებია ბილეთების შესაძენად გამოყოფილი თანხა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მერვე საექიმო ნაწილის ექიმს დაუდევს დასკვნა, სადაც იგი გიორგაძეს, როგორც უსარგებლო მუშაკს ახასიათებდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მერვე საექიმო ნაწილის საბჭოს წარუდგენია წერილობითი განცხადება გიორგაძის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ნავთის სადგურის „Багрушев“ თანამშრომლებს საჩივარი დაუწერიათ გიორგაძეზე, იმის გამო, რომ იგი არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.