რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1914
ტიპი: ნასამართლეობა
1914-1919 წლებში სიმონ ექვთიმეს ძე ღლონტი რევოლუციონერობის გამო ციმბირში იყო გადასახლებული.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ბარბალე გარსიაშვილი თბილისის საქველმოქმედო სკოლის ქართული ენის მასწავლებლობის კანდიდატი იყო.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელია საზოგადოების ქუთაისის განყოფილების 1914 წლის 1-ელი იანვრის ანგარიშში დამატებულია წინა წლის წევრთა სიაში გამორჩენილი ორი პირი – სტეფანე ანტონის ძე კამპანიონი და ოლღა ტარიელის ასული შენგელია.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს მობილიზაციის დროს იოსებ აბაკელია სამხედრო სამსახურში გაიწვიეს და უფროს ექიმად დანიშნეს მე-20 არტილერიის პარკის ბრიგადაში.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლიდან იოსებ აბაკელია 7 თვე იმყოფებოდა კავკასიის ფრონტზე (სარაყამიშთან ბრძოლის დროს); 4 თვე გალიციაში, 11 თვე ჩრდილოეთის ღვინის ფრონტზე და 10 თვე სამხრეთ-დასავლეთის, ანუ ბროდის ფრონტზე.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს შალვა ამირეჯიბი ქუთაისში გადასახლს და იქ რედაქტორობდა გაზეთ „სამშობლოს“, შემდეგ – „იმერეთს“.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის სექტემბრიდან დეკანოზი აბრამ გაზაიანცი თბილისის II კომერციული სასწავლებლის სომხურ-გრიგორიანული ღვთის კანონისა და სომხური ენის მასწავლებელი იყო. მისი ხელფასი 3650 მანეთს შეადგენდა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914-1917 წლებში არტაშ ზაქარიას ძე მიკაელიანცი მუშაობდა კერძო ქარხნებში მოსწავლე ზეინკლად.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლიდან 1918 წლამდე ლიდია გეპშტეინი თბილისში ექიმ გრიგოლ მუხაძესთან ერთად მუშაობდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილებას მხოლოდ ერთი სკოლა ჰქონდა. ბიბლიოთეკაში სისტემატურად იმართებოდა ქართული წარმოდგენები.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ევსევი ჩიხლაძე და დავით თედეშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის ნოემბერში ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე ბათუმის სკოლის მასწავლებელი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილ წევრს, არქიმანდიტრ ნესტორ ყუბანეიშვილს, 1914 წლის 1-ლი იანვრის ჩანაწერის თანახმად, ერთიანად აქვს გადახდილი საწევრო შესატანი (100 მანეთი).
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს სერგო გ. გიორგობიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1914
ტიპი: სტატუსი
1914 წლის 1-ლი იანვრისთვის ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილ წევრებად ირიცხებიან: ბართლომე მოსეშვილი, ვლადიმერ მოსეშვილი, პავლე მოსიძე, გალაკტიონ მომცემლიძე, ნოე მხეიძე, არქიფო მხეიძე, დიმიტრი ნაზაროვი, დავით ნაზაროვი, ალექსი ნაკაიძე, ისიხი ნაკაშიძე, გრიგოლ ნარაკიძე, გრიგოლ ნასარიძე, ვლადიმერ ნაცვლიშვილი, იასონ ნიკოლეიშვილი, ევსევი ნიკოლაძე, ალექსანდრე ნოზაძე, ანტონ ოდიშარია, მიხეილ ორაგველიძე, ვანდრიკა ოქრომჭედლიშვილი, იოსებ ოცხელი, სიმონ ოცხელი, ეპიფანე ოყროშიძე, გრიგოლ პავლოვი, ივანე პურადაშვილი, პეტრე ჟვანია.

