რეგისტრირებული ფაქტები93528
სორტირება თარიღი მზარდობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“დაბეჭდილი გაბო ბოჭორიშვილის სტატიის მიხედვით, 1906 წელს ქუთაისში გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წიგნსაცავ-სამკითხველო დაიხურა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ფრანგმა დალაქმა ჟერვემ თბილისში სადალაქო კურსების დასაარსებლად შუამდგომლობა აღძრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაბეჭდილი გაბო ბოჭორიშვილის სტატიის მიხედვით, ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს ქალაქის მიერ შეწირული ფული და ადგილი ჰქონდა შენობის ასაშენებლად.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 ნოემბერს ქართულ დასს ბათუმში უნდა წარმოედგინა ნინო ნაკაშიძის პიესა „ვინ არის დამნაშავე?“.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბაქოს ციხის უფროსი სეიდი თბილისის საგუბერნიო ციხის უფროსად დანიშნეს.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვასილ სურკოვი ქურდობისთვის იყო დაპატიმრებული.
1912
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1912 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვარლამ რუხაძეს სამწერლო ასპარეზზე გამოსვლის 20 წელი შეუსრულდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 ნოემბრიდან ქუთაისში პეტრე წულუკიძისა და ალექსანდრე შარაშიძის რედაქტორობით ყოველკვირეული სამეურნეო და საზოგადო ჟურნალი „სასოფლო გაზეთი“ უნდა გამოსულიყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე შარაშიძე ხონში ბევრი სასწავლებლის დაარსებაში მონაწილეობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე შარაშიძემ ხონში ცხენისწყალი გაიყვანა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 17 ნოემბერს ციხიდან გაქცეული ტუსაღი ხუხუა დააპატიმრეს. ორი ტუსაღის კვალს კი ვერ მიაგნეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბეგლარ ახოსპირელის ლექსების მეორე წიგნაკი – „ჩემი ნანინა“ იბეჭდებოდა.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 18 ნოემბერს ხონში არისტო ქუთათელაძის დასაფლავებას ბევრი ხალხი დაესწრო.

