საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87540

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 25 აგვისტოს ე. ი. ქართველიშვილი დიდუბის სასაფლაოზე დაკრძალეს.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონ ჯანდიერი კახეთში ერთ-ერთ მემამულესთან სტუმრობის დროს საქანელაზე ტრიალისას გადმოვარდა და გარდაიცვალა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონ ჯანდიერი თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის მე-4 კლასში სწავლობდა.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლევან ჯანდიერის შვილი სვიმონ ჯანდიერი იყო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლორთქიფანიძე თბილისში ფლობდა დასასვენებელ დაწესებულება „ტრამვაის“, რომელშიც შესვლა მოქალაქეებისთვის 2 შაური ღირდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. ი. ქართველიშვილი ძალიან შრომისმოყვარე და საქმის მცოდნე ადამიანი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. ი. ქართველიშვილი საქალებო გიმნაზიაში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გასულ კვირას ქართულ თეატრში ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის პიესა „ხანუმა“ წარმოადგინეს. სპექტაკლს ბევრი მაყურებელი დაესწრო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი პიესა „ხანუმას“ ავტორი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. ნ. ხუციევს ქუთაისის პეტრე-პავლეს ეკლესიაში წირვის დროს ხანჯლით თავს დაესხნენ. დამნაშავე დააკავეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. ნ. ხუციევი მღვდელი იყო. იგი ქუთაისში პეტრე-პავლეს ტაძარში მსახურობდა.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფიო ბიძინას ასული ერისთავის ძმა მიხეილ ერისთავი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ოქტომბერს არწუნისეულ თეატრში ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი სამმოქმედებიან კომედიაში „რას ვეძებდი და რა ვიპოვეში“ თავადის როლს ითამაშებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ იოსებ ცისკარიშვილის ფელეტონი „ერთი აბაზი ვალი“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ოქტომბერს არწუნისეულ თეატრში ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარელი სამმოქმედებიან კომედიაში „რას ვეძებდი და რა ვიპოვეში“ მაქთაღას როლს ითამაშებდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ოქტომბერს არწუნისეულ თეატრში ვასილ ალექსის ძე აბაშიძე სამმოქმედებიან კომედიაში „რას ვეძებდი და რა ვიპოვეში“ სირაჯის როლს ითამაშებდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი ქუთაისის ქალაქისთავი იყო.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ ნაკაშიძე თავადი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლაი იასონის ძე მალაფეევი ქუთაისის გუბრენატორი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონ იორაიშვილი თბილისში სინოდის კანტორაში საქმეების მოსაწესრიგებლად წავიდა და იქიდან ისე გამოაძევეს, რომ არც კი ჰკითხეს, რა მიზნით იყო ჩასული. ეს ყველაფერი ანტონ და დავით დუმბაძეების დამსახურებით მოხდა, რადგან მათ იორაიშვილზე სინოდში გაგზავნეს საჩივარი, რომელშიც იგი უზნეო ადამიანად ჰყავდათ მოხსენიებული.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ და დავით დუმბაძეები გურიის საეპისკოპოსო კანცელარიიდან სვიმონ იორაიშვილის გაძევებას ცდილობდნენ. მას სამსახურში ბევრი კონფლიქტური სიტუაცია შეუქმნეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ და დავით დუმბაძეები მუდმივად ცდილობდნენ სვიმონ იორაიშვილისთვის პრობლემები შეექმნათ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გურიის მაზრაში ანტონ და დავით დუმბაძეებისა და სვიმონ იორაიშვილის მომხრეები უცხოსთან ერთმანეთისადმი მტრობას არასდროს იმჩნევდნენ. ისინი სხვისი თანდასწრებით ერთმანეთთან ყოველთვის მეგობრულად მუსაიფობდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ და დავით დუმბაძეების მიერ დაქირავებული ინფორმაციის მიმწოდებელი პირები თვალს ადევნებდნენ სვიმონ იორაიშვილსა და მასთან საჩივრის დაწერის თხოვნით მისულ ყველა ადამიანს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გურიის მაზრაში საზოგადოება ორ ნაწილად იყო გაყოფილი: მომხრეები ანტონ და დავით დუმბაძეებისა და სვიმონ იორაიშვილისა. ამ ორ მხარეს შორის მტრობა დღითი დღე იზრდებოდა.