რეგისტრირებული ფაქტები93528
სორტირება თარიღი მზარდობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 ნოემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოწაფეთა დამხმარე საზოგადოებამ მუსიკალურ-დრამატული საღამოს გასამართად გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა მ. ე. შევჩენკოს, პ. ი. პავლინცს, ნ. თ. პერედერეის, ვ. ლ. სამარინსა და ვ. ა. კროტკოვს.
1912
ტიპი: ღონისძიება
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შალვა ამირეჯიბი მონაწილეობას იღებდა ჟურნალ „ერში“. ხოლო 1912 წლის დამლევს სხვებთან ერთად დააარსა ჟურნალი „კლდე“.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 1-ელი დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვერა ბაქრაძე სასწავლო წლის დასრულებამდე ჭიათურის საქალაქო სასწავლებლის პედაგოგად დანიშნეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ 1912 წლის პირველ დეკემბერს გამგეობამ განიხილა თბილისის მეორე სკოლის გამგის თხოვნა, რომ გამგეობას გამოეყო მათთვის თანხა, რათა სკოლაში ყოველ თვიურად მოეწვიათ ქართული ენის მასწავლებელი. საკითხის განხილვა და სკოლის შესახებ მოხსენების გაკეთება გამგეობამ ლუარსაბ ბოცვაძეს დაავალა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის პირველ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ ნინო გიორგის ასულ მონადირაშვილის მათი სკოლის მასწავლებლად დამტკიცება სთხოვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის დეკემბერში ქუთაისის საოლქო სასამართლოს გვეგვე ფაღავას საქმე უნდა განეხილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის დეკემბრიდან ალექსანდრე ილარიონის ძე ჯანელიძეს ლექციები უნდა წაეკითხა ფოთში, ბათუმში, ხონში, სამტრედიაში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ზუგდიდში.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ლ დეკემბერს ქუთაისის გამგეობის დარბაზში ქალთა წრის კრებაზე ანტონ ფურცელაძეს საქართველოს ისტორიის შესახებ უნდა ესაუბრა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 1-ელი დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ელენა ნაზაროვა სასწავლო წლის დასრულებამდე ჭიათურის საქალაქო სასწავლებლის პედაგოგად დანიშნეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ელი დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კარპეზ ჟღენტმა ლონდონიდან მწუხარება გამოთქვა დავით ჟღენტის გარდაცვალების გამო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ლ დეკემბერს ქუთაისის წიგნსაცავის დარბაზში ექიმთა საზოგადოების გამგეობის მორიგ კრებაზე ექიმ კონსტანტინე ტყეშელაშვილს რეფერატი უნდა წაეკითხა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ელი დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გრიგოლ გიორგის ძე გიგინეიშვილმა მომღერალთა გუნდს შესაკრებად და სამეცადინოდ ქუთაისში ბინა უფასოდ დაუთმო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 1-ელი დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, შალვა დადიანი მოძრავი დასის რეჟისორი იყო.
1912
ტიპი: მფლობელობა
1912 წლის 1-ლ დეკემბერს რომანოზ ქაიხოსროს ძე მახარაძემ ქუთაისში ზამთრის ფართლეულის მაღაზია გახსნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ელ დეკემბერს ქალთა წრის კრებაზე ანტონ ფურცელაძემ თავისი პოემის „თამარ ლაზნელი“ ნაწყვეტები წაიკითხა.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის დეკემბერში თეოფანე კვარაკვახიძის მიერ დაჭრილი სტ. ბელიაშვილი გარდაიცვალა.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის დეკემბერში ქუთაისში აგრაფინა ისიდორეს ასული მომცემლიძე გარდაიცვალა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ელი დეკემბრიდან რომანოზ ქაიხოსროს ძე მახარაძემ ფართლეულის მაღაზიაში რამდენიმე დღით იაფი ვაჭრობა გამოაცხადა.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის დეკემბერში იღუმენი ევსევი ჭიჭინაძე გარდაიცვალა. იგი მოწამეთას მონასტრის ეზოში უნდა დაეკრძალათ.

