რეგისტრირებული ფაქტები85205
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: თანამდებობა
იოსებ გიორგის ძე ავალოვი თბილისის II კომერციული სასწავლებლის მათემატიკისა და კომერციული არითმეტიკის მასწავლებელი 1916 წლის 20 აგვისტოდან იყო. მისი წლიური ხელფასი 1560 მანეთს შეადგენდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 10 ოქტომბრიდან არამ სერგოს ძე აზატიანი იყო თბილისის II კომერციული სასწავლებლის თავისუფლად დაქირავებული თანამშრომელი – ბუღალტერიისა და კომერციული კორესპონდენციის მასწავლებელი. მისი ხელფასი 770 მანეთი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის სექტემბრიდან დეკანოზი აბრამ გაზაიანცი თბილისის II კომერციული სასწავლებლის სომხურ-გრიგორიანული ღვთის კანონისა და სომხური ენის მასწავლებელი იყო. მისი ხელფასი 3650 მანეთს შეადგენდა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 1-ელი სექტემბრიდან სარგის სანუელის ძე ტერ-გრიგორიანცი თბილისის II კომერციული სასწავლებლის სომხური ენის მასწავლებელი იყო. მისი ხელფასი 3080 მანეთს შეადგენდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
კლემენსი ემანუილის ძე ბადერი იყო თბილისის II კომერციული სასწავლებლის თავისუფლად დაქირავებული თანამშრომელი _ გერმანული ენის მასწავლებელი 1913 წლის 1-ლი სექტემბრიდან. მისი ხელფასი შედგენდა 2910 მანეთს.
1913
ტიპი: თანამდებობა
იოსებ ვალენტინის ძე გერნერი თბილისის II კომერციული სასწავლებლის თავისუფლად დაქირავებული თანამშრომელი (გერმანული ენის მასწავლებელი) 1913 წლის პირველი სექტემბრიდან იყო. მისი წლიური ხელფასი 3080 მანეთს შეადგენდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
პარმენ ალექსანდრეს ძე გოთუა 1912 წლის 1-ელი სექტემბრიდან თბილისის II კომერციული სასწავლებლის ისტორიის პედაგოგი იყო და მისი ხელფასი შედგენდა 220 მანეთს.
1918
ტიპი: თანამდებობა
გიორგი თევდორეს ძე ჟორდანია თბილისის II კომერციული სასწავლებლის კანონმცოდნეობის მასწავლებელი 1915 წლის თებერვლიდან იყო. მისი ხელფასი 220 მანეთს შეადგენდა.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის 1-ელი სექტემბრიდან გერასიმე სოფრომის ძე იმნაიშვილი თბილისის II კომერციული სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებელი იყო. მისი ხელფასი შედგენდა 660 მანეთს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 1-ელი სექტემბრიდან ლეონიდ ალექსანდრეს ძე კოზლოვსკი თბილისის II კომერციული სასწავლებლის ფიზიკის მასწავლებელი იყო. მისი ხელფასი 660 მანეთს შეადგენდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
მარიამ გაბრიელის ასული ლიონიძე თბილისის II კომერციული სასწავლებლის ფრანგულის ენის მასწავლებელი 1914 წლის 17 სექტემბრიდან იყო. მისი წლიური ხელფასი 1320 მანეთს შეადგენდა.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის 7 აგვისტოს შურა ფაღავამ ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ საზღვარგარეთ ყოფნისას მის შესახებ ამბებს დედისგან იგებდა.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს სამსონ ფირცხალავამ ელენე ტუსენ-შარაშიძეს ქრისტინე შარაშიძის წერილი გადაუთარგმნა.
1936
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1936 წელს საფრანგეთში მყოფ სამსონ ფირცხალავას შეატყობინეს ძმის, ნესტორ ფირცხალავას გარდაცვალების ამბავი.
1920
ტიპი: თანამდებობა
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 17 ოქტომბრის ბრძანების თანახმად, თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მასწავლებელი ივანე გველესიანი დაინიშნა ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორად. დედანთან სისწორეს ადასტურებს საქმისმწარმოებელი ეპიტაშვილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 18 ოქტომბრის N124 ბრძანების თანახმად, 2 ოქტომბრის ბრძანების შესაცვლელად, ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მასწავლებელი ნიკოლოზ დუმბაძე დაინიშნა ჩოხატაურის გიმნაზიის დირექტორად 20 ოქტომბრიდან. დედნის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ეპიტაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 ოქტომბრის განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის ბრძანებით, ჩოხატაურის გიმნაზიის დირექტორი იაკობ თომას ძე ცინცაძე, თავისი თხოვნის საფუძველზე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 3 ნოემბრის N132 ბრძანების თანახმად, საშუალო სკოლის ქართული ენის მასწავლებლის წოდება მიენიჭა ივანე გომელაურს და დაამტკიცეს იმავე თანამდებობაზე თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიაში 1-ლი ნოემბრიდან.
1921
ტიპი: თანამდებობა
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1921 წლის 3 თებერვლის ბრძანებით, 1921 წლის 1-ელი იანვრიდან ალექსანდრე მათეს ძე ვაშაკიძე თბილისის რკინიგზის პირველი უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაამტკიცეს.