საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90418

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ნიკოლოზ ზაქარიას ძე ლეკიშვილმა მარტყოფის სამკითხველოს მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ვიქტორ გოგრიჭიანმა ონის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ვასილ ივანეს ძე კირვალიძემ ონის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ივანე ლობჟანიძემ წესის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ქართული სცენის მოღვაწეთა პირველი ყრილობისთვის კონსტანტინე ანდრონიკაშვილმა მოამზადა მოხსენებები –„ეროვნული დრამა“ და „რეჟისურა“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს სამსონ დავითის ძე კიკვიძემ ჭრებალოს სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს თერაპევტი ივანე გედევანის ძე გომართელი პაციენტებს ოლგას ქუჩის №20-ში იღებდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს თერაპევტი და პედიატრი ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძე პაციენტებს ვარდისუბნის ქუჩის №9-ში იღებდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს სტომატოლოგი ალექსანდრე სოლოღაშვილი პაციენტებს გოლოვინის პროსპექტის №12-ში იღებდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს თერაპევტი გრიგოლ გრიგოლის ძე მაღალაშვილი პაციენტებს ოლგას ქუჩის №12-ში იღებდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს თერაპევტი აბელ ოქროპირის ძე იაშვილი პაციენტებს წყნეთის ქუჩის №18-ში იღებდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს დავით კასრაძემ ფრანგულად თარგმნა იოსებ გედევანიშვილის პიესა „სინათლე“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს თბილისის სარკინიგზო საავადმყოფოს ორდინატორი, ვენეროლოგი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე დიასამიძე პაციენტებს მოსკოვის ქუჩის №4-ში იღებდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ბათუმის ძველი თეატრის მფლობელმა შმაევსკიმ ახალი თეატრის მშენებლობა დაიწყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ზაფხულში იუზა ზარდალიშვილი წაღვერში წარმოდგენების გამართვას გეგმავდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს კონსტანტინე ჭიჭინაძემ დაწერა პოემა „რახი“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ალექსანდრე შანშიაშვილმა გერმანულიდან ქართულ ენაზე თარგმნა „ფაუსტი“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის მაისში ზაქარია ჭიჭინაძემ ანტონ ფურცელაძის გარდაცვალების 6 თვის თავზე გამოსცა წერილების კრებული მისი მოღვაწეობის შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის აპრილში რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი ზამთრის სეზონისთვის დონის როსტოვის ზარაისკაიას დასში მიიწვიეს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ბაბო ასათიანი, ვანო ბარველი, თამარ ბაქრაძე, ბეგლარ ბეგლარიძე, სუზანა ბეჟანიშვილი და შაქრო ბერიშვილი მოქმედი მსახიობები იყვნენ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს სეზმან ერთაწმინდელმა დაწერა ერთმოქმედებიანი დრამა „დაჭრილი არწივი“.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ნიკოლოზ მამულაიშვილი, გ. იორდანაშვილი, ნიკოლოზ მგალობლიშვილი, მიხეილ მარჯანიშვილი და დავით მგალობლიშვილი მოქმედი მსახიობები იყვნენ.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს დავით მესხი, ანდრია მურუსიძე, ვანო მჭედლიშვილი, მიხეილ ჯანოევი, საგინაშვილი-ტოროშელიძე მოქმედი მსახიობები იყვნენ.