რეგისტრირებული ფაქტები81259
სორტირება თარიღი მზარდობით
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 24 აგვისტოს ამიერკავკასიის სამსჯავროს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო სულთანია სამოილის ასულ ვასილიევას სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: ორგანიზაცია
1867 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „დროების“ რედაქცია იუწყება, რომ 20 ივლისიდან მელიქიშვილისა და კამპანიის სტამბა და რედაქცია მდებარეობს თბილისში, ხანის ქუჩაზე, თავად მიხეილ ბებუთოვის სახლებში.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 25 აგვისტოს თბილისის სასწავლებლის დირექცია იუწყებოდა, რომ 1-ელი სექტემბრიდან გორის სასწავლებელში გაიხსნებოდა კლასი გორსა და ახლომდებარე სოფლებში მცხოვრები გოგონებისათვის. სწავლის დაწყების მსურველებს უნდა მიემართათ გორის სასწავლებლის ზედამხედველ ნ. კ. გაუსმანისთვის.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 1-ელ სექტემბერს გორის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად ასლან ნიკოლოზის ძე თარხან-მოურავიშვილის სამი სოფელ კავთისხევში, რომლებიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 1-ელ სექტემბერს ამიერკავკასიის სამსჯავროს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თოროზ აკოფას ძე აკოფოვის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: გარდაცვალება
1867 წლის 3 სექტემბერს ზემო კრიხის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იოანე თამაზას ძე უთმელიძე გარდაიცვალა.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 4 სექტემბერს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო საპატიო მრჩევლის, იოსებ ივანეს ძე ციციშვილის მამული გორის მაზრაში, სოფ. ქვემო ნიჩბისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 11 სექტემბერს თელავის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად იასე რევაზის ძე ანდრონიკაშვილის მამული სიღნაღში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 11 სექტემბერს თელავის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო დარია იოსების ასულ ჯორჯაძის მამული ახმეტაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 11 სექტემბერს ამიერკავკასიის სამსჯავროს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო აბელ ოჰანეზას ძე ბელუევის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 11 სექტემბერს ამიერკავკასიის სამსჯავროს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ივანე შიოს ძე მეტრეველის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 13 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა ბარეულის მაცხოვრის ეკლესია აკურთხა.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 15 სექტემბერს ამიერკავკასიის სამსჯავროს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად მამუკა თომას ძე ჯამბაკურიან-ორბელიანის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს, მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით, შუშის მაზრის მსაჯული აღა-ბეგ ყალანთაროვი კოლეგიის მდივნის თანამდებობაზე დაინიშნა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით შუშის მაზრის მსაჯულის თანამდებობის შემსრულებელი ივანე პოლტარაცკი კოლეგიის მდივნის თანამდებობაზე დაინიშნა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით ბაქოს მაზრის ექიმი დავით ამიროვი კოლეგიის მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნეს.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით თბილისის გუბერნიის საგლეხო საქმის სამმართველოს წევრი, თავადი ერასტი ჩოლოყაშვილი სასამართლოს მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნეს.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით თბილისის მაზრის უფროსი, თავადი იოსებ თუმანიშვილი სასამართლოს მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნეს.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით, თბილისის რეალური გიმნაზიის მმართველი იოსებ პენჩინსკი სახელმწიფო საბჭოს მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ ამიერკავკასიის მმართველობის დირექტორი გაბრიელ სულხანიშვილი კოლეგიის მრჩევლად დანიშნა.