რეგისტრირებული ფაქტები89466
სორტირება თარიღი მზარდობით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 25 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადების სამუზეუმო სექციის მეორე სხდომაზე გადაწყვიტეს ლაიფციგში გამოფენისთვის გაეგზავნათ შემდეგი ნაბეჭდი წიგნები: ვახტანგისეული „სახარება“, საჩხერეში გამოცემული „სახარება“, ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსანი“, „ბიბლია“ (მოსკოვის გამოცემა), „ქართული გაზეთი“ 1819 წლის და 1832 წლის (თითო ნომერი), „ცისკარი“ 1852 წლის გამოცემა, „იონა მიტროპოლიტისა და ტიმოთეს მოგზაურობა“, ჟურნალი „ივერია“, ჟურნალი „საქართველოს მოამბე“ 1863 წლის გამოცემა, ჟურნალი „საქართველოს სამოთხე“, ვახუშტის „ისტორია საქართველოსი“, მარიამისეული „ქართლის ცხოვრება“, ქართველიშვილის „ვეფხისტყაოსანი“, ილია ჭავჭავაძის თხზულებები გედევანიშვილის გამოცემა, პეტრე ეპისკოპოსის „კონდაკი“, „სახარება“ ლოსაბერიძის გამოცემა, ყაზბეგის თხზულებების კრებული, „ზღაპრები“ ქალების გამოცემა I და II ტომი. ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 მარტს თბილისის ქართველ მუშათა მომღერალ-მგალობელთა გუნდმა მიხეილ კავსაძის ლოტბარობით დიდი სახალხო კონცერტი გამართა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 28 მარტს სახაზინო თეატრში გ. ერიციანმა და აშ. ათანასიანმა სომხურ ენაზე წარმოადგეს „მრუდე სარკე“.
1914
ტიპი: მფლობელობა
1914 წლის პირველ აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილის ფონდში 2392 მანეთი და 32 კაპიკი ინახებოდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის პირველ აპრილს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნავთლუღის სკოლასთან ბიბლიოთეკის გახსნა გადაწყვიტეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის პირველ აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება დავით სარაჯიშვილის დანატოვარი ადგილის გაყიდვის შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის პირველ აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს შალვა ანტონის ძე მიქელაძის მოხსენება ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილის ფონდიდან ბუნებისმეტყველების წიგნების გამოცემის შესახებ.

