საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები83613

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 6 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ბაკიხანოვმა მირონოვს სასამართლოში მისი დაცვისთვის ხუთი ათასი მანეთი გადაუხადა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 6 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ბაკიხანოვმა ფ. ნ. პლევაკოს სასამართლოში მისი დაცვისთვის ათი ათასი მანეთი გადაუხადა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 6 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ი. დ. უთნელიშვილი ეკატერინოდარის ოლქის სასამართლოს თავმჯდომარეს თანაშემწედ დანიშნეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 ოქტომბერს ი. დ. უთნელიშვილის მეგობრები და ნათესავები მისთვის გამოსამშვიდობებელი საღამოს მოწყობას გეგმავდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 20 ოქტომბერს ვრასკი და კარნოვიჩი კავკავიდან ეკატერინოდარში გამგზავრებას გეგმავდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 ოქტომბერს თბილისის ოლქის სასამართლოს წევრები ვ. ვ. ბოლდირევი, ე. ჩემესოვი, ნ. ა. ტარსაიძე, ე. ი. ოვსიანიკოვი და ლ. ი. შატბეროვი სისხლის სამართლის საქმეების განსახილველად თელავში უნდა წასულიყვნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 4 ოქტომბერს დრამატული საზოგადოების წევრთა კრებაზე გადაწყდა, კომისია, რომელსაც დავალებული ჰქონდა გიორგი ლასხიშვილის პროექტის განხილვა, გაეუქმებინათ, რადგან მისმა წევრებმა დაკისრებული მოვალეობა არ შეასრულეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 დეკემბრიდან მსურველებს შეეძლოთ ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტისთვის მიემართათ და საიუბილეო დღესასწაულის შესახებ მოსაზრება გამოეთქვათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 24 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ქალაქის მესამე ნაწილის ბოქაულმა მრავალჯერადი ქურდობისთვის ვაჭრის შვილი მანასიანცი შეიპყრო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 24 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებელმა გლებოვი თბილისში ყალბი ფულის მომჭრელების პოვნისთვის ექვსასი მანეთით დააჯილდოვა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 24 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ქუთაისის მესამე სამიჯნო ოლქის სამმართველოს უფროსად თერგის თემის სამიჯნო ოლქის მმართველი ე. გ. სიდამონ-ერისთავი დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 24 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ევგრაფ ხოსროევი ქალაქის გამგეობის წევრად აირჩიეს.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 24 მარტს ბეზროდნიმ ჯარისკაცი გაბრიელ მიტროფანოვი დააპატიმრა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 24 მარტს მელიტონ თომას ძე ფომინ-ცაგარლის სახლი გაქურდეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილმა ზემო ნიქოზის წმ. რაჟდენის სახელობის ტაძარს 10 მანეთი შესწირა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ივანე დავითაშვილი ზემო ნიქოზში მღვდელი იყო.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ზაალის ძე ყიფიანმა გეომეტრიის წიგნი შეადგინა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ელისაბედ ხეჩუას ასულ თავშავაძეს ფხვენისში ერთი დესეტინა და 1100 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი მიწა ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ლუარსაბ ალექსანდრეს ძე ერისთავის ნაწრეტში მდებარე 101 დესეტინასა და 1600 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს მიწას.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელისაბედ ხეჩუას ასულ თავშავაძის ფხვენისში მდებარე ერთ დესეტინასა და 1100 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს მიწას.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ლუარსაბ ალექსანდრეს ძე ერისთავს ნაწრეტში 101 დესეტინა და 1600 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი მიწა ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გიორგი და ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე შალიკაშვილებს სკრაში 394 დესეტინა და 620 კვადრატული საჟენი ტყე, შენობები, სახნავ-სათესი და სათიბი ადგილები ჰქონდათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელისაბედ ალექსანდრეს ასულ თარხან-მოურავის გორის მაზრაში მდებარე 545 დესეტინასა და 1645 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სასახლკარე და სათიბ ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გიორგი და ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე შალიკაშვილების სკრაში მდებარე 394 დესეტინა და 620 კვადრატულ საჟენ ტყეს, შენობებს, სახნავ-სათეს ადგილებსა და სათიბებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ელისაბედ ალექსანდრეს ასულ თარხან-მოურავს გორის მაზრაში 545 დესეტინა და 1645 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო ადგილები და სათიბები ჰქონდა.