რეგისტრირებული ფაქტები83615
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების მმართველობის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 29 მარტს ოზურგეთში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დ. მ. აბაშიძემ, ოქ. ი. ურუშაძემ, ს. კ. ჭიჭინაძემ, ფ. მგალობლიშვილმა და იაგ. ა. თაყაიშვილმა თითო მანეთი შესწირეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლამდე პავლე სვეტლოვი თბილისის სასულიერო სემინარიაში ღვთისმეტყველებასა და დიდაქტიკას ასწავლიდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლამდე არხანგელსკი თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწე იყო.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 3 აპრილს თბილისში სპარსეთის ქვეშევრდომი აბდულა-აბას-ოღლი დააპატიმრეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა რაჟდენ და გიორგი გრიგოლის ძე რუსიევ-ყორჩიბაშევების გომბორში მდებარე 400 დესეტინა ტყეს, საძოვარ და სათიბ ადგილებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ხანუმა ყიზი თოფჩიევის ბორჩალოს მაზრაში მდებარე 197 დესეტინასა და 1500 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს და სათიბ ადგილებს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 3 თებერვალს ქართული დრამატული საზოგადოების დასს უნდა წარმოედგინა გაბრიელ სუნდუკიანცის სამმოქმედებიანი კომედია „დაქცეული ოჯახი“. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებდნენ: მარიამ საფაროვა-აბაშიძე, ნატალია გაბუნია-ცაგარლისა, ლეონიძისა, თამაროვისა, კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, ავქსენტი ცაგარელი და სხვ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გიორგი სოლომონის ძე ყარალოვის ართანაში მდებარე 98 დესეტინასა და 1420 კვადრატულ საჟენ ტყეს, წისქვილს, სახნავ-სათეს, საბაღე და სამოსახლო ადგილებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე ივანეს ძე შახაზიზოვ-კამსარაკანის დიდ დურნუკში მდებარე წისქვილს, 780 დესეტინასა და 1860 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, საბაღე და საძოვარ ადგილებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დიმიტრი როსტომის ძე საგინოვის მაწევანში მდებარე 260 დესეტინასა და 960 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საძოვარ და სამოსახლო ადგილებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ზაქარია გიორგის ძე ჯანიაშვილისა და ალექსანდრე ანტონის ძე ლოლიშვილის შავშვებში მდებარე 134 დესეტინასა და 130 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, საბოსტნე და სათიბ ადგილებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დიმიტრი სიმონის ძე ქუთათელაძის ხეობაში მდებარე 267 დესეტინასა და 1680 კვადრატულ საჟენ ტყესა და სახნავ-სათეს ადგილებს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბაზრის ზედამხედველმა ექიმ რუდკოვსკის ერთ-ერთი ფურნედან პური და ფქვილი მიუტანა შესამოწმებლად, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე სოლოღაშვილი პაციენტებს ყოველდღე დილის 9-დან 2 საათამდე, ხოლო საღამოს 5-დან 7 საათამდე მიხეილის ქუჩა N 32-ში იღებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიებში იყიდებოდა პეტრე კარბელაშვილის „ქართული საერო და სასულიერო კილოები“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 20 ივლისს გიორგი თამამშევის წისქვილის ქვეშ 2 ადამიანი დამხრჩვალი იპოვეს.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს მარგალიტა გიგინეიშვილმა ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს სასწავლებელში მასწავლებლის თანამდებობა თავისი ნებით დატოვა მოსკოვის ქალთა უმაღლეს კურსებზე წასასვლელად.