საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები83615

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, საქართველოს ეგზარხოსმა პავლე რაევმა სიღნაღში არსებულ წმ. ნინოს სახელობის ტაძარს 170 მანეთი შესწირა.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის პირველი სექტემბრიდან დაბა ხონის ელენე ბახტაძის ქალ-ვაჟთა სკოლა ოთხკლასიან საქალებო პროგიმნაზიად გადაკეთდა. განკარგულება კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა გასცა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარლამ ჭიჭინაძე ქუთაისში ცოფიანმა ძაღლმა დაკბინა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანმა ქუთაისში რუსულად წაიკითხა ლექცია ბაქტერიებზე.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ელისაბედ როსტომის ასულ ლორთქიფანიძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში მდებარე 2185 კვადრატული საჟენი ორსართულიანი ქვიტკირის სახლი და მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს პავლე სვეტლოვი ნეჟინის ლიცეუმში საღვთო წერილის მასწავლებლად დანიშნეს.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აბდულა-აბას-ოღლი აკოფოვის მაღაზიიდან რევოლვერის მოპარვის ბრალდებით დააპატიმრეს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს თამარა დავითის ასულ თარხან-მოურავს კავთისხევში 124 დესეტინა და 458 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი ადგილი ჰქონდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 აპრილს ზ. ნაკაშიძემ მონაწილეობა მიიღო ქუთაისში გამართულ სამუსიკო-სალიტერატურო საღამოში.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვაჟა-ფშაველას „ხმელი წიფელი“.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილი ქართული დრამატული საზოგადოების მდივნად აირჩიეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი ქართული დრამატული საზოგადოების ხაზინადრად აირჩიეს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნინო ალექსანდრეს ასულ ფურცელაძეს ხურვალეთში 46 დესეტინა და 1373 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი და საძოვარი ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელისაბედ ივანეს ასულ რუსიევის, ნატალია სოლომონის ასულ სუკაჩევის, მარიამ და მელანია სოლომონის ასულ რუსიევებისა და მათი ძმის, გიორგის, კურდღელაურში მდებარე 35 დესეტინასა და 75 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საძოვარ და საბაღე ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა თამარა დავითის ასულ თარხან-მოურავის კავთისხევში მდებარე 124 დესეტინასა და 458 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს მიწას.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იოსებ ნიკოლოზის ძე კლიმიაშვილის მჭადიჯვარში მდებარე 234 დესეტინასა და 2330 კვადრატულ საჟენ ტყეს, ბაღებს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს იოსებ ნიკოლოზის ძე კლიმიაშვილს მჭადიჯვარში 234 დესეტინა და 2330 კვადრატული საჟენი ტყე, ბაღები, სახნავ-სათესი და საძოვარი ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს პელაგია დიმიტრის ასულ სულთანოვს ქურთლარში 65 დესეტინა და 1240 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, საძოვარი და საბოსტნე ადგილები ჰქონდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მიხაილის ძე ტერ-შმოვანოვისას ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ფოთში მდებარე ქვიტკირის დუქნები და 295 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინო ალექსანდრეს ასულ ფურცელაძის ხურვალეთში მდებარე 46 დესეტინასა და 1373 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს და საძოვარ ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ზაალ პავლეს ძე წინამძღვრიშვილის სიღნაღის მაზრაში მდებარე 154 დესეტინასა და 1015 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს და საბაღე ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ზაალ პავლეს ძე წინამძღვრიშვილს სიღნაღის მაზრაში 154 დესეტინა და 1015 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი და საბაღე ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა პელაგია დიმიტრის ასულ სულთანოვის ქურთლარში მდებარე 65 დესეტინასა და 1240 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, საძოვარ და საბოსტნე ადგილებს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 აპრილს თბილისის კლუბში ვასილ გრიგოლის ძე კარბელაშვილმა ქართული სასულიერო მუსიკის კონცერტი გამართა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 26 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის სტატია გურჯაანში არსებული სამკურნალო ტალახი ვეძას შესახებ.