საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები83615

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ივანე გიორგის ძე ბარათაშვილის თიანეთის მაზრაში მდებარე 214 დესეტინასა და 1500 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ივანე გიორგის ძე ბარათაშვილს თიანეთის მაზრაში 214 დესეტინა და 1500 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი ადგილები და საძოვრები ჰქონდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 16 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ნასყიდაშვილი გორის ოქონის ღვთისმშობლის ეკლესიაში მღვდელი იყო.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ამილახვარს ფხვენისში 60 დესეტინა სახნავ-სათესი, საბაღე და სამოსახლო ადგილები ჰქონდა.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წლის 15 აპრილს თბილისში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა მღვდელი მიხეილ ნასყიდაშვილი.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს სილ. ჩხაიძე მღვდელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს მ. სვანიძე დიაკვანი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოზურგეთში მ. სვანიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 40 კაპიკი შესწირა, ბესარიონ კალანდაძემ, სილ. ჩხაიძემ, ყარამან მამულაიშვილმა – მანეთ-მანეთი, ჯამულეთ ბაჟუნაიშვილმა – 2 მანეთი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ამილახვრის ფხვენისში მდებარე 60 დესეტინა სახნავ-სათეს, საბაღე და სამოსახლო ადგილებს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოზურგეთში ს. აბესალაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 3 მანეთი შესწირა, სერგეი ფარეიშვილმა, ალ. ხორბალაძემ, და ნესტორ ურუშაძემ – 2-2 მან., ზ. შანიძემ – მანეთი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძემ სამნაწილიანი საქართველოს ისტორია შეადგინა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ლეჩხუმის მაზრის შესახებ ქაიხოსრო გელოვანის სტატია დაიბეჭდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 16 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ნასყიდაშვილმა გორის ოქონის ღვთისმშობლის ძველი ეკლესია ხელახლა ააშენა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 აპრილს ლეონტი ზიბზიბაძემ საპყრობილიდან გაიქცევა სცადა. იგი გაქცევის დროს მდინარე ყვირილაში მოკლეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ ხვიტია ყაჩაღი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს რომანოზ დარჩია მღვდელი იყო

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოზურგეთში მოსიკო კალანდაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 50 კაპიკი შესწირა, კონსტანტინე თავართქილაძემ და რომანოზ დარჩიამ – 2-2 მან., პლატონ ბერიძემ და გრიგოლ ჭიჭინაძემ – თითო მანეთი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოზურგეთში ნინა ქიქოძისამ და კესარია ღლონტისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 2-2 მანეთი შესწირეს, ანა თაყაიშვილისამ - მანეთი, ილია ჭყონიამ - 3 მანეთი, კოსტანტინე კვაშალიამ - 50 კაპიკი.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 16 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ნასყიდაშვილი 15 წლის განმავლობაში ბლაღოჩინი იყო და სასულიერო სასწავლებელს ემსახურებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 16 აპრილს თბილისის ქართულ თეატრში გიორგი დავითის ძე ერისთავის „ყვარყვარე ათაბაგი“ უნდა წარმოედგინათ.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წლის აპრილში თბილისში ეკატერინე თეოდორეს ასული ბიწაძე გარდაიცვალა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს დავით, მიხეილ და გიორგი ანდრიას ძე კობიაშვილებს კობიაანთკარში 31 დესეტინა და 1550 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი და სამოსახლო ადგილები ჰქონდათ.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წლის 16 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ნასყიდაშვილი გორის სასულიერო სასწავლებლის საბჭოს წევრი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 15 აპრილს იბრაჰიმ-ბაგირ-ოღლიმ ყიაზიმ-სადიყ-ოღლი დანით მძიმედ დაჭრა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დავით, მიხეილ და გიორგი ანდრიას ძე კობიაშვილების კობიაანთკარში მდებარე 31 დესეტინასა და 1550 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს და სამოსახლო ადგილებს.