საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები83737

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ბარბარე მაკარის ასულ თარხან-მოურავის, ესტატე იოსების ძე თარხან-მოურავის, ნინო იოსების ასულ ბაგრატიონ-მუხრანსკის, მაკრინე იოსების ასულ წერეთლის და გაიანე იოსების ასულ შერვაშიძის სათარხნოში მდებარე 2638 დესეტინასა და 1710 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საბაღე და სათიბ ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ბარბარე მაკარის ასულ თარხან-მოურავს, ესტატე იოსების ძე თარხან-მოურავს, ნინო იოსების ასულ ბაგრატიონ-მუხრანსკისას, მაკრინე იოსების ასულ წერეთლისას და გაიანე იოსების ასულ შერვაშიძისას სათარხნოში 2638 დესეტინა და 1710 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, საბაღე და სათიბი ადგილები ჰქონდათ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 17 აპრილს კუცივალოვი ოჩამჩირიდან სოხუმში წავიდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ნიქოზის ძველი ტაძრის შესაკეთებლად ვანო და მიხა შავთვალაშვილებმა მანეთი შესწირეს, ნათელა, ევა და ოლგა აბრამოვისებმა – 3 მან., ლიუბა და დარო ბაქრაძეებმა – 2 მანეთი, პელაგია გვარამაძისამ – მანეთი.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნინო ზურაბის ასულ ვეზიროვს ძლევიჯვარში 35 დესეტინა და 1440 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი ადგილი ჰქონდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 22 აპრილს მირზა მახმუდ-ხანი თბილისში ჩამოვიდა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეოფილია ბარისოვის საქმის განხილვაზე სასამართლომ 10 მოწმე დაიბარა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 24 აპრილს ოლქის სასამართლოში ოლგა თევდორეს ასული წინამძღვრიშვილის მკვლელობის საქმის განხილვაზე ე. ფ. ბურგარდტი თავმჯდომარედ აირჩიეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინო ზურაბის ასულ ვეზიროვის ძლევიჯვარში მდებარე 35 დესეტინასა და 1440 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს ადგილს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გრიგოლ სარქისიანი ჯულფის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების მოხელედ დაინიშნა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. თურქიას მიერ ზესტაფონში დაარსებულ პირველდაწყებით სკოლაში სამი განყოფილება იყო და მოსწავლეებს პირველი კლასისთვის ამზადებდნენ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დავით ზაქარიას ძე ბარათოვის თბილისის მაზრაში მდებარე 1514 დესეტინასა და 700 კვადრატულ საჟენ ტყესა და სათიბ ადგილებს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ისაკ გიორგის ძე როინაშვილი ფარჩით ვაჭრობდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ამალია მათეს ასულ ყიფიანის ქვიშხეთში მდებარე 12 დესეტინასა და 1200 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს ადგილს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს დავით ზაქარიას ძე ბარათოვს თბილისის მაზრაში 1514 დესეტინა და 700 კვადრატული საჟენი ტყე და სათიბი ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს პელაგია ალექსანდრეს ასულ მაყაშვილისას ყვარელში 262 დესეტინა და 706 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო, საბაღე ადგილები და საძოვრები ჰქონდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 15 აპრილს თბილისში ე. ტერ-სარქისოვის ხელმძღვანელობით მეველოსიპედეთა წრის კრება გაიმართა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ამალია მათეს ასულ ყიფიანისას ქვიშხეთში 12 დესეტინა და 1200 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი ადგილი ჰქონდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ალექსი სოლომონის ძე როინაშვილმა ისაკ გიორგის ძე როინაშვილს თემირ-ხან-შურადან კავკავის ახალი ქართული სკოლისთვის 5 თუმანი გამოუგზავნა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ნიქოზის ძველი ტაძრის შესაკეთებლად ტერეზა და იაკობ პოპოვებმა მანეთი შესწირეს, ელისაბედ პოპოვმა, პ. პოპოვმა, ლიზა შავთვალაშვილისამ და არტემ გოზალოვმა – 2-2 მანეთი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის სტატია პეტრე მირიანაშვილის ქართული ენის მესხეთიდან წარმოშობისა და აღორძინების მოსაზრების შესახებ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ლუკა რაზიკაშვილის „წადილი“ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 ივლისს მაკა წერეთლის თაოსნობით საჩხერეში თბილისის ქალთა სასწავლებლის ღარიბ მოსწავლეთა დასახმარებლად წარმოდგენა გაიმართა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თერგის ოლქის წინამძღოლმა სმეკალოვმა დაამტკიცა ბარისა და მთის ოსების მიერ დადგენილი განაჩენი ურვათის (საქორწინო გადასახადი), ქელეხისა და სხვა ძველ ჩვეულებათა შემცირების შესახებ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ წინამძღვაროვის წრომში მდებარე 43 დესეტინასა და 1610 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს და საბაღე ადგილებს.